x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134029
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
ვინ იყო ვალენტინი და რატომ არის 14 თებერვალი სიყვარულის დღე
image
უკვე რამდენიმე წელია, რაც სხვა ქვეყნებთან ერთად 14 თებერვალს საქართველოშიც სიყვარულის დღეს - ვალენტინობას ვზეიმობთ. ვინ იყო ვალენტინი და რატომ იქცა ეს დღე სიყვარულის დღედ?

ვალენტინი რომაელი მღვდელი იყო, 269 წელს, კლავდიუს II-ის მეფობის დროს აწამეს. კლავდიუს II-მ რომის იმპერიაში ახალგაზრდების დაქორწინება აკრძალა, რადგან თვლიდა, რომ მარტოხელა მამაკაცი, რომელსაც ოჯახი და საყვარელი ქალი არ ყავდა, უკეთ იბრძოდა და ემსახურებოდა სამშობლოს, ვიდრე დაოჯახებული და წვრილ-შვილიანი კაცი. მღვდელი ვალენტინი კი მის ბრძანებას არ დაემორჩილა და შეყვარებულ წყვილებს მალულად წერდა ჯვარს. მისი ეს საქციელი დიდხანს არ დარჩენილა შეუმჩნეველი. ვალენტინი შეიპყრეს, ციხეში ჩასვეს, სასტიკად აწამეს, ბოლოს კი სიკვდილით დასაჯეს და წამების შემდეგ თავი მოკვეთეს.
image

არსებობს ლეგენდა, რომლის მიხედვით, ციხეში ყოფნისას ვალენტინს ციხის ზედამხედველის ბრმა ქალიშვილი, ჯულია შეუყვარდა და სასიყვარულო ბარათი მისწერა. ბარათი ასე მთავრდებოდა: "შენი ვალენტინი". სწრედ აქედან წარმოდგა დასავლური ტრადიცია, რომლის მიხედვით 14 თებერვალს შეყვარებულები ერთმანეთს სასიყვარულო ბარათებს უგზავნიან წარწერით „იყავი ჩემი ვალენტინი“ ან - „იქნები ჩემი ვალენტინი?“ და აშ.
image

როგორც ისტორიკოსები ვარაუდობენ, ძველი რომში 14 თებერვალს აღინიშნებოდა ლუპერკალია — ქალღმერთ იუნონასა და ღმერთ ფავნისადმი (ლუპერკისადმი) მიძღვნილი ეროტიკული დღესასწაული. ამ დღეს ღმერთებს მსხვერპლად სწირავდნენ ცხოველებს, ტყავს აცლიდნენ და მისგან მათრახებს აკეთებდნენ. შემდეგ ახალგაზრდა შიშველი მამაკაცები იღებდნენ ამ მათრახებს და ქალებს ცემით მიერეკებოდნენ ქალაქში. ქალები კი ფიქრობდნენ, რომ ამგვარი ცემის შემდეგ უფრო ნაყოფიერები გახდებოდნენ და შვილებსაც ადვილად გააჩენდნენ.


image


494 წელს რომის პაპმა გელასიუს პირველმა აკრძალა ლუპერკალიის აღნიშნვა და იგი წმინდა ვალენტინის ხსენების დღით ჩაანაცვლა. მოგვიანებით მღვდელი ვალენტინი შეყვარებულების მფარველ წმინდანად იქნა მიჩნეული.

როგორც დღესასწაული, ვალენტინობა აღინიშნება ევროპაში XIII საუკუნიდან, ამერიკაში 1777 წლიდან ხოლო საქართველოში - 90-იანი წლების დასაწყისიდან.


image
(ვალენტინობის მისალოცი ბარათი, 1910 წ.)



ქართულ საზოგადოებაში ვალენტინობასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა: ზოგს სიყვარულის დღის აღნიშვნა მოსწონს, ზოგი მას არასერიოზულად აღიქვამს, რადგან, როგორც ამბობენ "ყოველი დღე სიყვარულისაა", ბევრი კი მიიჩნევს, რა რომ ეს არ არის მართლმადიდებლური დღესასწაული, უარს ამბობს მის აღნიშვნაზე.

თუმცა, როგორც თეოლოგიის დოქტორი, მღვდელი ალექსი ქშუტაშვილი ამბობს, "1054 წლამდე, ვინც ქრისტიანულმა სამყარომ წმინდანად აღიარა, დღეს მართლმადიდებელ წმინდანადაც ითვლება. ეს ის პერიოდია, სანამ კათოლიკური ეკლესია მართლმადიდებლურს გამოეყოფოდა. წმიდა ვალენტინის ხსენების დღეს კათოლიკური ეკლესია 14 თებერვალს აღნიშნავს, აღმოსავლეთის მართლმადიდებელი ეკლესია კი – ძველი სტილით 30 ივლისსა და ახალი სტილით 12 აგვისტოს. ვალენტინი მართლმადიდებელი ეკლესიის ერთ-ერთი პირველი მოწამეა, კათოლიკები კი მას ვალენტინ იტალიელსაც უწოდებენ.”




image



სიყვარულის დღეს გილოცავთ!




0
2803
8-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
2803
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0