x
საქართველოს მცდელობა,ანუ რა შანსები გვაქვს მსოფლიო ასპარეზზე გამოსაჩენად?
13 თებერვალი, 12:43

The Republic Of Georgiaსუსტი სახელმწიფოები რომ საერთაშორისო სისტემის განუყოფელი
ნაწილები არიან, ნათელია. ეს კი არა და დღევანდელი მონაცემებით, ძალიან ბევრი პოლიტოლოგი და საერთაშორისო ურთიერთობის მცოდნე (მაგ: ალექსანდრე რონდელი) სუსტი სახელმწიფოების
როლს, საერთაშორისო ასპარეზზე ისე წევს წინა პლანზე, რომ არც ფიქრდება და უფრო მეტიც, მათ ერთ-ერთ წარმმართველებს უწოდებს დღევანდელი ანარქიული საერთაშორისო სტრუქტურისა. მოცემული
სტატიის ყველა ასპექტი განხილული იქნება, მაგრამ ყურადღება მინდა გავამახვილო სწორედ სათაურში ნახსენებ “ანარქიულზე“ რადგან სწორედ ეს სიტყვაა საწინდარი და მკაფიო მაგალითი იმისა, რომ სუსტ სახელმწიფოებსაც შეუძლიათ არათუ თავი დაიმკვიდრონ, არამედ წინა პლანზე წამოიწიონ და ერთგვარად წარმართონ, არათუ საკუთარი საშინაო პოლიტიკა, არამედ მსოფლიო სარბიელის გარკვეული ნაწილიც. რატომ? გლობალური მთავრობის არარსებოდა, ე.წ ჰეგომონიის და ჰეგემონური სტაბილურობის თეორიის საერთაშორისო განმარტებებიდან ნელ-ნელა ამოღება, არაფრის
მანიშნებელია, გარდა იმისა, რომ სიდიდე და სიძლიერე (ყველა კონტექსტში) არ ნიშნავს მონოპოლიას და დამქირავებლობას და პირიქით, სიმცირე და სისუსტე-დაქირავებულს და გასაქრობად გამზადებულს.
სწორედ ეს თეზებია მანიშნებელი და ბიძგი იმისა, რომ ახლა დავიწყო საუბარი ჩვენი ქვეყნის არა სიმცირეზე და სიღარიბეზე, არამად თამამად მოვიხსენიო იგი, როგორც ერთ-ერთი პრეტენდენტი, პირველ რიგში, როგორც მსოფლიო თვითდამკვიდრებისა და შემდეგ მსოფლიო პოლიტიკის (The World Politics) განუყოფელი ნაწილისა.
ამისათვის კი აუცილებელია განვიხილოთ ის გზები, მისწრაფებები, შედეგები, მიზნები, ამოცანები, იდეები და პოლიტიკური ნაბიჯები, რომელსაც ჩვენი ქვეყანა დგამს. შევაფასოთ, გავაანალიზოთ, დავაკვირდეთ
და დავასკვნათ, რამდენად განვსაზღვრავთ, ჩვენ, როგორც პატარა და სუსტი სახელმწიფო, ჩვენს უსაფრთხოებას, რამდენად ვაყალიბებთ საერთაშორისო ანალოგიის მქონე რეჟიმს და რა გზას ვადგავართ მსოფლიო ინსტიტუტების განვითარების გზაზე.


ისტორიული ჩარჩო
ტრივიალურ ქმედებებს, რომ გადავხედით, საქართველოს არნახული
ბრძოლა და თავდადება აქვს გამოვლილი იმისათვის, რომ არსებობა არ შეეწყვიტა და შესაბამისად რუკაზე საკუთარი ადგილი დაემკვიდრებინა. ძალიან შორს არ წავალ და ისედაც ‘’ყბადაღებულ’’ და ჩვენს დროში კვლავ აქტუალურ თემას გადავავლებ თვალს, რომელიც ახლაც დიდი წინაღობაა ჩვენი ქვეყნისთვის-რუსეთი, საფრთხე ჩრდილოეთიდან და წინაღობა საქარველოს წინსვლისა.ამის მკაფიო მაგალითია 2009 წლის ბუქარესტის სამიტი, როდესაც რუსეთი აცხადებდა, რომ ნატოს
საზღვრების გაფართოება, რუსეთთან კონფრონტაციის ნიშანია, რომელსაც საქართველოს ხელი შეუშალა. რუსეთის მერკანტილური ზრახვების პოლიტიკის შედეგი იყო და არის მისი დამოკიდებულება გერმანიასთან და გერმანიის უამრავი უარი საქართველოს, რუსეთთან ‘’მიტმასნების პოლიტიკის’’
გამო. წარსულში მოვიყვან 9 აპრილის აქციის გამომწვევ ფაქტებს, ქართული ენის გაქრობის, ახალგზარდობის დისკრედიტაციის და უამრავ შედეგებს.ასევე, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციას, 2008 წლის ომს. ეს ყველა მაგალითი ერთმნიშვნელოვნად აზიანებდა და აზიანებს საქართველოს შიდა და გარე პოლიტიკას და ძალიან დიდი მაშტაბებით უშლის ხელს ჩვენს ქვეყანას საერთაშორისო მიზნების მიღწევაში. რუსეთი ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდი გამოწვენა იყო, არის და იქნება თუ არა, ჩვენზეა დამოკიდებული. როგორ? ამაზე სტატიაში, ქვემოთ, უკეთ ვისაუბრებ.

რა პრობლემების წინაშეა ახლა ქვეყანა?

სამწუხაროა, მაგრამ ის ისტორიული ქვაკუთხედი და პრობლემების
ციკლი, რომლებიც ერთგვარ წინაღობად იქცნენ ქვეყნისთვის დღესაც არსებობს და როგორც საშინაო პოლიტიკას და მის განსაზღვრას უშლის ხელს, ასევე საგარეო ფაქტორზეც მოქმედებს, მაგრამ ვინაიდან, ჩემი კვლევა მთლიანად პოლიტიკური ანუ რეჟიმის უსაფრთხოებას ეფუძნება, შევეცდები, იმ პრობლემებზე გავამახვილო ყურადღება, რომლებიც ამ სექტორისგან არის ნაკარნახები და შესაბამისად, მისი
პოლიტიკის გატარება ან უგულველყოფა გვეხმარება/ხელს გვიშლის ჩვენი თავის ანარქიულ მსოფლიოში თვითდამკვიდრებაში.
პირველი უსაფრთხოების საზომი, რეჟიმის უსაფრთხოების სექტორისგან
რეკომენდირებული, ჩვენნაირი განვითარებადი ქვეყნისთვის, ეს არის ძალადობა საზოგადოებაში, რაც გულისხმობს, რელიგიურ, ეთნიკურ და სხვაგვარი კონფლიქტების აღმოჩენას და შემდეგ მათ მოგვარებაზე ფიქრს. აქვე მაგალითვისთვის აუცილებლად უნდა მოვიყვანოთ 17 მაისის მაგალითი ( ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ განწყობილი საზოგადოების ერთი ნაწილისა და ამ უკანასკნელი ფობიების გამპიარებლების მოწინააღმდეგეების შორის დაპირისპირება) ასევე, აჭარაში მომხდარი ეთნიკურ-რელიგიური კონფლიქტი, ქართველებსა და ეთნიკურ მუსლიმ აზერბაიჯანელებს შორის. აი, სწორედ ეს ფაქტები და რა თქმა უნდა მათი
გამწვავებული სახეები შეიძლება ჩაითვალოს ძალადობად საზოგადოებაში და გახდეს დესტაბილიზაციის მიზეზი. ძალიან მნიშვნელოვანია ამგვარი ფაქტების აღკვეთა, რადგან შენარჩუნებულ იქნეს ქვეყანაში რეჟიმი და შესაბამისად ამ ქვეყანამ ნორმალური სვლით განაგრძოს საერთაშორისო კვალის გაკაფვა.

მეორე და ასევე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი გახლავთ პოლიტიკური არასტაბილურიბა. ამაზე შეიძლება ძალიან ბევრი დაიწეროს, მაგრამ ძალიან ბევრის
მოქცევაც შეიძლება ერთში. ოლიგარქიული და არაფორმალური მმართველობა ანგრევს სახელმწიფო და არასახელმწიფო ინსტიტუტებს და საბოლოო ჯამში მოაქვს პოლიტიკური დესტაბილიზაცია, რომელიც რა თქმა უნდა ძირს უთხრის ქვეყანას, ყველა კონტექსტში.

ამის, გარდა არსებობს უამრავი ფაქტორი, რომელთა მიუხედავობა ქმნის პოლიტიკურ არასტაბილურობას. ესენია:სოციო-პოლიტიკური დაღმასვლა, უკონტროლო მთავრობა, კონფლიქტები, ე.წ STATE CAPTURE და ა.შ. ეს ფაქტორები ქვეყნის პოლიტიკურ უსაფრთხოებას უთხრის ძირს.
აქვე დავამატებ, რომ არსებობს, სხვა, ძალზე მნიშვნელოვანი საფრთხეები, რომლეთთა აღნიშვნასაც საჭიროდ არ მივიჩნევ, რადგან არ მნოგია ისინი საფრთხეს წარმოადგენდნენ ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო მისწრაფებებში. ისეთები, როგორიცაა:იარაღის და ნარკოტიკის გავრცელება, ტერორიზმი, სარდლობითი პოლიტიკა და ა.შ (ტერორიზმთან დაკავშირებით აუცილებლად უნდა ითქვას, რომ საერთაშორისო ანგარიშებში შეშფოთებაა გამოთქმული საქართველოდან, კერძოდ, კი პანკისის ხეობიდან მოსახლეობის და რადიკალების ე.წ ისლამური სახელმწიფოსთან შეერთების გამო.)


გზები, რომლებსაც ეძებს ქვეყანა და სახელმწიფოს შენების თეორიები, რომლებიც აქტიუალურია ჩვენთვის საერთაშორისო სარბიელზე გასასვლელად.


ხშირად დასმულა კითხვა, როგორი უსაფრთხოების პოლიტიკა გვაქვს და რა გზას უნდა დავადგეთ, რა თეორიებს უნდა მივყვეთ, რომ გაგვიადვილდეს, ჩვენს კუთვნილ ევროპულ გზატკეცილზე მოხვედრა.
პოლიტიკური უსაფრთხოების სექტორში ახსნილი და ჩვენნაირი სახელმწიფოებისთვის განკუთვნილი დაუცველობის დილემა ‘’insecurity dilemma’’ ძალიან კარგად ახსნის ყველა ამ კიტხვაზე პასუხს, მაგრამ ჯერ ავხსნათ, რას გულისხმობს იგი. ყველას
მოგვეხსენება ე.წ ‘security dilemma’’-იგი ძლიერი სახელმწიფოების არსებობის განუყოფელ
ნაწილად ითვლება და წარმოადგენს ერთგვარ რეალისტურ ხედვას, მტრის ხატთან დაავშირებით, რომლებსაც თითოული სახელმწიფო უნდა ხედავდეს ერთი-მეორეში. მაგრამ ამავე სკოლის მიხედვით security dilemma ერთგვარი მიუღებელი ფაქტორია სუსტი სახელმწიფოებისთვის, რადგან სუსტ სახელმწიფოებს არ შესწევთ ძალა მტრის ხატი დაინახონ ყველა სახელმწიფოში ანარქიუ წყობაში, შესაბამისად, მათთვის
წინა პლანზე წამოსაწევი და გასათვალისწინებელი ჯერ განვითარება და გაძლიერებაა და შემდეგ უკვე უსაფრთხოების დილემაზე ფიქრი.
როგორ განვითარდნენ?
სწორედ-insecurity dilemma არის პასუხი. მისი არსი მდებარეობს შემდეგში:
“From a global perspective, insecurity is actually more the
norm than security is’’
მოცემული დილემის ობიექტები არის მსოფლიო არსტაბილური ზონები, მაგალითად, ჩვენნაირი, რომლის არასტაბილურობის გაქრობაში და წინსვლაში დიდ როლს თამაშობს გლობალიზაცია და ერთმნიშვნელოვნად აღკვეთს ისეთ პრობლემატურ საკითხებ, როგორებიცაა:გარემოს დაბინძურება, იარაღით ვაჭრობა, შიდა არეულობები, კრიმინალის დონის აწევა, პოლიტიკური დაღმასვლა, ეკონომიკური დესტაბილიზაცია და ა.შ.

შესაბამისად, სუსტი სახელმწიფოების სისუსტე ამ პრობლემებში
გამოიხატება და ჯერ მათ აღმოფხვრაზე უნდა იზრუნონ, ამ დაუცველებოს დილემის წყალობით, და შემდეგ ჰქონდეთ სხვადასხვა პრეტენზიები, დაიწყონ სახელმწიფოს შენება და მიყვნენ იმ თეორიებს, რომელბიც ამ უკანასკნელის საწინდარია.
ეს თეორიები შემდეგში მდგომარეობს: სუსტმა სახელმწიფომ
აუცილებლად უნდა მოახდინოს სამხედრო ექსპანსია აჯანყებების და რადიკალი დაჯგუფებების წინააღმდეგ (ეს მაგალითი საქართველოზე არ იქნება მართებული, მაგრამ თუ წარსულს გადახვხედავთ და 26 მაისის მომიტინგეების დარბევას გავიხსენებთ, ეს ამ რეჟიმის მიხედვით, გამართლებულად ჩაითვლება).
შემდეგი თოერიაა პრივატული ჯარისკაცების დაქირავება-თუ ამ რეკომენდაციასაც საქართველოს მაგალითს მოვარგებთ, ერთადერთი რაც მახსენდება 40000 ყივჩაღის მაგალითია, რომელმაც გაამართლა, მაგრამ მე-12 საუკუნის პრეცენდენტს ვერ
დავეყრდნობით.ამიტომ მოვიყვან იმ კადეტების და სხვადასხვა საჯარო მოხელეების მაგალითს, რომელთაც სახელმწოფო ფულს უხდის, საჯარ სამსახურის მოხდისთვის და რომელთა მიზანი ქვეყნის დაცვაა (ამ შემთხვევაში არ ვგულისხმობ, სავალდებულო საჯარო სამსახურს).
შემდეგი გზა, იმისა, თუ როგორ ავაშენოთ მსოფლიოსთვის მისაბაძი
სახელმწიფო ესაა:დემოკრატიული მანიპულაციების პატრონაჟი ქვეყანაში. ყველას კარგად გაგვეგება “დემოკრატიული მშვიდობის თეორია’’, რომლის მიხედვით-დემოკრატიული ქვეყნები ერთმანეთში არ ომობენ და ეს თეორია არის საწინდარი ყველა ქვეყნისთვის და ერთგვარი გასაღები, მიიღონ მსოფლიო მასშტაბებში ქვეყანა, რომელიც ესწრაფის საერთო განვითარებას.ასე, რომ ჩვენთვის
ძალიან მნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ გარდამავალი დემოკრატიის მქონე ქვეყნის ავტორიტეტი და გავხდეთ განვითარებული დემორკატიის მქონე ქვეყანა, რომელიც ერთ ერთი საწინდარის ჩვენს საერთაშორისო ანარქიულ სისტემასი დასამკვიდრებლად, გარდა იმ ფაქტორებისა, რომლებიც ზემოთ ჩამოვთვალე.


როგორ გვეხმარება საერთასორისო საზოგადოება?
სათაურში ‘’ანარქიული’’ ტყუილად არ მიხსენებია, ძალიან მნიშვნელოვანია და დრო მოვიდა განვმარტო ეს ტერმინი და მისი მნიშვნელობა ჩემს რეფერატში.
საერთაშორისო ანარქიის მიხედვით, როგორც ზემოთ ვახსენე არ არსებობს მსოფლიო მთავრობა, მაგრამ ამის მისაღწევად, ჩვენთვის კარგად ნაცნობი ორი სკოლა:რეალიზმი და ლიბერალიზმი, გვთავაზობს ურთიერთობის ორ გზას. ერთის-რეალიზმის, აზრით ამ სისტემაში ტავი უნდა დავიმკვიდროთ, სწორედ, მტრის ხატის და ბრძოლის მეშვეობით, რაც ჩემი რეფერატიდან გამოჩნდებოდა, რომ ჩვენნაირი ქვეყნისთვის
ერთგვარი უტოპიური მოვლენაა, რადგან გაძლიერებამდე ბევრი გვიკლია და ომი და ბრძოლა, ავის მეტს ვერაფერს მოგვიტანს. რაც შეეხება ლიბერალური ხედვისა, ასეთ ანარქიაში თავის დასამკვიდრებლად, აუცილებელია მოლაპარაკებები, დიპლომატია, როლმებიც კორპორაციას და საერთაშორისო ორგანიზაციების მეტ ჩართულობას გულისხმობს ქყეყნების საქმიანობაში. აქვე ზოგიერთი სკეპტიკოსის გასაგონად, ხაზს
ვუსვამ, რომ საერთაშორისო ურთიერთობები არის სწავლება, როელიც შეისწავლის ქვეყნების საგარეო და საშინაო პოლიტიკას, მხოლოს შეისწავლის და არ ერევა ქვეყნის შიდა პოლიტიკაში. რაც შეეხება საერთაშორისო/ტრანსნაციონალურ ორგანიზაციებს, ისინი არეგულირებენ საგარეო პოლიტიკას და, იდეაში, არ ერევიან ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საკითხებში. შესაბამისად ესაა ჩემი პასუხი.
ჩვენ უნდა გავხდეთ
ლიბერალური კონცეპტის მიმდევრები და მუდმივი მოლაპარაკებების და დიპლომატიის მეშვეობით ვაპიაროთ ჩვენი თავი, მივხედოთ შიდა პოლიტიკას და მისი მეშვეობიტ განვახორციელოთ საგარეო პოლიტიკა, რათა ერთიანად დავიმკვიდროთ თავი საგარეო აღმასვლის კიბეზე.

უშედეგო მცდელობა, თუ ნოყიერი მომავალი?
ადამიანების ის ნაწილი, რომელიც მიიჩნევს, რომ ან მსოფლიო საზოგადოებაა უარყოფითი პოლუსი, ან საქართველო ცდება, მაშინ როდესაც მის მიმდევრობას
ცდილობს, ან ძალიან სკეპტიკოსია, ან მოვლენების გაანალიზება არ შეუძლია.
ვითომ, რატომ არ აქვს ნორმალურ ქვეყანას, რომელიც განახორციელებს
იმ რეფორმებს, რომლებზეც ზემოთ ვისაუბრე, მოაგვარებს აღნიშნულ პროლემებს, გახდეს მსოფლიომასშტაბის და შეუერთდეს სამყაროს წინსვლას.
ჩემი სტატია, ძალიან კარგი მაგალითია იმისა, რომ სხვადასხვა
სკოლების მიყოლა, სხვადასხვა რეკომენდაციების გაანალიზება და გარჩევა და ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკური უსაფრთხოების და სტაბილიზაციის დამკვიდრება, აუცილებლად მოგვცემს ნოყიერ, მდიდარ, არნახულ
მომავალს და აუცილებლად გვაქცევს ერთ-ერთ ძლიერ სახელმფოდ, ევროპის და მსოფლიო მასშტაბით.
იქამდე კი ბევრი დროა დარჩენილი და ამ დროში უამრავი
ისეთი სამუშოა, რომელიც ყველა ჩვენგანის ხელით უნდა შესრულდეს.
შედეგი მხოლოდ დროის საკითხია.

283
2-ს მოსწონს
23
გასაჩივრება
მომწონს
 
 
ავტორი:ოდოშაშვილი გიორგი
ოდოშაშვილი გიორგი
   ქართული კლავიატურა
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0
რას მოგვმართავს ფეისბუქის ერთ-ერთი მშვენიერი მომხმარებელირას მოგვმართავს ფეისბუქის ერთ-ერთი მშვენიერი მომხმარებელი
რა ეშველება საქართველოს არავინ არ იცის. როდის გამოსწო...
საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებული ახალი გამოკითხვის შედეგები
Intermedia.ge -ზე 1-4 ოქტომბერს ჩატარებულ გამოკითხვაში დღეს რომ საპრეზიდენტო არჩევნები იყოს, ვის მისცემდით ხმას? მონაწილეობა მიიღო 6495 საარჩევ...
ოქრუაშვილს "ობიექტივი" და მერაბიშვილი ლობირებს?!ოქრუაშვილს "ობიექტივი" და მერაბიშვილი ლობირებს?!
რატომ ჩამოვიდა ოქრუაშვილი, ამ საკითხზე საზოგადოებაში მაღალი ი...
დიდი "ფულაობა" თბილისის მერიაშიდიდი "ფულაობა" თბილისის მერიაში
ელიტარული კორუფციის ვირტუალური სახეები ძმები შარანგიები, ბოლო დრომდე ასრულებდნ...
ოქრუაშვილი გამოძიებას  ულტიმატუმს უყენებს?!ოქრუაშვილი გამოძიებას ულტიმატუმს უყენებს?!
გლდანის მერვე საპყრობილეში ადვოკატმა დავით კორკოტაშვილმა თავდაცვის ...
ვანო მერაბიშვილის წერილმა "ნაცმოძრაობის" მხარდამჭერები აატირავანო მერაბიშვილის წერილმა "ნაცმოძრაობის" მხარდამჭერები აატირა
ამ დღეებში, საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმ...
საარჩევნო პლაკატების ისტორიასაარჩევნო პლაკატების ისტორია
საარჩევნო პლაკატები დღეს იმაზე ბევრს გვიამბობენ თურმე ვიდრე პოლიტიკოსები. საინტერე...
სააკაშვილი სახელმწიფო გადატრიალებას ამზადებს ?! სატელეფონო ჩანაწერისააკაშვილი სახელმწიფო გადატრიალებას ამზადებს ?! სატელეფონო ჩანაწერი
სოციალურ ქსელებში სატელეფონო ჩანაწერი გავრც...
სკანდალური ინფორმაცია მერაბიშვილზე - რა ხდება "ნაცმოძრაობაში"?!სკანდალური ინფორმაცია მერაბიშვილზე - რა ხდება "ნაცმოძრაობაში"?!
დათა ახალაიას მიერ სოციალურ ქსელ facebook-ით გა...