x
image
Lerato
წყალქვეშა მუზეუმი მექსიკაში – საოცარი პეიზაჟები
image


მაქსიკის სანაპიროსთან ახლოს, კარიბის ზღვაში, ქალაქ კანკუნთან ახლოს, მდებარეობს ზღაპრულად ლამაზი, უჩვეულო წყალქვეშა მუზეუმი. მისი უნიკალური სკულპტურების წყალობით, რომლებიც ზღვის ფსკერზეა განლაგებული, ეს ხელოვნების ობიექტი განსაკუთრებულად საინტერესო ტურისტულ სანახაობად მიიჩნევა მთელს მსოფლიოში.


image


რა მიზანს ისახავდნენ ექსპოზიციის შემქმნელები?


ამ პროექტის იდეოლოგებმა გადაწყვიტეს საზოგადოების ყურადღება ეკოლოგიის ერთ- ერთი პრობლემისკენ მიეპყროთ – გარემოს დაბინძურება, რომელიც ყოველწლიურად უფრო მეტად და მეტად ანადგურებს წყალქვეშა სამყაროს სილამაზეს, რაც თავის მხრივ მისი ბინადრების გადაშენებას იწვევს. იმისთვის, რომ შეეწყვიტათ ნეგატიური ცვლილებები, გადაწყვიტეს მუზეუმი შეექმნათ წყალქვეშ, ფსკერზე ადამიანების ბეტონის ფიგურების განლაგებით, რომელიც ახალ საცხოვრებელ ადგილად იქცა უამრავი ზღვის ორგანიზმისთვის და ზოგიერთი მათგანი ხელოვნურ რიფებადაც კი გადაიქცა.



image


რას წარმოადგენენ ეს ორიგინალური ქმნილებები?


Museo Subacuatico de Arte (შემოკლებით – MUSA) კოლექცია წარმოადგენს სხვადასხვა ფორმისა და სიდიდის ადამიანის 400 სკულპტურას. ბევრი მათგანი უკვე შეიყვარეს ზღვის ბინადრებმა, ზოგიერთი კი ჯერ-ჯერობით ხელუხლებელი რჩება.


image

ექსპოზიცია "ჩუმი ევოლუცია"


წყალქვეშა მუზეუმის ქანდაკებები ღრმად არ არის განლაგებული – დაახლოებით 10 მეტრის სიღრმეზე. ამ ექსპოზიციის შემქმნელია ჯეისონ ტეილორი დიდი ბრიტანეთიდან. ხელოვანმა ამ სამუშაოსთვის 400 კგ. სილიკონი, 4 კილომეტრამდე ბოჭკოვანი მინა-ქსოვილი და 120 ტონაზე მეტი ბეტონი გამოიყენა. იმ მიზნით, რომ საკუთარი იდეა განეხორციელებინა, ტეილორს ნახევარი წელი დასჭირდა. მატერიალურმა დანახარჯებმა მუზეუმის შექმნისთვის $350 ათასი შეადგინა. უდიდესი ნაწილის კომპენსირება მექსიკის მთავრობამ მოახდინა. 2 ტონიანი ზეძირკველის წყალობით, რომელზეც ფიგურებია განლაგებული, მღელვარე ტალღებსა და ძლიერ დინებას არ შეუძლია მათი გადაადგილება.


image

ამ სილამაზეს აღმოაჩენთ კარიბის ზღვაში მექსიკის სანაპიროსთან.


"ჩუმი ევოლუცია" – ასეთი სახელწოდება მიიღო მთავარმა გამოფენამ MUSA. წყალქვეშა ექსპოზიცია წარმოგიდგენთ კაცობრიობის ისტორიის ყველაზე მთავარ მომენტებს – მაიას ხალხებიდან მოყოლებული თანამედროვეობამდე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო "დაპყრობებს, " "რევოლუციებს" და " დამოუკიდებლობას."


image

ზოგიერთი ქანდაკება ხელოვნურ რიფად გადაიქცა.


ტურისტებს შესაძლებლობა ეძლევათ თავად აირჩიონ მუზეუმის კოლექციის დათვალიერების საშუალება – მათ, ვისაც ჩაყვინთვა სურთ, შეუძლიათ დაივინგის აღჭურვილობა გამოიყენონ. წყალქვეშ ყოფნის პერიოდში, რა თქმა უნდა, გამოცდილი ინსტრუქტორებიც იმყოფებიან მათთან ერთად. მშვიდი დასვენების მოყვარულებს, საშუალება აქვთ ნავით იცურონ. თუმცა, ამ უჩვეულო ზღვის კოლექციის მთელი სილამაზის შეფასებას ვერ მოახერხებენ.


image


უფრო ნათელი წარმოდგენა რომ შეგექმნათ, წარმოგიდგენთ რამდენიმე სურათს წყალქვეშა მუზეუმიდან.

imageimageimage

imageimageimage

imageimageimage

imageimageimage

image

image

image

imageimage

image

imageimageimageimageimage

8
436
9-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
436
  
2016, 15 თებერვალი, 18:29
:)))
2016, 15 თებერვალი, 16:36
ეხლა ჩანხარ
2016, 15 თებერვალი, 13:28
არ ჩანხარ ჩემთან ადმინისტრაციას მიწერე
2016, 15 თებერვალი, 13:15
ძალიან კარგი
2016, 15 თებერვალი, 12:29
მადლობა, ჩემო კარგო
2016, 15 თებერვალი, 11:54
რა საიტერესოა :) მომეწონა ძალიან
2016, 15 თებერვალი, 11:36
დიდი მადლობა, სერგო :)
2016, 15 თებერვალი, 11:33
ძალიან მომეწონა,კარგი სტატიაა:)
0 1 8