x
მეტი
  • 24.05.2017
  • სტატია:66528
  • ვიდეო:319169
  • სურათი:418237
"სადაც ჩიორას მამას ერთი ფილა შოკოლადისთვის ქურდობას აბრალებთ, მე ყაჩაღი ვყოფილვარ!"

image
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის", საპარლამენტო უმცირესობის წევრის ჩიორა თაქთაქიშვილის მამის გარშემო ატეხილი ხმაური არ წყდება. როგორც მოგეხსენებათ, ჩიორას მამას სუპერმარკეტიდან ერთი ფილა შოკოლადის და კარაქის ქურდობაში დებენ ბრალს, რომლის თანხის გადახდაც მას დაავიწყდა.

"ახლა მირეკავენ ჟურნალისტები და მეკითხებიან, მართლა მოიპარა თუ არა მამაჩემმა სუპერმარკეტიდან სურსათი!!!
გესმით რა მარაზმში ვართ??? რომ თავი უნდა იმართლოს 75 წლის კაცმა იმისთვის, რომ არ ქურდობდა სუპერ-მარკეტში?
ხელში ბევრი პროდუქტი ეჭირა და რაც ხელში არ დაეტია, ჯიბეში ჩაიდო, მაინც ხომ ერთად უნდა გადავიხადოო. ოღონდ მაღაზიიდან ისე გამოვიდა, რომ ამის გადახდა დაავიწყდა. საერთოდ აღარ მახსოვდა, ჯიბეში რომ ჩავიდეო! საუბარია ფილა შოკოლადზე და კარაქზე... ასეთი რამე ყველას შეიძლება დაემართოს! მით უმეტეს ასაკში შესულ ადამიანს. ეს ამბავი გუშინ მომხდარა, დაცვასთან უსიამოვნო საუბარიც იყო, მას შემდეგ, რაც მამაჩემი შეწუხდა, როგორ დამავიწყდა გადახდაო, იქვე სთავაზობდა, აქვე გადავიხდი ჯარიმის თანხასაცო.
და ახლა თურმე ქურდობაში დებენ ბრალს??!!
აბსურდსაც ხომ ზღვარი აქვს??!!
ძალიან, ძალიან ცდებით, თუ გგონიათ, რომ ამით მე რამე პოზიციას შემაცვლევინებთ!
უბრალოდ, დიდი ბოდიში მამაჩემს და ყველა ჩემი ოჯახის წევრს, რომ ჩემს გამო, წლების განმავლობაში უწევთ უამრავი უსიამოვნების ატანა და გადატანა! ან მამაჩემს ან დედაჩემს, რომელთაც ორივეს გულის პრობლემები აქვთ, ამ სკანდალის გამო რამე რომ დაემართოთ, ყველას გადაგაყოლებთ!!!
ქურდები, წამლის ბარიგები, მკვლელები და მკვლობების შემკვეთები თქვენსკენ მოიკითხეთ! როგორ ბედავთ საერთოდ მამაჩემის გარევას ამ ბინძურ კამპანიაში?"-წერდა სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" ჩიორა თაქთაქიშვილი.image

ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალური ქსელით ეხმიანება ამ შემთხვევას:

"რამდენჯერ დამვიწყებია კაფეში ფულის გადახდა და მიმტანი ქვითრით ხელში დამწევია. ყველას სანთებელას, რომ ჯიბეში ვიდებ ცალკე თემაა... სატენების მტერიც ვარ. ვინათხოვრებ და მავიწყდება დაბრუნება. სადაც ჩიორას მამას ერთი ფილა შოკოლადისთვის ქურდობას აბრალებთ, მე ყაჩაღი ვყოფილვარ.
აქლემის და ნემისის ქურდის თეორია დაივიწყეთ ცოტა ხანი და ისიც, რომ ჩიორა "გაღიზიანებთ", ან პოლიტიკური ოპონენტია. შეხედეთ ამ ამბავს გვერდიდან და მიხვდებით რომ ტეხავს, მაგრად ტეხავს!"image

2
514
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ციცი
ციცი
514
20
   ქართული კლავიატურა
2016, 15 თებერვალი, 11:34
იცი,ქალო ეგ რატომ ხდება? მაგ ასაკის კაცებსა და ბავშვებს თქვენი პარტიის პარპაშის დროს ,სხვის ჩადებულ ნივთზე იჭერდნენ და ციხეში უშვებდნენ,აი მაგან კი თვითონ ჩაიდო!!!
2016, 14 თებერვალი, 18:47
მგონი, არც არავის სჯერა, ჩიორა ჩემო, რომ მამაშენი ქურდია, მაგრამ შენ რომ უზრედელი და უტიფარი ხარ, ამაში დიდიხანია, გვარწმუნებ.
0 1 2