x
ძველი ფოტოსურათის აღდგენა
13 თებერვალი, 14:41

image

1) თუ სურათი Grayscale მოდელშია, გადავიყვანოთ RGB მოდელში, ბრძანებით: მენიუ Image > Mode > RGB Color
2) ჩამოვაჭრათ ჩარჩო, რომ პროგრამას, ჩარჩოს პიქსელების ფერი, გამოსახულების ფერში არ აერიოს.

image

3) გავხსნათ სადიალოგო ფანჯარა Levels (მენიუ Imagr > Adjustments > Levels) და თითოეულ არხზე, Alt ღილაკზე დაჭერით და შავი და თეთრი ბერკეტების გადაადგილებით, დავარეგულიროთ ფერის დიაპაზონი.

image4) Channels პალიტრაში, დავათვალიეროთ გამოსახულების არხები და Channel Mixer ბრძანების გამოყენებით (მენიუ Imagr > Adjustments > Channel Mixer), გავაძლიეროთ ის არხი, რომელიც უფრო კონტრასტულია, თან ჩავრთათ Monochrome გადამრთველი, რომ გამოსახულებას ყვითელი ლაქები და წერტილები მოვაცილოთ.

image5) Clone Stamp (შტამპი), Healing Brush (სამკურნალო ფუნჯი) და Patch (დაკერება)ხელსაწყოების გამოყენებით, დავამუშაოთ დიდი ზომის დეფექტები.

image6) Layers პალიტრაში, მოვახდინოთ ფენის დუბლირება და დუბლირებულ ფენაზე გამოვიყენოთ Dust & Scratches (მტვერი და ნაკაწრები) ფილტრი (მენიუ Filter > Noise > Dust & Scratches). ფილტრის რადიუსი იმდენი უნდა იყოს, რომ ფენის წერტილოვანი დეფექტები გადაირეცხოს, ხოლო ტონის ზღვატი (Threshold) – 0-ის ტოლი. ფენას უნდა დავადოთ შავი ნიღაბი და თეთრი, რბილი ფუნჯით, აღვადგინოთ დეფექტიანი ადგილები. ფუნჯის ზომა, ოდნავ უნდა აღემატებოდეს დეფექტის ზომას. შეგვიძლია ფენა აღვადგინოთ ნაკლებად მნიშვნელოვან ადგილებშიც, სადაც გამოსახულების სიმკვეთრეს, დიდი მნიშვნელობა არა აქვს.

image7) გავაერთიანოთ ფენები და ისევ მოვახდინოთ ფენის დუბლირება. დუბლირებული ფენის, ფენის დადების რეჟიმად ავირჩიოთ Soft Light, რომ გამოსახულება განათდეს და გავაერთიანოთ ფენები.
8) მოვახდინოთ ფენის დუბლირება და დუბლირებული ფენისთვის გამოვიყენოთ Gaussian Blur ფილტრი (მენიუ Filter > Blur > Gaussian Blur), ისეთი რადიუსით, რომ კანის წვრილ-წვრილი დეფექტები გადაირეცხოს > რბილი საშლელის (Eraser Tool) გამოყენებით, უნდა წავშალოთ ფენაზე ის ადგილები, სადაც სიმკვეთრე შენარჩუნებული უნდა იყოს (თვალები, წარბები, თმა) > გავაერთიანოთ ფენები.
9) Dodge (განათება) და Sharpen (სიმკვეთრე) ხელსაწყოები შეგვიძლია გამოვიყენოთ, გამოსახულების ცალკეული ნაწილების გასანათებლად და სიმკვეთრის ასამაღლებლად, ხოლო Patch (დაკერება) ხელსაწყო, დარჩენილი დეფექტების აღმოსაფხვრელად.

image10) შეგვიძლია სურათს ლამაზი ჩარჩო შევურჩიოთ, გასაფორმებლად.

image

142
8-ს მოსწონს
გასაჩივრება
მომწონს
 
 
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
   ქართული კლავიატურა
13 თებერვალი, 15:36
მადლობა, გაიხარე
13 თებერვალი, 15:01
გავაზიარე .მშვენიერია
0 1 2
ქართველი გოგონები, რომლებიც საოცრად გვანან ვარსკვლავებსქართველი გოგონები, რომლებიც საოცრად გვანან ვარსკვლავებს
ქართველი გოგონები რომ ულამაზესები არიან ამაზე საბედნიერ...
გააფერადე შავ-თეთრი ფოტო სულ რაღაც ერთ წამშიგააფერადე შავ-თეთრი ფოტო სულ რაღაც ერთ წამში
სულ ცოტა ხნის წინ ინტერნეტში გამოჩნდა ახალი ონ-ლაინ პროგრამა, რო...
როგორ გადმოვწეროთ ვიდეო YouTube-დან და სხვა პორტალებიდანროგორ გადმოვწეროთ ვიდეო YouTube-დან და სხვა პორტალებიდან
ძვირფასო მომხმარებლებო გვინდა მოგცეთ რამდენიმე რჩევა, ...
რას ეძებენ Google-ში?! ყველაზე უცნაური ძიების რეზულტატები!რას ეძებენ Google-ში?! ყველაზე უცნაური ძიების რეზულტატები!
Google- ეს არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ვებ-საიტ...
იუთუბის რამოდენიმე საიდუმლო გვერდი რომელიც გაგახალისებთიუთუბის რამოდენიმე საიდუმლო გვერდი რომელიც გაგახალისებთ
წარმოგიდგენთ რამოდენიმე გასართობს იუთუბზე რომელიც იმედი...
სასწრაფოდ! სკაიპის მომხმარებლების საყურადღებოდ!სასწრაფოდ! სკაიპის მომხმარებლების საყურადღებოდ!
მაიკროსოფტი" სკაიპის" მომხმარებლებს შეფერხებისთვის ბოდიშს უხდის...
რა ხდება 10 წამში ერთხელ, სოციალურ ქსელებში?!რა ხდება 10 წამში ერთხელ, სოციალურ ქსელებში?!
დღესდღეობით მსოფლიო მოსახლეობის თითქმის 80% სარგებლობს სოციალურ ...
ფოტოგრაფია და ფოტოეფექტები (მე-19-ე საუკუნიდან დღემდე)ფოტოგრაფია და ფოტოეფექტები (მე-19-ე საუკუნიდან დღემდე)
XIX საუკუნეში, ფოტოგრაფიის გაჩენასთან ერთად, დიდი მოთხ...
Skype-ს ფარული სმაილებიSkype-ს ფარული სმაილები
დღეს ინტერნეტის მომხმარებელთა 90% სკაიპს იყენებს. როგორც იცით ამ პროგრამას საკმაოდ მრავ...