x
მე, როგორც ცუდი შინაბერები, ვერ ვიტან ამ მოგონილ დღესასწაულებს- იუნა შაფათავა ვალენტინობაზე
14 თებერვალი, 10:40

ერთ-ერთი სექსუალური, ყოველთვის პირდაპირი, სკანდალებით სავსე მსახიობი იუნა შაფათავა გამორჩეულია საკუთარი facebook-ის პირად გვერდზე მიმდინარე მოვლენებსა თუ ზოგადად საკუთარი აზრის საჯაროდ დაფიქსირებით. ჯერ არ დამდგარ, ე.წ. ვალენტინობასთან დაკავშირებით დისკუსიამ ინტერნეტში რეკორდი უკვე მოხსნა, ვისთვის უმნიშვნელოვანესი, ვისთვის კი ყოველგვარი ფასეულობის გარეშე- ერთი ჩვეულებრივი დღეა, თუმცა მაინც სიმბოლური. იუნაც შეეხო ვალენტინობის თემას და საკუთარი აზრი ტკბილ მოგონებებთან და რჩევებთან ერთად გაგვიზიარა.

image


"დღეს გამიმართლა და გორდაზე დეამ მოსაწვევი მომცა. ადრე მომიწია მისვლა, 8 ზე იწყებოდა თურმე. ჩავუარე Vendome-ს, Harry Winston-ის წარწერას მწარედ შევხედე (diamonds are the girls best friends), გამახსენდა Franco Fontana-ს და Swarovski-ს არსებობა მეორე მხარეს. გადავედი. ფრანკოში გადავხედე გადმოვხედე, კონსულტანტები ძალიან კარგები ყავთ, ისე ლამაზ ლუმაზი ხარახურებიც მომწონს, გუნებაში მოვირგე და ახლა სვაროვსკიში შევედი სადისტკასავით დასათვალიერებლად, მერლინ მონროზე ფიქრით-უყვარდა ცხონებულს სვაროვსკის სტრაზების ბრჭყვიალი:) დავდექი, იქაც მოვირგე გუნებაში ხარახურები, Hollywood glamour, ბრჭყვიალზე სურვილი ჩავიფიქრე-ოდესღაც ადამიანური ბოი ფრენდებიც მეყოლება, საჩუქრის ჩუქება რომ არაფერს დაავალდებულებს არც მათ არც მე და თან, არ დაგიმალავთ, Harry Winston და Chronograph-ის მსხვილი და კალიბრის და ნამდვილი ალმასების ბრჭყვიალები უფრო მიზიდავს... ეგრევე ოცნებებში წავედი, ხვალ ვალენტინობაა ვფიქრობ, მერე რა, ისედაც რომ სადმე კუნძულებზე დამპატიჟოს საყვარელმა ადამიანმა, ვალენტინობა მექნება სულ... და ამ ლაჟვარდი ცის და მცხუნვარე მზის ქვეშ, შამპანურით და მარწყვით იახტის ძვირი ხის "პალუბაზე", ბრინჯაოს ბზინვაში, ვარ გნცხრომა ფიქრებში... გავაღე სვაროვსკის კარი რუსთაველზე და... დგას სპორტულ ფორმაში, დაღეჭილში, საეჭვო ნაცრისფერი ფერის, საეჭვო ვარცხნილობის და სიფხზლის ჩემზე ცოტათი უფროსი, თბილისური ეზოების კაი მჭამელ-მსმელი ბიჭი და ისე მიყურებს, მე რომ იმ მაღაზიების სამკაულების ბზინვას ვუყურებდი. დავხედე-კოლორიტი იყი, რას არ დავხედავდი და არც დაფიქრებულა, ისე მითხრა: -а я на Вас вот в этоТ сердце смотрел, пока Вы там были.... თავისნაირად კოლორიტნი აქცენტით და ხელით მიჩვენებს ვიტრინაზე დახატული გულის კონტურზე... какая ирония-ვიფიქრე. მეც ვოცნებობდი, ეს კაციც... არადა, არც მე ვეკუთვნი იმ ბრწყინვალე hollywood glamour წრეს, იახტაზე რომ გაშოლტილები წვანან და boy ფრენდები ანებივრებენ, მაგრამ ამ კაცმა, მთელი გული ჩადო ამ სიტყვებში, ისეთ პაუზაზე თქვა, გეგონება, მთელი რუსთაველის მაღაზიების სამკაულები მაჩუქა. -спасибо -ვუთხარი და ოპერისკენ გავეშურე... ოპერის ბაღში კიდევ ერთხელ შევეფეთე- ალბათ, იქ აქვთ ბირჟა. -я Вас уже 5 раз сегодня встретил! მისაყვედურა (smile ემოცია) -извините, спешу მეთქი...

ჩემი რუსთაველის გამზირის ვალენტინი (smile ემოცია)
რა ჯობია? სამკაულები, საჩუქრები თუ გულწრფელობა? მე, როგორც ცუდი შინაბერები, ვერ ვიტან ამ მოგონილ დღესასწაულებს, არადა არ ვარ მარტოხელა, უბრალოდ одиночка ვარ, ასე გამოდის. მაგრამ
ამ დაღეჭილ სპორტულ ფორმაში, თბილისელმა ბიჭმა, დღეს ისევ შემახსენა. თბილისი მაინც სხვა განზომილებაა. აქ შეიძლება, ვერ გაჩუქონ ის harry winston, სამაგიეროდ, ისე ეყვარები, მსოფლიოს ბრიალიანტებზე მეტი იყოს ეს გულწრფელი სიყვარული. და ამიტომ, მე, solo одиночка ქალი, გილოცავთ გოგოებს, ბიჭებს, ქალებს და კაცებს სიყვარულის დღეს. მეც მქონდა დღეები რომ ჩემი საყვარელი ბიჭები ვერაფერს მჩუქნიდნენ, მაგრამ ზუსტად ვიცოდი, რომ ძალიან ძალიან ვუყვარდი. დღეს მე შემიძლია მივიღო უამრავი საჩუქარი, მაგრამ უსიყვარულოდ, არ აქვს ფასი. ამიტომ გილოცავთ ყველას, ვისაც გიყვართ, გულწრფელად, უკიდეგანოდ და ამ სიყვარულს არ სთხოვთ არაფერ ხარკს, მხოლოდ ისევ მას, სიყვარულს, სანცვლოდ. და გასცემთ იგივენაირად... დააფასეთ, როცა უყვარხართ. და გისურვებთ, თქვენ გიყვარდეთ ❤ ძალიან ❤ "- წერს მსახიობი.


image


276
12-ს მოსწონს
გასაჩივრება
მომწონს
 
 
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
Mediator image
   ქართული კლავიატურა
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0
ანჯელინა ჯოლი 38 კილოს იწონისანჯელინა ჯოლი 38 კილოს იწონის
პლანატაზე ყველაზე ლამაზი და სექსუალური ქალი კრიტიკულ ზღვრამდე მივიდა ის 38 კილოს ...
მოხუცი და ახალგაზრდა ერთდროულად სურათზემოხუცი და ახალგაზრდა ერთდროულად სურათზე
ადამიანთა უმეტესობა მა სურათს როდესაც უყურებს, ხედავს მოხუც ქალბატონს,...
თურმე რა ხდება!თურმე რა ხდება!
თვალი გადავავლოთ რა სიახლეები ხდება სელებრითების ცხოვრებაში. საინტერესო კი, ნამდვილად ბევრი ხდ...
"დღეში 3-4 კაცს კლავენ" - სირიის ქალი სამხედროები!"დღეში 3-4 კაცს კლავენ" - სირიის ქალი სამხედროები!
სირიის რეჟიმის არმია ყველაზე სახიფათო ფრონტზე ბრძოლობს. ფრან...
ეკო ფანგანი უმაკიაჟოდ გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.ასეთს არ ველოდიეკო ფანგანი უმაკიაჟოდ გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.ასეთს არ ველოდი
ცნობილი ტელეწამყვანი ეკო ფანგანი ერთ-ერთი მათგა...
თამუნა ვაშალომიძის მორიგი ფოტოსესიათამუნა ვაშალომიძის მორიგი ფოტოსესია
როგორც ამბობენ, გემოვნებაზე არ დავობენ, თუმცა, ყველაზე მეტჯერ სწორედ გემ...
ცნობილები ლიფის გარეშეცნობილები ლიფის გარეშე
მოდის სფეროში სულ უფრო ტენდენციური ხდება ბიუსჰალტერის გარეშე სიარული. ამ ტენდენციას არც ...
ვის აჩუქა ლაშა შავდათუაშვილმა BMW X5ვის აჩუქა ლაშა შავდათუაშვილმა BMW X5
20 წლის მოჭიდავემ _ ლაშა შავდათუაშვილმა ლონდონის ოლიმპიადაზე მოპოვებული ოქ...
კაცმა ორი კაცი, კაცო ?!კაცმა ორი კაცი, კაცო ?!
ორი კაცის გაუპატიურების ბლადებით დააკავეს ინგლისის პარლამენტის ვიცე სპიკერი ნაიჯელ ევან...
ნანუკა ჟორჟოლიანი: მადლობა მიშა ამ ყველაფრისთვისნანუკა ჟორჟოლიანი: მადლობა მიშა ამ ყველაფრისთვის
ცნობილი ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში საქართვ...