x
სკოლამდელი ბავშვის თვითშეფასება
14 თებერვალი, 19:30

ბავშვის თვითშეფასება ძალიან მნიშვნელოვანი ბაზისია მომავალში მისი პიროვნების სიმყარისა. სჯობს მშობლებმა და აღმზრდელებმა თადარიგი დაიჭირონ ბავშვის განვითარების ადრეულ ეტაპზე, ვიდრე უყურონ იმას თუ რა რიგ პრობლემებთან უწევს შეჭიდება ზრდასრულ ასაკში მათ შვილს.

თვითშეფასება-ეს არის წარმოდგენა საკუთარი თავის შესახებ და ვითარდება _ვინ ვარ მე?_ კითხვაზე გაცემული პასუხებით. ბავშვს უკვე 2-3 წლის ასაკიდან უჩნდება გარკვეული წარმოდგენა იმაზე თუ ვინ არის, რომ აქვს სახელი და გვარი რაც მას სხვებისაგან განასხვავებს და იდენტობას სძენს, რომ არის რომელიღაც სქესის წარმომადგენელი, რაც მას სხვებთან აერთიანებს და რომ მიეკუთვნება რამოდენიმე სოციალურ ჯგუფს. მაშინ როდესაც რაიმე შეეშლება ბავშვს გვერდში დგომა დადაცვა სჭირდება რათა თვითშეფასება მუდმივად მაღალ დონეზე იყოს. თუმცა ასეთ დროს გარშემომყოფების დაუფიქრებლად ნათქვამმა ფრაზამ “ცუდი ბავშვი ხარ” შესაძლოა ბავშვი დაარწმუნოს იმაში, რომ ის “ცუდი”, “არასაჭირო” და “მიუღებელია” თავისი საყვარელი ადამიანებისათვის. ამის გაანალიზება “ანადგურებს” ბავშვის თვითშეფასებას. ამ ფრაზის ნაცვლად უფრო ადეკვატური იქნება “ცუდად იქცევი” ფრაზის გამოყენება “შენნაირ კარგ ბავშვს არ შეჰფერის ასეთი ქცევა”...

ბავშვებს ყოველთვის აინტერესებთ, თუ რას ფიქრობენ მათზე სხვები, რათა არ მოხდეს მათი უმწეობის გამო მათივე ჩაგვრა. მაგალითად 3-4 წლის ასაკის ბავშვმა, რომელიც ტირის და ტანტრუმს აწყობს მაღაზიაში შესაძლოა შეცვალოს საქციელი თუკი მას ვეტყვით რომ მაღაზიის მეპატრონე ასეთი ქცევის გამო ცუდ ბავშვად ჩათვლის და გააგდებს მაღაზიიდან.

ბავშვის ცნობიერებაში თავს იჩimageენს მნიშვნელოვანი შეკითხვები “ვინ ვარ მე სხვებისთვის?’’ “ვარ თუ არა მათთვის მისაღები და მნიშვნელოვანი?”. უდავოა, რომ თითოეულმა ბავშვის გარემოცვაში მყოფმა ადამიანმა უნდა აგრძნობინოს ბავშვს თუ რაოდენ მნიშვნელოვანი და საჭიროა მათთვის იგი მიუხედავად იმისა კარგად იქცევა თუ ცუდად. სწორედ აი ეს, უპირობო სიყვარული ზრდის ბავშვის ცნობიერებაში იმედის, ნდობის, თვითკმაყოფილების განცდას რაც თავისთავად დადებითად მოქმედებს თვითშეფასებაზე.

ხშირად ესაუბრეთ ბავშვს იმაზე თუ რა დიდი როლი აკისრია მას თქვენს ცხოვრებაში, როგორ ცვლის ის თქვენს ყოველდღიურობას (ამით მის უდიდეს მნიშვნელობას გაუსვამთ ხაზს). კომენტარი გააკეთეთ იმაზეც თუ როგორ გაახალისა თქვენი ცხოვრება თუნდაც იიმ კოცნით და ჩახუტებით, რომლითაც ახლახანს დაგაჯილდოვათ. გაიხსენეთ და მნიშვნელოვან ფაქტად აქციეთ მისი თითოეული “კარგი ქცევა” ამით ბავშვს დადებითად განვუმტკიცებთ სოციალურად მისაღებ და სასურველ ქცევებს და ის დაისწავლის რომ რაც შეიძლება ხშირად მოიქცეს ასე კარგად. ამასთან ერთად ბავშვი მოგბაძავთ კომპლიმენტების თქმაში, რადგან ეს მას სიამოვნებას ანიჭებს და იგი სხვებსაც ხშირად ეტყვის კომპიმენტებს რაც მას უფრო კომუნიკაბელურს, გულღიას და დადებით პიროვნებად ჩამოაყალიბებს.

შეუქმენით უსაფრთხო და მშვიდი გარემო პატარებს. რაც უფრო ძლიერად გრძნობს ბავშვი თავს, რაც უფრო დაცულია მისი გარემო აურზაურისა და პრობლემებისაგან მით უფრო მაღალია მისი თვითშფასება.

დააფასეთ ბავშვის განსაკუთრებული უნარები და უფრო დიდი აქცენტი მის დადებით მხარეებზე გააკეთეთ ვიდრე უარყოფითზე. მისი უნარების განვითარება, ინიციატივების წახალისება გაზრდის თვითეფექტიანობას. თვითრეალიზებული ბავშვი კი უკვე წარმატებულს ნიშნავს.

არ მოსთხოვოთ ბავშვს იმის გაკეთება რაც მის ძალებს აღემატება. (თუ ბავშვს არ აქვს მუსიკალური სმენა ნუ აიძულებთ მას იაროს მუსიკაზე. ეს სირცხვილის, კომპლექსებისა და საკუთარ ძალებში დაურწმუნებლობის შანსს გაზრდის რაც თვითშეფასებაზე ნამდვილად უარყოფით ზეგავლენას იქონიებს.

არ შეადაროთ ბავშვი სხვებს დამცირების მიზნით. ასე გაუღვივებთ “სიძულვილს”, “უარყოფით დამოკიდებულებას” იმ სხვების მიმართ.ბავშვი ჩათვლის რომ მის გარშემო მასზე ძლიერი ადამიანები არსსებობენ რომელთა ფონზე თავად არაფერს არ წარმოადგენს, რაც თვითშეფასების დონის მზარდობის უპირველესი მტერია.

და ბოლოს, შეაქეთ ხშირად, მაგრამ დამსახურებულად და არა ყოველ წუთში. ნუ მიმართავთ დამამცირებელი ზედმეტსახელებით, გახსოვდეთ ბავშვს აქვს სახელი, რომელიც მოფერებით უკეთესად ჟღერს, ასეც სცადეთ J.

23
2-ს მოსწონს
გასაჩივრება
მომწონს
 
 
ავტორი:ნინო ფროდიაშვილი
ნინო ფროდიაშვილი
   ქართული კლავიატურა
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0
როგორ გაატარეს ვასო ფხაკაძემ და მისმა მეუღლემ სიყვარულის დღე?როგორ გაატარეს ვასო ფხაკაძემ და მისმა მეუღლემ სიყვარულის დღე?
ცნობილი წყვილების ვალენტინობა ყველასთვის საინტერე...
დაუჯერებელია- 64 წლის ქალმა 177 კილომეტრიანი სრუტე გადაცურადაუჯერებელია- 64 წლის ქალმა 177 კილომეტრიანი სრუტე გადაცურა
სურვილი და იმედი ცხოვრებაში ერთ-ერთი ორი აუცილებელი...
მსოფლიოს 5 საიდუმლოებებით მოცული სასაფლაო!მსოფლიოს 5 საიდუმლოებებით მოცული სასაფლაო!
ცოტა არ იყოს დამბურძგლავი თემაა, მაგრამ ალბათ ზოგიერთ თქვენთაგანს დ...
აი რატომ არ უნდა გჯეროდეთ სტერეოტიპებისაი რატომ არ უნდა გჯეროდეთ სტერეოტიპების
ზოგჯერ ძალიან გაუცნობიერებლად ინსტიქტების დონეზე ვცდილობთ მოვექცეთ სტერ...
როკფელერ -უფროსმა მეშვიდე გული მიიღო.როკფელერ -უფროსმა მეშვიდე გული მიიღო.
99 წლის ამერიკელმა მეექვსედ გადაიტანა გულის გადანერგვის ოპერაცია. ახლა ის...
შეიძლება თუ არა ფოლადი გაიკაწროს ბალახით?შეიძლება თუ არა ფოლადი გაიკაწროს ბალახით?
თქვენ წარმოიდგინეთ, შეიძლება. და ასეთი ძლიერი მცენარის სანახავად ...
რა სასწაულის მომსწრენი ხდებიან ბრიტანელები გაზაფხულზერა სასწაულის მომსწრენი ხდებიან ბრიტანელები გაზაფხულზე
ზაფხულის დადგომასთან ერთად ჩვენს ჩვენს პლანეტაზე იწყება ხ...
მაქსიმალისტი ადამიანების შემოქმედებამაქსიმალისტი ადამიანების შემოქმედება
არსებობენ ადამიანები, რომელთა მიერაც შესრულებული სამუშაო უზადოა. ადამიანი...
აი რატომ იღებენ სისხლს არათითიდან!აი რატომ იღებენ სისხლს არათითიდან!
რა არ გიყვარდა ბავშვობაში ყველაზე მეტად? პირადად მე _ თითიდან სისხლის აღება....
გსმენიათ თუ არა სვაროვსკის მიწისქვეშა მუზეუმის შესახებ.....გსმენიათ თუ არა სვაროვსკის მიწისქვეშა მუზეუმის შესახებ.....
როდესაც 1995 წელს ცნობილი ავსტრიული , , სვაროვსკის"...
როცა მონადირე, თავად ხდება მსხვერპლიროცა მონადირე, თავად ხდება მსხვერპლი
ბრაზილიაში მოგზაურობის დროს national geographic-ის ფოტოგრაფი საოცარი სანახ...