x
25 ისტორიული ფოტოსურათი
16 თებერვალი, 13:17

1. «უოლ სტრიტის დაპყრობა» (Occupy Wall Street) — სამოქალაქო პროტესტი ნიუ-ორკში, რომელიც 2011 წლის 17 სექტემბერს დაიწყო. ამ პროტესტის მიზანი იყო ქალაქის საფინანსო ცენტრის დაკავება და საზოგადოების ყურადღების მიქცევა, როგორც თავად აქციის მონაწილები ამბობდნენ, «ფინანსური ელიტის დანაშაულებებზე». მათ სურდათ ქვეყნის ფინანსური სტრუქტურების რეფორმირება. ზოგიერთი მონაწილე, სიკვდილით დასჯის წინააღმდეგაც გამოდიოდა. პროტესტი 1 წლის მანძილზე გრძელდებოდა და ბოლოს დაიშალა.

image


2. ბინ ლადენის მკვლელობის ოპერაცია. ისლამური ტერორისტული ორგანიზაციის ლიდერი 2011 წლის 2 მაისს მოკლეს პაკისტანში. ოპერაცია კოდური სახელით «ნეპტუნის შუბი» აშშ-ს სპეცდანიშნულების რაზმა ჩაატარა.

image


3. ერაყის პრეზოდენტის, სადამ ჰუსეინის დაჭერის ოპერაცია. 2003 წლის აპრილში კოალიციური ჯარები აშშ-ს თაოსნობით, ერაყში შევიდნენ და ჰუსეინის რეჟიმი დაამხეს. ინტერვენციის მიზეზი, ერაყის ლიდერისადმი, საერთაშორისო ტერორიზმის მხარდაჭერისა და მასობრივი განადგურების იარაღის დამზადების ბრალდება იყო. ჰუსეინი შეიპყრეს და 2006 წლის 30 დეკემბერს სიკვდილით დასაჯეს.

image


4. 2001 წლის 11 სექტემბერის ტერორისტული აქტი. იმ დღეს, დილით, «ალ-ქაიდას» 19 ტერორისტი 4 ჯგუფად გაიყო და მათ 4 სამგზავრო თვითმფრინავი გაიტაცეს. თვითმკვლელმა ტერორისტებმა, ორი თვითმფრინავი ნიუ-იორკში მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ორ ცათამბჯენს დააჯახეს. ხსენებული 19 ტერორისტის გარდა, ტერორისტული აქტების შედეგად, 2977 ადამიანი დაიღუპა და 24 დაიკარგა.
image

image

5. ცხვარი სახელად დოლი — პირველი კლონირებული ძუძუმწოვარი. ექსპერიმენტი იან ვილმუტმა და კიტომ კემპბელმა ჩაატარეს შოტლანდიაში, როსლინის ინსტიტუტში (Roslin Institute), 1996 წელს. ეს დიდი გარღვევა იყო მეცნიერებაში, რომელიც თავისი მნიშვნელობით, ატომის დაყოფას უტოლდება. ხოლო დოლი, ყველაზე ცნობილი ცხვარი გახდა მეცნიერების ისტორიაში. მან 6, 5 წელი იცოცხლა და ამ ხნის მანძილზე, 6 ბატკანი გააჩინა.
image


6. გენოციდი რუანდაში. 1994 წელი 6—7 აპრილში, გადატრიალების შედეგად, ხელისუფლების სათავეში მოსულმა დროებითმა მთავრობამ, მასობრივი ხოცვა-ჟლეტა მოუწყო ქვეყანაში მცხოვრებ ეთნიკური უმცირესობის, ძირითადად ტუტსის ეთნიკურ ჯგუფს. ბრძოლა ეროვნული უმცირესობის წინააღმდეგ, თითქმის 4 თვე გრძელდებოდა და მას, დაახლოებით, 1 000 000 ადამიანი შეეწირა.

image


7. პროტესტი ტიანანმენის მოედანზე. 1989 წლის 15 აპრილს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ხელისუფლებას სტუდენტები დაუპირისპირდნენ, ძირითადად ეკონომიკური რეფორმების გატარების მოთხოვნით. 27 აპრილს მათ ტიანანმენის მოედანზე კარვები გაშალეს და მასობრივი თავშეყრის ადგილად აქციეს. ხელისუფლებამ მოედანი 4 ივნისს, ჯარების დახმარებით “გაასუფთავა". მსხვერპლის რიცხვი ზუსტი რაოდენობა ცნობილი არ არის. ხელისუფლების მონაცემებით, მსხვერპლი 242 ადამიანი იყო, ხოლო ოპოზიციის მტკიცებით, ხელისუფლების მიერ მოწყობილ სასაკლაოზე, 5000 ადამიანი დაიღუპა.


image


8. ბერლინის კედლის ნგრევა 1989 წელი.


image


9. «ჩელენჯერის» კატასტროფა. 1986 წლის 28 იანვარს, აფრენიდან 73 წამზე, მრავალჯერადი გამოყენების კოსმოსური შატლი აფეთქდა და მისი ნამტვრევები ატლანტის ოკეანეში ჩაცვივდა. აფეთქების დროს, ეკიპაჟის კაბინის ჰერმეტულობა დაირღვა და 7 ასტრონავტი დაიღუპა.

image


10. უოტერგეიტის სკანდალი. პოლიტიკური სკანდალი აშშ-ში 1972—1974 წლებში, რომელიც ქვეყნის პრეზიდენტის რიჩარდ ნიქსონის გადადგომით დამთავრდა.

image


11. «პირველი ადამიანი მთვარეზე». 1969 წლის 20 ივნისს «აპოლონ -11» მთვარეზე დაჯდა და მისი ეკიპაჟის წევრებმა – ნილ ამსტრონგმა და ედვინ ოლდრინმა 21 საათი მთვარეზე გაატარეს.

image


12. აშშ-ს 35-ე პრეზიდენტის, ჯონ კენედის მკვლელობა. პრეზიდენტზე თავდასხმა 1963 წლის 22 ნოემბერს, დალასში მოხდა. გამოძიება 10 თვის მანძილზე გრძელდებოდა. ოფიციალური ვერსიით, პრეზიდენტზე თავდასხმა ლი ჰარვი ოსვალდომ, მარტოხელა მკვლელმა განახორციელა. მაგრამ, ამ ვერსიის, ბევრს არ სჯერა.

image


13. «მე მაქვს ოცნება» («I have a dream») — მარტინ ლუთერ კინგის ყველაზე ცნობილი გამოსვლა, რომელშიც მან თავის სამომავლო ხედვებზე ისაუბრა.

1963 წლის 28 აგვისტოს, ლინკოლნის მემორიალთან წარმოთქმული სიტყვა.

image


14. ბერლინის კედლის შენება. ორ გერმანიას შორის კედლის მშენებლობის გადაწყვეტილება, 1961 წლის 13 აგვისტოს დაიწყეს, გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლების გადაწყვეტილებით. კედელს, არსებობის მანძილზე, რეკონსტრუქცია რამდენჯერმე ჩაუტარეს, ბოლოს 1975 წელს.image


15. ჰეროსიმა, ატომური ბომბის აფეთქების შემდეგ. 1945 წლის 6 აგვისტოს დაბომბვის შემდეგ, ბომბის ჩამოვარდნის ადგილიდან, 1, 6 კმ. რადიუსში, ყველაფერი სრულად განადგურდა, ხოლო 11, 4 კვ. კმ. ფართობზე ხანძარი გაჩნდა. ქალაქის შენობების 90 %-ით დაზიანდა ან დაინგრა.

დაბომბვიდან, პირველი 6 თვის მანძილზე 140 000 ადამიანი დაიღუპა.

image


16. «ჰინდენბურგის» კატასტროფა. 1936 წელს გერმანიაში შექმნილი დირიჟაბლი, ყველაზე დიდი იყო, იმ დროს არსებულ დირიჟაბლებს შორის. მფრინავ ხომალდს სახელი, იმ დროინდელი რაიხსპრეზიდენტის, პაულ ფონ ჰინდენბურგის საპატივცემულოდ დაარქვეს.

თავის უკანასკნელ რეისში «ჰინდენბურგი» 1937 წლის 3 მაისს გაემგზავრა გერმანიიდან. მის ბორტზე 97 მგზავრი და ეკიპაჟის წევრები იყვნენ. გარდა ამისა, 148 კგ. ტვირთი და 879 კგ. ხელბარგი იყო. დირიჟაბლმა ატლანტიკის ოკეანე გადაიფრინა და 6 მაისს მანჰეტენის თავზე გამოჩნდა. ლაიკჰერსის ჰაერნაოსნობის ბაზაზე დაჯდომის დროს ცეცხლი გაუჩნდა და კატასტროფა განიცადა. დაიღუპა 35 მგზავრი და ბაზის 1 თანამშრომელი.

image


17. ჰოლოკოსტი. 1933—1945 წლებში ფაშისტური გერმანიის და მისი მომხრეების მიერ ებრაელი ერის წინააღმდეგ განხორციელებული დევნა და გენოციდი.

image


18. ჩვილების «რბოლა». «სპორტის» ეს სახეობა ძალიან პოპულარული იყო აშშ-ში, გასული 40-იან წლებში. მონაწილეები, რა თქმა უნდა, ვერ აცნობიერებდნენ თუ რა ხდებოდა, მაგრამ მაყურებელს ძალიან მოსწონდა, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი შეჯიბრი, ყველაზე ნელი იყო მსოფლიოში.

image


19. დიდი დეპრესია. მსოფლიოში ეკონომიკური კრიზისი 1929 წელს დაიწყო და 1939 წლამდე გრძელდებოდა. დიდი დეპრესია ყველაზე მეტად აშშ-ს, კანადას, დიდ ბრიტანეთს, გერმანიას და საფრანგეთს შეეხო. კრიზისი სხვა ქვეყნებშიც იგრძნობოდა.

კრიზისმა განსაკუთრებულად დააზარალა სამშენებლო ბიზნესი დიდ ქალაქებში. მშენებლობა ფაქტიურად შეწყდა. გადახდის უუნარობის გამო, სოფლის მეურნეობის პროდუქტების ფასი 40—60 % -ით შემცირდა.

image


20. ტყვიაგაუმტარი ჟილეტი ტესტირება. ეს ჟილეტები პირველად 1890 წლების დასაწყიეში გამოჩდა. იქიდან მოყოლებული, გამუდმებით ხდებოდა მისი დახვეწა და სრულყოფილება. 1920 - 1930 წლებში აშშ-ში შექმნეს მეტალური ფირფიტებით და შალის ქსოვილით აწყობილი ჟილატი, რომელიც კარგი თავდაცვის საშუალება იყო დაბალსიჩქარიან ტყვიებისგან.

image


21. «მშრალი კანონი», დეტროიტი. აშშ-ში, კანონი სპირტული სასმელის დამზადების და ტრანსპორტირების აკრძალვის შესახებ, 1920 - 1933 წლებში მოქმედებდა.

image


22. «ტიტანიკის» ჩაძირვა. «ტიტანიკი» 1909 - 1912 წლებში შენდებოდა ბელფასტში. იყო «ოლიმპიკის» კლასის მეორე ლაინერი მსოფლიოში, რომელიც «უაიტ სტარ ლაინ»-ს სატრანსპორტო კომპანიას ეკუთვნოდა. ექსპლუატაციის მომენტისთვის, ყველაზე დიდი გემი იყო მსოფლიოში. ჩაიძირა 1912 წლის 14-15 აპრილის ღამეს, ატლანტიკის ოკეანეში, პირველივე რეისის შესრულების დროს.

image


23. სან-ფრანცისკოს მიწისძვრა. 1906 წლის 18 აპრილს, დილის 5:12 საათზე მოხდა მიწისძვრა, რომლის ეპიცენტრი სან-ფრანცისკოს დას. 3 კმ-ს დაშორებით მდებარეობდა. მიწისძვრის და მის მიერ გამოწვეული ხანძრის შედეგად 3 000 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 225 000—300 000 უსახლკაროდ დარჩა. ქალაქის შენობა-ნაგებობების 80 % განადგურდა. ზარალმა 400 მილიონი დოლარი შეადგინა (დღევანდელი კურსით, 6, 5 მილიარდი).

image


24. ძმები რაიტების პირველი აფრენა. ორვილ და უილბურ რაიტები იყვნენ პირველები მსოფლიოში, რომლებმაც შექმნეს მოტორიანი საფრენი აპარატი და ჰაერში აფრინდნენ. საფრენი აპარატების გამოცდა 1900 წ. შემოდგომაზე დაიწყეს, ხოლო პატენტი «მფრინავ მანქანაზე» 1906 წლის მაისში აიღეს.
image


25. სამოქალაქო ომი აშშ-ში (ომი ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის). ომში რომელიც 1861—1865 წწ. მიმდინარეობდა, ჩრდილოეთის 20 არამონათმფლობელური და 4 მონათმფლობელური შტატი ებრძვოდა სამხრეთის 11 მონათმფლობელურ შტატს.

სამოქალაქო ომში უფრო მეტი ამერიკელი დაიღუპა, ვიდრე ყველა დანარჩენ ომში, რომელშიც აშშ იღებდა მონაწილეობას.

image

205
9-ს მოსწონს
გასაჩივრება
მომწონს
 
 
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
   ქართული კლავიატურა
16 თებერვალი, 15:16
დიდი მადლობა, შეფასებისთვის
16 თებერვალი, 13:43
ცუდია რომ ვერ გავაზიარე...მაგრად მომწონს ასეთი სტატიები
0 1 2
სულისშემძვრელი ფოტოებისულისშემძვრელი ფოტოები
ჩვენს ცხოვრებაში არის მომენტები, როდესაც ამა თუ იმ მიზეზის გამო, გული გვიჩქარდება. ეს ...
გაინტერესებთ,როგორ გამოიყურება ნინო ჩხეიძის დედა?გაინტერესებთ,როგორ გამოიყურება ნინო ჩხეიძის დედა?
მომღერალი ნინო ჩხეიძის ქმრის და ქალიშვილის ფოტოები ყველამ იცი...
10 უდიდესი მომენტი ქართული სპორტის ისტორიაში10 უდიდესი მომენტი ქართული სპორტის ისტორიაში
1) 1962 წლის 29 ივლისი. თბილისის "დინამოს" კალათბურთელებმა ევროპის...
ყველაზე მეტად რისი ეშინიათ ადამიანებს?ყველაზე მეტად რისი ეშინიათ ადამიანებს?
ყველა ადამიანს გააჩნია თავისებური შიში. სტატიაში წარმოგიდგენთ რამოდენიმე...
15 კამუფლირებული საბრძოლო გემი, რომლებსაც მტერი ვერ ამჩნევდა!15 კამუფლირებული საბრძოლო გემი, რომლებსაც მტერი ვერ ამჩნევდა!
კამუფლაჟი -შენიღბვის ერთ-ერთი სახე - შენობების, ...
ცნობილი ადამიანები,რომლთაც აზიური წარმომავლობა აქვთცნობილი ადამიანები,რომლთაც აზიური წარმომავლობა აქვთ
სტატიაში წარმოდგენილია თქვენთვის უსაყვარლესი ცნობადი სახეებ...
ნაპოლეონის გამონათქვამები გამონათქვამები არმიაზენაპოლეონის გამონათქვამები გამონათქვამები არმიაზე
-დიდი ბატალიონები ყოველთვი მართლები არიან. ნაპოლეონი -...
სამარცხვინო კადრები ვარსკვლავების ცხოვრებიდანსამარცხვინო კადრები ვარსკვლავების ცხოვრებიდან
სცენაზე გამოსვლისას ორიგინალური ჩაცმულობის მანია ბევრ ცნობილ ადამ...
სუპერ-მარკეტებში აღმოჩენილი მოდური მარგალიტებისუპერ-მარკეტებში აღმოჩენილი მოდური მარგალიტები
სუპერ-მარკეტებში აღმოჩენილი მოდური ადამიანები მომენტელურად ხვდებ...
ზღაპრებში ნათქვამი სიბრძნეზღაპრებში ნათქვამი სიბრძნე
ჩვენ შევეჩვიეთ აზრს, რომ ზღაპრები მხოლოდ ბავშვების გასართობად მოგონილი ისტორიები არ...
ილუსტრაციები იმის შესახებ, თუ როგორ "გაგიჟდა" მსოფლიოილუსტრაციები იმის შესახებ, თუ როგორ "გაგიჟდა" მსოფლიო
ილუსტრაციები იმის შესახებ, თუ როგორ "გაგიჟდა" მსოფლიო ...