x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134513
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508574
მესი "ჩელსის" ჩემპიონობას უსამართლობად მიიჩნევს

image"ბარსელონას" მე-10 ნომერი, მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი ფეხბურთელი, ლეო მესი, თავისი გუნდის ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალიდან გამოთიშვას, დიდ უსამართლობას უწოდებს.

"ჩვენ ლა ლიგის ტიტულიც დავკარგეთ, მაგრამ მე უფრო ჩემპიონთა ლიგაზე ვდარდობ, ეს უსამართლობა იყო, რადგან პენალტის გატანა ვერ მოვახერხე, ერთი მხრივ ბედნიერი ვარ წლევანდელ სეზონში ჩემი ინდივიდუალური მიღწევების გამო, მაგრამ ამავდროულად ძალიან გაბრაზებული, რადგანაც ჩვენ ძალიან ახლოს ვიყავით ლიგის მოგებასთან, ჩვენი სიძლიერის დამტკიცებას მომავალ წელს შევეცდებით, მართალია გვარდიოლამ დაგვტოვა, მაგრამ ახალ მწვრთნელს ვენდობით, და იმედი გვაქვს, რომ ისევე წარმატებულად გავაგრძელებთ თამაშს, როგორც ადრე, " განაცხადა ლეომ, რომელიც ამჟამად არგენტინის ნაკრებთან ერთად, მსოფლიო თასის, შესარჩევი ეტაპის მორიგი მატჩისთვის ემზადება. მესი და მისი გუნდი 2 ივნისს ეკვადორს დაუპირისპირდებიან.

0
440
5-ს მოსწონს
ავტორი:Dato1117
Dato1117
440
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0