x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
მიმართვა მიშა მესხს - ოდესმე თუ ამ პოსტს წაიკითხავ, სანამ მე შემაგინებ ჯერ შენს დედას ჩახედე თვალებში

image


მომღერალი და ტელეწამყვანი მაგდა ბეჟანიშვილი სოციალური ქსელით მსახიობ მიშა მესხს მიმართავს:


"მიშა მომითაგეთ რა მესხი.
მიშა გამარჯობა!
მე მაგდა ვარ.
ისეთი არავინ. არც მიცნობ. ალბად გკიდია ახლა რასაც დავწერ, მაგრამ მაინც.
მთელი საზოგადოება გკიდია და ეს დასკვნაც აქედან გამოვიტანე, რომ მე არ ვიქნები ის პირველი ადამიანი ვინც რაიმე საინტერესოს იტყვის შენზე.
მე არ გიცნობ.
არ ვიცი როგორი ხარ და რა შეხედულებები გაქვს.
არც ის ვიცი დედაშენი როგორი ქალია. რას ნიშნავს საერთოდ შენთვის მისი არსებობა ამ ქვეყნიერებაზე. არაფერი არ ვიცი.
ამ ფოტოზე კი მე და დედა ვართ. ეტლით კი ნათიაა. ჩემი ნათლული, ამაზეც დავწერ ოღონდ ჯერ დედაჩემზე მოგიყვები.
ეს ქალი, რომელიც დედაჩემია და რომელსაც უკვე მეორეთ მაგინებ, ზედმეტი ინფორმაციისთვის, რომ იცოდე გმირია!
სამ წლამდე ვუყურებდი თვალებში. ბოლოს არც მახსოვს როგორი გამოხედვით მიღიმოდა.
სამი წლიდან დღემდე დედაჩემი წელში გამართული და თავ აწეული მიდგას გვერდში და ცდილობს ყოველ დღე გამზარდოს.
მასწავლის თუ როგორები ვართ ადამიანები და როგორი უნდა ვიყო მე.
მიშა! დედას თვალებიდან ვარსკვლავები ამოსდის, როცა ბედნიერია.
იცი ერთად რამდენი რამ გამოვიარეთ?
რთული ოპერაციები, საშინელი საზოგადოება, ჩემი დეპრესიები, ბოლოს უმამობა, უქმრობა და ასე შემდეგ.
13 წლის ვიყავი მამა, რომ დამეღუპა.
მე თბილისში ვსწავლობდი.
მალე ჩემი დაც ჩაირიცხა უნივერსიტეტში.
დედა უმუშევარი დარჩა და თვალებში ვარსკვლავებიც ნელნელა უქრებოდა.
მხოლოდ ჩემი პენსია გვქონდა.
არ მახსოვს ეს 60 ლარი იყო თუ 70. სადღაც ას ლარამდე მერყეობდა.
სკოლაც დავამთავრე, მუსიკალურიც, ჩემმა დაიკომ უნივერსიტეტიც და დღეს ორივე ვმუშაობთ.
დედას კი ხშირად ამოსდიან თვალებში ვარსკვლავები მიშა!
ერთი წამით არ მივუტოვებივართ დედას.
არც მაშინ მიმატოვა როცა მშობლების 80 პროცენტი ან იქნებ უფრო ცოტაც მიატოვებდა შვილს.
მიდის დედა და მხრებით მიმათრევს.
გიყვები ძალიან მსუბუქ და ცოტა ამბავს.
ეს გოგონა კი როგორც გითხარი ნათიაა. ჩემი ნათლული.
სამი წლის იყო ბებიამ, რომ მიატოვა და სენაკის ბავშვთა თავშესაფარში აღმოჩნდა.
მას ცერებრალური დამბლა დაუდგინეს.
შვიდი წლის იყო პირველად ჩემმა მეზობელმა რომ იშვილა და თელავში ჩამოიყვანეს.
იცი რა პატარა და მოუვლელი იყო?
პირველად, რომ ტელევიზორი დაინახა ყუთი ეგონა.
ჩაურთეს და გული წაუვიდა ადამიანებს რა უნდათ ყუთშიო. შეეშინდა.
ოთხი წლის მანძილზე ისე არ ჩამოვიდოდი თბილისიდან, რომ არ მენახა და არ მეთამაშა მასთან.
მერე მისი დედობილი იზა დეიდა ავად გახდა და მალევე გარდაიცვალა.
მას მეუღლე და ერთი ბიჩი ყავდა.
ნათიას ისევ უკან აბრუნებდნენ, როცა დედამ და მამამ გადაწყვიტეს, რომ ჩვენთან გადმოეყვანათ და ნათიას ადამიანური ცხოვრება გაეგრძელებინა.
2005 წლის 13 მარტს დედაჩემი სხვისი შვილის დედა გახდა და ზუსტად ერთ თვეში 2005 წლის 13 აპრილს მამა გარდამეცვალა.
ნათიამ მეოთხედ დაკარგა მშობელი.
პირველად საკუთარი დედა და მამა, მერე იზა დეიდა და ბოლოს მამაჩემი.
ცხრა წელი ერთად ვიცხოვრეთ და ახლა დუშეთში ცხოვრობს თავშესაფარში.
ეს სახელმწიფო პროგრამა იყო და კანონმა ასე მოითხოვა.
დედაჩემი წელიწადში რამდენჯერმე ჩადის ნათიასთან და ჩვენთანაც ხშირად ჩამოგვყავს.
მოვნათლეთ და მისი ნათლიებიც გავხდით.
მიშა! დედაჩემი მზესავით თბილი და მზისგან განსხვავებით ერთგულია.
დედა არასდროს ქრება და არასდროს იმალება, არსად. მზე კი ხშირად ჩადის ღრუბლებში.
მიშა! დედაჩემი, ჩემი ღმერთია.
ხვალ ამ პოსტს, რომ ნახავს მეტყვის თავი დაანებე ყველას თავისი ცხოვრება აქვს და ნერვებს რატომ იშლიო.
როცა ოსკარზე გეძინა მიშა, გავბრაზდი, მაგრამ ხუმრობით ბევრი კომენტარიც დაგიწერე და პოსტიც მეწერა რამდენჯერმე.
გამოხვედი და დედა გვაგინე.
ეკა ხოფერიას შოუ იყო კარგად მახსოვს.
შენ ჩემი ვარსკვლავთვალებიანი დედა შემაგინე, მაშინ, როცა მე ბედნიერებით სავსე ვადევნებდი თვალყურს ოსკარის ამბებს და შენ, რომელსაც გული ამოვარდნაზე უნდა გქონოდა გეძინა.
ნანუკას შოუში სანამ გნახავდი იქამდე ჩემი აზრი დავაფიქსირე.
დიახაც! არ მომეწონა ის რაც მოხდა და არც არასდროს არ მივესალმები ამას.
გამოხვედი და კიდე გვაგინე.
ბოდიში მხოლოდ იმ ადამიანებს მოუხადე ვისიც ყველაზე მეტად შეგრცხვა.
ეს იყო ოჯახის წევრები და ის ახალგაზრდები ვისაც მოწონხარ და გბაძავენ.
მე მაგდა ბეჟანიშვილი, როგორც ერთი ჩვეულებრივი მოქალაქე, და არა როგორც შენი ოჯახის წევრი და არა როგორც შენი მომწონებელი და არა როგორც შენი მომბაძველი, მოვითხოვ ერთი უბრალო გაუზრდელი და გათავხედებული, მიშა მესხისგან ბოდისშ!
მიშა! ჩახედე დედაშენს თვალებში და საკუთარ თავს შეეკითხე.
ბოლოს როდის ამოუვიდნენ დედაშენს თვალებიდან ვარსკვლავები და ბოლოს როდის დაითვალე დედაშენის სახეზე ღიმილები.
იმაზე დიდი ნარკოტიკი რა უნდა იყოს, როცა ვენებში კი არ გაუშვებ ფულს, არამედ გამოხვალ და ერთი პატარის სიცოცხლეს გადაარჩენ, რომელიც ღმერთმა იცის ახლაც სიცოცხლეს ებრძვის.
იმაზე დიდი კაიფი რა უნდა იყოს, როცა იმ ფულით რასაც სხეულის დასამახინჯებლად და სულის წასაბილწად ხარჯავ, წახვიდე და დედას ყვავილები და ლამაზი ნივთები შეუძინო უფრო მეტი ვარსკვლავებისთვის, მიშა!
კაცი ხარ, და ნემსების კეთებას ჯერ ქალის დაფასება უნდა გესწავლა, მე ასე ვფიქრობ.
ოდესმე თუ ამ პოსტს წაიკითხავ, სანამ მე შემაგინებ ჯერ შენს დედას ჩახედე თვალებში.
დაუთვალე მზის სხივები გულლიდან ღიმილებში, რომ ამოსდის და თუ კიდე მოგიტრიალდა ენა, მაშინ ჰაერის ღირსიც აღარ ყოფილხარ.
წარმატებას და გამოჯანმრთელებას გისურვებ!
კაი ტიპობა ქალის ღიმილებია მიშა.
დედის გინება კი არაკაცობა!" - წერს საკუთარ გვერდზე მაგდა ბეჟანიშვილი

13
8595
7-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:ერეკლე ცოცანიძე
ერეკლე ცოცანიძე
8595
  
2016, 17 თებერვალი, 12:50
იგნორირება ყველაზე საუკეთესო ხერხია! რაც შეეხება მაგდას გზავნილს, ეს როგორც ჟურნალისტის ტაქტიკა ისეა. ბოდიშის მოთხოვნა ხდება სამართლებრივად, როგორც წესი, საჯაროდ იმ ტელევიზიასა და გადაცემაში, საიდანაც მოხდა სიტყვიერი შურაცყოფა და არა აქ ფეისბოოქზე, თვით პიროვნების გვერდზე . ეს პიარია მაგდას მხრიდან, როგორც წამყვანის ამპულაში... კარგია, რომ დედას იცავს, მაგრამ არა ამ ფორმით...
2016, 15 თებერვალი, 22:47
კულტურის სამინისტროს ზურგის ტვინი რო გამოუღო წუწუნით, კანონით დადგენილი მივლინების ფული რას მეყოფა დამიმატეთ, თორემ "ტუფლებს" ვერ ვყიდულობო, მერე ამატაც რომ დაუმატეს, წავიდა დაიბაბანა და მთელი დუნიის დასაცინი რო გახდა მაგიტომ მოვუდღან კეთილისმსურველები
2016, 14 თებერვალი, 22:43
ოეე მორალისტებო, შენ თუ მაგის როლი მოგწონს უყურე თუ არა სხვა კინო ნახე, რას ქვია მაგის ცხოვრება მარტო მაგის არ არის ვინ მოგაკუთვნათ ერთი? მერე დავიჯერო არავის არაფერში არ გადაგიმეტებიათ? ყველას მოსვლია რაღაც ზედმეტი. თქვენ თუ არა თქვენთვის პატივცემულ პიროვნებას არავის არ ჩაძინებია სიმთვრალეში იქ სადაც არ უნდა დაეძინა? თუ რადგან ნარკოტიკის მოხმარება უკანონობაა მაგის პერედოზი სირცხვილია და არყით ან ღვინით გალეშვა არა? ტიპები ჭამას ვერ აკონტროლებენ მერე არწყევენ ეგ უფრო სირცხვილი არ არის? იცხოვრეთ საკუთარი ცხოვრებით და ყველამ თავის შეცდომებზე იფიქრეთ ვინც სხვის ცოდვებს ითვლის ყველა საგინებელია აბა რა
2016, 14 თებერვალი, 21:28
რატომ შეჭამეთ ეს ბიჭი? რატომ არ გინდათ, რომ ყველამ თქვენი ცხოვრებით იცხოვროთ და სხვისი არეულის ქექვას საკუთარ დალაგებულს მიხედოთ? ოსკარზე ჩაეძინა? რა მოხდა მერე? თქვენ რა გაწუხებთ? კინაღამ წამალმა მოკლა? თქვენ რა გაღელვებთ და განერვიულებთ? თუ არ მოგწონთ, თავს მაინც რატომ არ ანებებთ? რაღას ლანძღავთ და თათხავთ? და მერე რატომ გიკვირთ, თუ შეგაგინებთ?
2016, 14 თებერვალი, 20:10
როცა ხალხმა სიყვარული გაჩუქა, წარმატებები ხალხის შეფასებამ მოგცა, მაშინ მიშას ცხოვრება, მარტო მიშას ცხოვრება არაა, ის ხალხისაა და ხალხს პატივისცემა უნდა. რას ითხოვს ხალხი? მის ჯანმრთელობას, მის წარმატებებს, წინსვლას და მისი სახელის სიწმინდეს და ამისათვის დედები უნდა აგინოს? ყველა მისი მომხრე და გვერდით მდგომი დღეს, მგლურ სამსახურს უწევს, ამართლებს და ზუსტად ასეთებია საგინებლები...
2016, 14 თებერვალი, 20:07
აბა ნათიას მეტი კი არაფერი უთქვია ციცო, ციცინო, ზუსტად მაგი თქვა...
2016, 14 თებერვალი, 20:03
სწორია, მაგრამ მაშინ სხვისი დედების გინებასაც უნდა შეეშვას. სანამ სხვის დედებს შეეხებით, საკუთარ დედებზე მოსინჯეთ მასეთებმა, იქნებ კიდეც ასიამოვნოთ...
2016, 14 თებერვალი, 19:59
თბილისის მიხეილ მესხის სტადიონს როცა ახსენებენ, უხერხულად ვგრძნობ თავს! მიშა თქვენ მარტო თქვენი წინაპრების კი არა, მთელი ქვეყნის სირცხვილი ხართ!!!
2016, 14 თებერვალი, 17:23
დაიკიდეთ მიშაც გრიშაც და ეგა
2016, 14 თებერვალი, 13:23
მესხის ნარკომანი დედაც ...!
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10