x
წყალქვეშა მუზეუმი მექსიკაში – საოცარი პეიზაჟები
15 თებერვალი, 11:30

image


მაქსიკის სანაპიროსთან ახლოს, კარიბის ზღვაში, ქალაქ კანკუნთან ახლოს, მდებარეობს ზღაპრულად ლამაზი, უჩვეულო წყალქვეშა მუზეუმი. მისი უნიკალური სკულპტურების წყალობით, რომლებიც ზღვის ფსკერზეა განლაგებული, ეს ხელოვნების ობიექტი განსაკუთრებულად საინტერესო ტურისტულ სანახაობად მიიჩნევა მთელს მსოფლიოში.


image


რა მიზანს ისახავდნენ ექსპოზიციის შემქმნელები?


ამ პროექტის იდეოლოგებმა გადაწყვიტეს საზოგადოების ყურადღება ეკოლოგიის ერთ- ერთი პრობლემისკენ მიეპყროთ – გარემოს დაბინძურება, რომელიც ყოველწლიურად უფრო მეტად და მეტად ანადგურებს წყალქვეშა სამყაროს სილამაზეს, რაც თავის მხრივ მისი ბინადრების გადაშენებას იწვევს. იმისთვის, რომ შეეწყვიტათ ნეგატიური ცვლილებები, გადაწყვიტეს მუზეუმი შეექმნათ წყალქვეშ, ფსკერზე ადამიანების ბეტონის ფიგურების განლაგებით, რომელიც ახალ საცხოვრებელ ადგილად იქცა უამრავი ზღვის ორგანიზმისთვის და ზოგიერთი მათგანი ხელოვნურ რიფებადაც კი გადაიქცა.


image


რას წარმოადგენენ ეს ორიგინალური ქმნილებები?


Museo Subacuatico de Arte (შემოკლებით – MUSA) კოლექცია წარმოადგენს სხვადასხვა ფორმისა და სიდიდის ადამიანის 400 სკულპტურას. ბევრი მათგანი უკვე შეიყვარეს ზღვის ბინადრებმა, ზოგიერთი კი ჯერ-ჯერობით ხელუხლებელი რჩება.


image

ექსპოზიცია "ჩუმი ევოლუცია"


წყალქვეშა მუზეუმის ქანდაკებები ღრმად არ არის განლაგებული – დაახლოებით 10 მეტრის სიღრმეზე. ამ ექსპოზიციის შემქმნელია ჯეისონ ტეილორი დიდი ბრიტანეთიდან. ხელოვანმა ამ სამუშაოსთვის 400 კგ. სილიკონი, 4 კილომეტრამდე ბოჭკოვანი მინა-ქსოვილი და 120 ტონაზე მეტი ბეტონი გამოიყენა. იმ მიზნით, რომ საკუთარი იდეა განეხორციელებინა, ტეილორს ნახევარი წელი დასჭირდა. მატერიალურმა დანახარჯებმა მუზეუმის შექმნისთვის $350 ათასი შეადგინა. უდიდესი ნაწილის კომპენსირება მექსიკის მთავრობამ მოახდინა. 2 ტონიანი ზეძირკველის წყალობით, რომელზეც ფიგურებია განლაგებული, მღელვარე ტალღებსა და ძლიერ დინებას არ შეუძლია მათი გადაადგილება.


image

ამ სილამაზეს აღმოაჩენთ კარიბის ზღვაში მექსიკის სანაპიროსთან.


"ჩუმი ევოლუცია" – ასეთი სახელწოდება მიიღო მთავარმა გამოფენამ MUSA. წყალქვეშა ექსპოზიცია წარმოგიდგენთ კაცობრიობის ისტორიის ყველაზე მთავარ მომენტებს – მაიას ხალხებიდან მოყოლებული თანამედროვეობამდე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო "დაპყრობებს, " "რევოლუციებს" და " დამოუკიდებლობას."


image

ზოგიერთი ქანდაკება ხელოვნურ რიფად გადაიქცა.


ტურისტებს შესაძლებლობა ეძლევათ თავად აირჩიონ მუზეუმის კოლექციის დათვალიერების საშუალება – მათ, ვისაც ჩაყვინთვა სურთ, შეუძლიათ დაივინგის აღჭურვილობა გამოიყენონ. წყალქვეშ ყოფნის პერიოდში, რა თქმა უნდა, გამოცდილი ინსტრუქტორებიც იმყოფებიან მათთან ერთად. მშვიდი დასვენების მოყვარულებს, საშუალება აქვთ ნავით იცურონ. თუმცა, ამ უჩვეულო ზღვის კოლექციის მთელი სილამაზის შეფასებას ვერ მოახერხებენ.


image


უფრო ნათელი წარმოდგენა რომ შეგექმნათ, წარმოგიდგენთ რამდენიმე სურათს წყალქვეშა მუზეუმიდან.

imageimageimage

imageimageimage

imageimageimage

imageimageimage

image

image

image

imageimage

image

imageimageimageimageimage

159
9-ს მოსწონს
გასაჩივრება
მომწონს
 
 
ავტორი:Lerato
Lerato
Mediator image
   ქართული კლავიატურა
15 თებერვალი, 18:29
:)))
15 თებერვალი, 16:36
ეხლა ჩანხარ
15 თებერვალი, 13:28
არ ჩანხარ ჩემთან ადმინისტრაციას მიწერე
15 თებერვალი, 13:15
ძალიან კარგი
15 თებერვალი, 12:29
მადლობა, ჩემო კარგო
15 თებერვალი, 11:54
რა საიტერესოა :) მომეწონა ძალიან
15 თებერვალი, 11:36
დიდი მადლობა, სერგო :)
15 თებერვალი, 11:33
ძალიან მომეწონა,კარგი სტატიაა:)
0 1 8
ქვეყნები, სადაც ქალად დაბადება ნამდვილი სასჯელია (+16)ქვეყნები, სადაც ქალად დაბადება ნამდვილი სასჯელია (+16)
Ruposters-მა ჩაატარა გამოკვლევა და გამოავლინა 10 ქვეყანა...
ფოტოშოპის ყველაზე კოშმარული და არარეალური მცდელობებიფოტოშოპის ყველაზე კოშმარული და არარეალური მცდელობები
სოციალურ ქსელში მეგობრების მიერ ატვირთული კარგი ფოტოები ხშ...
"მოპარული ახალგაზრდობა" - ყირგიზი პატარძლების ცხოვრებისეული დრამა!"მოპარული ახალგაზრდობა" - ყირგიზი პატარძლების ცხოვრებისეული დრამა!
ყირგიზეთი სუვერენული სახელმწიფო ცენტრალურ ა...
მადისაღმძვრელი გოგონები საცურაო კოსტუმებშიმადისაღმძვრელი გოგონები საცურაო კოსტუმებში
მოგზაურობა, გართობა, მზის გულზე საცურაო კოსტუმებით კოტრიალი და სურათ...
ფოტოები სახელწოდებით "უიღბლო დილა"ფოტოები სახელწოდებით "უიღბლო დილა"
ფოტოები, სახელწოდებით "უიღბლო დილა" ალბათ ძალიან ბევრ სასაცილო კადრს წარმოგვ...
დაუჯერებელი ფოტოები, რომლის ნახვაც მხოლოდ ავსტრალიაშია შესაძლებელი!დაუჯერებელი ფოტოები, რომლის ნახვაც მხოლოდ ავსტრალიაშია შესაძლებელი!
ავსტრალია - სახელმწიფოავსტრალიის კონტინენტზ...
ხაშურში ფოტოშოპით ჩაყვანილი ცნობილი ადამიანებიხაშურში ფოტოშოპით ჩაყვანილი ცნობილი ადამიანები
ფოტოშოპის საშუალებით ხაშურში ბევრი ცნობილი ადამიანი ჩავიდა და ახ...
10 ქვეყანა,სადაც ყველაზე იაფი დაგიჯდებათ ცხოვრება და დასვენება10 ქვეყანა,სადაც ყველაზე იაფი დაგიჯდებათ ცხოვრება და დასვენება
რომელ ქვეყანაში შეიძლება დაისვენო ან იცხოვრო სია...