x
სოციალური ნორმები, ანუ, როგორ იქცევა საზოგადოება
13 თებერვალი, 22:17

imageყველა საზოგადოებას აქვს თავისი განსაზღვრული სისტემური
ნორმა, რომელიც ითვალისწინებს მისი წევრებს ვალდებულებებსა და ქცევის რეგულაციებს.
ნორმების სისტემა დამოკიდებულია საზოგადოების სოციალურ-ეკონომიკურ, პოლიტიკურ, სულიერ
განვითარებაზე და ასევე წარმოებულ ურთიერთობებზე.
ისინი ფორმულირებას უკეთებენ კომუნიკაციასა და ადამიანების კოოპერაციას.


ნორმა ადამიანის სოციალიზაციის ნებისმიერი ფორმის აუცილებელი
ნაწილია. არც ერთი საზოგადოება არ არსებობს მათი ქცევის განმსაზღვრელი სოციალური ნორმის
გარეშე. მათ საზოგადოებაში სხვადასხვა ფუნქცია აქვთ: მარეგულირებელი, ინფორმაციული,
კორექციონული, ორიენტაციული და ა.შ. ნორმებში ჩადებულია განსაზღვრული მოქმედებები,
რომელთა შესაბამისობაში ინდივიდები ქმნიან, მიმართულებას აძლევენ და არეგულირებენ ქმედებებს.

სოციალური ნორმები
ორიენტირებულია ადამიანის ქცევის მიზნების ფორმულირებაზე, უთითებს რა უნდა გააკეთოს
და რა არ შეიძლება, ასევე შეიძლება შეიცავდეს მოთხოვნილებას მიზნების დასაკმაყოფილებელი გზების შესახებ. სოციალურ
ნორმებს შეიძლება ჰქონდეს სხვადასხვაგვარი ფორმა, შეიძლება იყოს სხვადასხვაგვარად ფორმულირებული
დაწერილი კანონების, წესების, ინსტრუქციების სახით, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ისინი
არსებობენ საზოგადოების აზროვნებაში ტრადიციებისა და საზოგადოების აზრის სახით. გამოყოფენ
სოციალური ნორმების ძირითად ჯგუფებს: ემოციური ნორმები, მორალურ-ეთიკური, პოლიტიკური,
ორგანიზაციულ-პროფესიონალური.

ფსიქოლოგიისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სოციალური
ნორმების მოქმედება პიროვნებაზე. სოციალური ნორმები ინტერიზირდება ადამიანის შინაგან
სამყაროსა და პიროვნებაში მთელი ცხოვრების მანძილზე. სოციალური ნორმები ადამიანის მიერ
განიხილება, როგორც რაღაცისადმი ურთიერთობა.

როგორ შეიძლება ადამიანი მიხვდეს მისი მოქმედება სოციალურად
გამართლებულია თუ არა. ჯგუფის სოციალური ნორმები და კულტურა შეიცავს შესაბამისი მოქმედებების
გზავნილს. ჩალდინიმ, კალგრენმა და რენომ გამოყვეს სოციალური ნორმის ორი ტიპი: დესტრუქტული
და ინუნკტიური ნორმები, რომლებიც აღწერენ იმას, თუ რა არის გამართლებული და რა გაუმართლებელი.
ხშირად ჩვეულებრივი და გამართლებული ქცევა ერთი და იგივეა, მაგრამ რიგ შემთხვევებში
ასე არ არის. მაგალითად: მყიდველების უმრავლესობამ დასვენების დღეებში შეიძლება ჩაიარონ
ისე, რომ არ გაიღონ დახმარება ფონდებისათვის, მაშინ, როცა გარკვეულმა რაოდენობამ ამ
ადამიანების შეიძლება გაამართლოს ამ დასახმარებელი ფონდების არსებობა. დესკრიპტული
ნორმები ადამინებს ატყობინებენ, თუ რომელი ეფექტური მოქმედება უნდა განახორციელონ,
ანუ ეს ნორმები პასუხს აგებენ მთავარ მიზანზე, გააკეთონ სწორი არჩევანი.


ინუნკტიური ნორმები ადამიანებს იმის შესახებ ამცნობს,
რა არის სხვებისათვის მისაღები. ეს ნორმები სოციალური გავლენის მეორე მიზანზე ამახვილებს
ყურადღებას - იყო სხვების მიერ მოწონებული, ან გააკეთო სხვების მოსაწონი რამე. ამით
თქვენ შეგიძლიათ გაზარდოთ თქვენდამი კეთილგანწყობა და გახდეთ სოციალურად სასურველი.

ერთ-ერთი ინუნკტიური ნორმა ცნობილია თავისი დადებითი
გავლენით სოციალური ურთიერთგაგების სფეროში. ეს ორმხრივი ნორმაა და სოციალური გავლენის
ძლიერ იარაღს წარმოადგენს. ორმხრივობის ნორმა ერთ-ერთ ყველაზე კარგ სარგებლად ითვლება
სოციალურ ცხოვრებაში. თუ დღეს მე თქვენგან სარგებელი მივიღე, ხვალ თქვენ ჩემგან იმავეს
უნდა ელოდეთ. საჩუქრების, ვალდებულებებისა და სარგებლიანობის გაცვლის პროცესში ადამიანები
ერთიანდებიან და აქვთ მუდმივი კავშირი. ნებისმიერი, რომელიც ნორმას დაარღვევს - აიღებს,
მაგრამ არ გასცემს სანაცვლოდ, მიღებული იქნება სოციალურად გაუმართლებლად და საფრთხეს
შეუქმნის ორმხრივობის პრინციპს, მაგრამ არავის სურს ამის გამო მათ ვინემ „მათხოვარი“ დაუძახოს. რეციპროკულობის ნორმა არის ნორმა, რომელის
ითხოვს ვუპასუხოთ სხვების ფორმას იმ ფორმით, რა ფორმითაც ისინი გვექცევიან.

განვიხილოთ სოციალური ნორმების რამდენიმე სახე:

ინუნკტიური
ნორმა ეს არის მოლოდინი საზოგადოებისა იმაზე,
თუ როგორ უნდა მოიქცეს ამა თუ იმ სიტუაციაში. გადაყაროს ნაგავი სპეციალურ ყუთში ავტომანქანის
კარიდან და არა ღია ფანჯრიდან გზაზე, რაც ითვლება გამართლებულად, მიუხედავად იმისა,
თუ როგორ იქცევა ასეთ სიტუაციაში ხალხის უმრავლესობა.

დესტრუქციული ნორმები ასე გამოიყურება - „ყველა ასე
აკეთებს“. ადამიანები ცვლიან საკუთარ მიდრეკილებებს
თანამშრომლებისადმი ისე, რომ ის შეესაბამებოდეს დანარჩენი ჯგუფის განწყობას.

ინინქტიური ნორმები - „აკეთო, რაც სწორია“. არსებობს მისი რამდენიმე
ტიპი, რომლებიც ადამიანს უბიძგებს განსაზღვრული სოციალური დილემის დროს იმოქმედოს მეტად
, ან ნაკლებად ეგოისტურად. აქ შედის ვალდებულების, ორმხრივობის, სოციალური პასუხისმგებლობისა
და პატიოსნების ნორმები. ვალდებულების ნორმის მიხედვით, თუ თქვენ ვინმეს დაპირდით,
რომ გააკეთებთ ამა თუ იმ საქმეს, თქვენ მართალუ გამოჩნდებით, თუ თქვენს სიტყვას აასრულებთ
და მართლაც, ადამიანებს ურჩევნიათ არ გადავიდგნენ თავიანთ ვალდებულებებს და ამით ჯგუფის სასარგებლოდ იმოქმედონ
იმ სიტუაციაშიც, თუ ეს მათ პიროვნულ წინააღმდეგობად შემობრუნდება.

გამომდინარე აქედან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ სოციალური
ნორმების არსებობა აუცილებელია ყველა საზოგადოებისათვის, იმისათვის, რომ იარსებონ და
მოახდინონ ერთმანეთთან კომუნიკაცია.




ბაია კუბლაშვილი

38
შეფასება არ არის
გასაჩივრება
მომწონს
 
 
ავტორი:ბაია კუბლაშვილი
ბაია კუბლაშვილი
   ქართული კლავიატურა
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0
რა არის სოციალური უარყოფა და გვემუქრება თუ არა მისი სახით საფრთხე ?რა არის სოციალური უარყოფა და გვემუქრება თუ არა მისი სახით საფრთხე ?
უარყოფა თანატოლებისგან ბავშვობის ერთ-ერთი ყ...
დაუჯერებელია- 64 წლის ქალმა 177 კილომეტრიანი სრუტე გადაცურადაუჯერებელია- 64 წლის ქალმა 177 კილომეტრიანი სრუტე გადაცურა
სურვილი და იმედი ცხოვრებაში ერთ-ერთი ორი აუცილებელი...
მსოფლიოს 5 საიდუმლოებებით მოცული სასაფლაო!მსოფლიოს 5 საიდუმლოებებით მოცული სასაფლაო!
ცოტა არ იყოს დამბურძგლავი თემაა, მაგრამ ალბათ ზოგიერთ თქვენთაგანს დ...
13  შოკისმომგვრელი  საიდუმლო, რომელთა ამოხსნა დღემდე  ვერავინ შეძლო13 შოკისმომგვრელი საიდუმლო, რომელთა ამოხსნა დღემდე ვერავინ შეძლო
თავს მატერიალისტად თვლით? დარწმუნებული ხართ...
რა სასწაულის მომსწრენი ხდებიან ბრიტანელები გაზაფხულზერა სასწაულის მომსწრენი ხდებიან ბრიტანელები გაზაფხულზე
ზაფხულის დადგომასთან ერთად ჩვენს ჩვენს პლანეტაზე იწყება ხ...
აი რატომ არ უნდა გჯეროდეთ სტერეოტიპებისაი რატომ არ უნდა გჯეროდეთ სტერეოტიპების
ზოგჯერ ძალიან გაუცნობიერებლად ინსტიქტების დონეზე ვცდილობთ მოვექცეთ სტერ...
როკფელერ -უფროსმა მეშვიდე გული მიიღო.როკფელერ -უფროსმა მეშვიდე გული მიიღო.
99 წლის ამერიკელმა მეექვსედ გადაიტანა გულის გადანერგვის ოპერაცია. ახლა ის...
როგორ გავაფორმოთ სახლი ულამაზესი მცენარეებით – 65 კრეატიული იდეაროგორ გავაფორმოთ სახლი ულამაზესი მცენარეებით – 65 კრეატიული იდეა
მცენარე სიცოცხლის ნიშანია. გარდა იმისა, რომ ე...
შეიძლება თუ არა ფოლადი გაიკაწროს ბალახით?შეიძლება თუ არა ფოლადი გაიკაწროს ბალახით?
თქვენ წარმოიდგინეთ, შეიძლება. და ასეთი ძლიერი მცენარის სანახავად ...
გსმენიათ თუ არა სვაროვსკის მიწისქვეშა მუზეუმის შესახებ.....გსმენიათ თუ არა სვაროვსკის მიწისქვეშა მუზეუმის შესახებ.....
როდესაც 1995 წელს ცნობილი ავსტრიული , , სვაროვსკის"...
მაქსიმალისტი ადამიანების შემოქმედებამაქსიმალისტი ადამიანების შემოქმედება
არსებობენ ადამიანები, რომელთა მიერაც შესრულებული სამუშაო უზადოა. ადამიანი...