x
ანატომიური სასწაულები: 25 ყველაზე უცნაური ადამიანი მსოფლიოში
17 თებერვალი, 0:11

დედამიწაზე შვიდ მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს და სულაც არაა გასაკვირი, რომ რომელიმე მათგანი სხვებისაგან რაიმეთი იყოს გამორჩეული. დღევანდელ პოსტში მინდა გაგაცნოთ ანომალიური ადამიანები, რომელთაგან ზოგიერთის უცნაურობა ღიმილს მოგგვრით, ზოგიერთისა კი - შიშსა და სიბრალულს.



1. პიკსი ფოქსი


image

25 წლის პიკსი ფოქსმა ცოტაოდენი ხნის წინ ერთბაშად 6 ნეკნი ამოიჭრა, რომ თავისი ბავშვობის ოცნება აესრულებინა და ზღაპრულ პრინცესას დამსგავსებოდა.


2. მბახ ბეჯანი


image

68 წლის მბახ ბეჯანი ინდოეთში მეტად პოპულარული ფიგურაა. მისი პოპულარობა განპირობებულია თვისებით, მოხაროს თავისი სხეული ყველაზე წარმოუდგენელი ფორმებით.


3. კრისტი ლავი


image

34 წლის მასაჟისტი კრისტი ლავი ფლობს მკერდს, რომლის ზომაა 48NN. წარმოუდგენელია, მაგრამ ფაქტია, რომ ის სწორედ მკერდით უკეთებს მასაჟს კლიენტებს და დღეში საშუალოდ 1800 დოლარს გამოიმუშავებს.


4. ჩანდრა ვიშნუ


image

ინდონეზიელი ოთხი შვილის მამა იტანჯება უიშვიათესი დაავადებით, რომელიც იწვევს უამრავ კეთილთვისებიან სიმსივნურ წარმონაქმნს მთელ სხეულზე. დაავადება გენეტიკურია და 2500 ადამიანიდან ერთს აქვს.


5. უზარმაზარი სიმსივნე სახეზე


image

სატელევიოზიო არხ TLC-ის გადაცემის " ჩემი უზარმაზარი სიმსივნე" გმირი ედი იტანჯება ნეიროფიბრომატოზით-დაავადებით, რომელიც იწვევს სახეზე არაკონტროლირებადი მუდმივად მზარდი სიმსივნის წარმოქმნას. ამ სიმსივნემ ნახევრად დაფარა ედის სახე, წაართვა მას მხედველობა და და მიაყენა საშინელი ემოციური დარტყმა.


6. სათესლეების ძალა


image

2012 წლის 28 აპრილს ჩინელმა იან გუანხემ მთელი მსოფლიო გააკვირვა, გაათრია რა ხუთ მეტრზე 1, 5 ტონიანი მანქანა ...სათესლე ჯირკვლებით.


7. ჩანდრა ბახადურ დანგი


image

გინესის რეკორდების წიგნის მიხედვით, ჩანდრას სიმაღლე 54, 6 სანტიმეტრია. ამის წყალობით ის ითვლება ისტორიაში ცნობილ ყველაზე ტანდაბალ ზრდასრულ მამაკაცად.


8. პოლ მეისონი


image

ორი წლის წინ 50 წლის პოლ მეისონი იწონიდა 380 კილოგრამს, მაგრამ მას შემდეგ, რაც ექიმებმა მას უცილობელი სიკვდილი უწინასწარმეტყველეს, თუ არ გახდებოდა, პოლმა კუჭის შუნტირების ოპერაცია გაიკეთა და მისი წყალობით წონაში 120 კილოგრამით დაიკლო. ამის შემდეგ მას დარჩა ჩამოკიდებული ზედმეტი კანი, რომლის მოცილებას ექიმები არ ჩქარობენ-აუცილებელია მეისონმა შეინარჩუნოს სტაბილური წონა.


9. კრის უოლტონი


image

კრის უოლტონი გინესის რეკორდების წიგნში შევიდა, როგორც ყველაზე გრძელი ფრჩხილების პატრონი-მისი ფრჩხილების საერთო სიგრძე ექვსი მეტრია.



10. დონა სიმპსონი


image

ოჰაიოელი დონა სიმპსონი კი გინესის რეკორდის მფლობელი გახდა, როგორც ყველაზე მსუქანი ქალი, რომელმაც ბავშვი გააჩინა. მან ეს ტიტული მიიღო 2007 წელს, როცა გოგონა შეეძინა. იმ დროს დონა 241 კილოგრამს იწონიდა და 30 ექიმი გახდა საჭირო, მისი მშობიარობა რომ ნორმალურად წარმართულიყო.


11. პოლინ პოტერი


image

კალიფორნიელი 47 წლის პოლინ პოტერი გინესის რეკორდსმენი გახდა 2012 წელს, როგორც იმ დროისათვის ყველაზე მსუქანი ქალი მსოფლიოში. ის 291 კილოგრამს იწონიდა.


12. სიუზენ ემანი


image

30 წლის სიუზენმა მიზნად დაისახა გადაესწრო პოლინ პოტერისათვის და გამხდარიყო ყველაზე მსუქანი ქალი მსოფლიოში. ამჟამად ის 300 კილოზე მეტს იწონის და გამიზნული აქვს 500 კილომდე მიაღწიოს.


13. ჯალისა ტომპსონი


image

ატლანტიკ - სიტიში მცხოვრებ ჯალისა ტომპსონს აქვს იშვიათი უნარი თვალები თითქმის ბოლომდე ამოაგდოს ბუდიდან და ყოველგვარი ძალდატანების გარეშე დააბრუნის ისინი პირვანდელ მდგომარეობაში.


14. ადამიანი 24 თითით


image

კუბელი იოანდრი ჰარიდოს მეტსახელია "ადამიანი 24 თითით", რადგან მას ხელებზე და ფეხებზე 6-6 თითი აქვს. კუბელი ძალიან ამაყობს თავისი თითებით, რადგან ის მისთვის შემოსავლის წყაროა. ჰარიდოს ტურისტები საკმაოდ კარგად უხდიან მასთან სურათის გადაღების სანაცვლოდ.


15. ორსაშვილოსნოიანი ინდოელი ქალი


image

28 წლის რინკუ დევიმ ორი შვილი გააჩინა, თანაც მათ ორი სხვადასხვა საშვილოსნოთი ატარებდა. ამასთან ბავშვები ტყუპები არ არიან, რადან სხვადასხვა დროს ჩაისახნენ. სულ მსოფლიოში ცნობილია ორსაშვილოსნოიანი ქალის 100-მდე შემთხვევა.



16. ხარაზი ხელების გარეშე


image

42 წლის ეთიოპიელ სინტაი ტიშალეს ხელები ბავშვობიდან არ აქვს, თუმცა ის შესანიშნავად მუშაობს და აჭედებს ლურსმნებს ფეხების მეშვეობით.


17. მრავალთითება


image

2010 წელს დაბადებულ ინდოელ აკშატ საკსენას ხელებსა და ფეხებზე 34 თითი აქვს. აკსანი გინესის რეკორდების წიგნში შევიდა, როგორც ყველაზე ბევრი თითის პატრონი მსოფლიოში, თუმცა ცოტაოდენი ხნის წინ მას ოპერაცია ჩაუტარდა და რამოდენიმე ზედმეტი თითი მოაჭრეს.


18. უზარმაზარი სიმსივნე ფეხზე


image

31 წლის ვიეტნამელ ნგუეი დან ხაის აქვს უიშვიათესი დაავადება, რის გამოც ფეხზე 80 კილოგრამამდე წონის სიმსივნე გაუჩნდა.


19. ყველაზე თმიანი გოგონა მსოფლიოში


image

სუპატრა სასუპფანი გამოტყდა, რომ ტიტულმა "ყველაზე თმიანი გოგონა" მსოფლიოში ის საკმაოდ ცნობილი და მიზანდასახული გახადა. გოგონა დაკავებულია ცეკვით, სიმღერით და აქტიურად სწავლობს სასცენო ხელოვნებას.


20. საპატარძლო ყველაზე მეტი პირსინგით


image

ეს ფოტო ედინბურგელი ელეინ დავიდსონის ქორწილზეა გადაღებული. 6925 ნახვრეტით ის ყველაზე მეტპირსინგიანი ქალია დედამიწაზე.


21. ადამიანი-მაქცია ლარი გომესი


image

ლარი გომესი იტანჯება ჰიერტრიქოზის სინდრომით, სხვანაირად ამ დაავადებას " მაქციას სინდრომს'' უწოდებენ.


22. სიამის ტყუპები


image

ეს სიამის ტყუპები 2011 წელს დაიბადნენ ჩინეთში. ეს იყო ამ ქვეყანაში პირველი შემთხვევა, როცა სიამის ტყუპი ერთი სხეულითა და ორი თავით გაჩნდა.


23. ყველაზე პატარა ქალი დედამიწაზე


image

22 წლის ინდოელი ჯოტი ამჯი შეტანილია გინესის რეკორდების წიგნში, როგორც ყველაზე ტანდაბალი ზრდასრული ქალი დედამიწაზე. მისი სიმაღლე სულ რაღაც 63 სანტიმეტრია.


24. ყველაზე მაღალი ადამიანი მსოფლიოში


image

თურქი სულტან კესენი მსოფლიოში ყველაზე მაღალი ადამიანია. მისი სიმაღლე 251 სანტიმეტრია.

ამ ფოტოზე სულტან კესენი ყოფილ გინესის რეკორდსმენ, მსოფლიოში ყველაზე დაბალ ადამიან ხე პინპინთან (2011 წლის მონაცემებით) პოზირებს. პინპინის სიმაღლე 74 სანტიმეტრს აღწევდა.


25. ადამიანი, რომელსაც არასოდეს უბანავია


image

ინდოელმა კაილაშ სინგჰმა პირობა დადო, რომ მანამდე არ იბანავებდა, სანამ ვაჟი არ გაუჩნდებოდა. სინგჰს უკვე 7 ქალიშვილი ჰყავს და სავარაუდოდ, უახლოეს ხანებში მას დაბანის საშიშროება არ ემუქრება. ვაჟის მომლოდინე მამას უკვე 40 წელია არ უბანავია.


26. ექვსფეხიანი ბავშვი


image

ბავშვი, რომელსაც ექვსი ფეხი აქვს, პაკისტანში დაიბადა 2012 წლის 13 აპრილს.




1624
7-ს მოსწონს
1
გასაჩივრება
მომწონს
 
 
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
Mediator image
Mediator image
Mediator image
   ქართული კლავიატურა
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0
აფხაზეთში ნაპოვნი თოვლის ქალი ზანააფხაზეთში ნაპოვნი თოვლის ქალი ზანა
მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში აფხაზეთში , კერძოდ ოჩამჩირეს რეგიონში პირველა...
ცნობილები საცურაო კოსტუმებშიცნობილები საცურაო კოსტუმებში
ირინა შეიკი სანაპიროზეჯესიკა ალბაჯესიკა ბილი ჯესიკა ლაუნდესიჯულია რობერტსიკელი ბრუ...
სამარცხვინო კადრები ვარსკვლავების ცხოვრებიდანსამარცხვინო კადრები ვარსკვლავების ცხოვრებიდან
სცენაზე გამოსვლისას ორიგინალური ჩაცმულობის მანია ბევრ ცნობილ ადამ...
15 კამუფლირებული საბრძოლო გემი, რომლებსაც მტერი ვერ ამჩნევდა!15 კამუფლირებული საბრძოლო გემი, რომლებსაც მტერი ვერ ამჩნევდა!
კამუფლაჟი -შენიღბვის ერთ-ერთი სახე - შენობების, ...
ფოტოგრაფის თვალით დანახული რეალური სისასტიკე ქალის მიმართ!ფოტოგრაფის თვალით დანახული რეალური სისასტიკე ქალის მიმართ!
სარა ნაომი ლევკოვიცი არის ამერიკელი ფოტოგრაფი, რომე...
გაინტერესებთ,როგორ გამოიყურება ნინო ჩხეიძის დედა?გაინტერესებთ,როგორ გამოიყურება ნინო ჩხეიძის დედა?
მომღერალი ნინო ჩხეიძის ქმრის და ქალიშვილის ფოტოები ყველამ იცი...
ტყუპები – ბუნების ამოუცნობი გამოცანატყუპები – ბუნების ამოუცნობი გამოცანა
ტყუპები შესაძლოა ფენომენად ჩაითვალოს. მათი დაბადება სტატისტიკას არ ექვემდე...
ლამაზმანები,რომლებიც ახალგაზრდები დაიღუპნენლამაზმანები,რომლებიც ახალგაზრდები დაიღუპნენ
2007 წლის 8 თებერვალს 39 წლის ასაკში გარდაიცვალა სუპერმოდელი, მსახი...
კიდევ ერთი თამამი ქართველი გოგონაკიდევ ერთი თამამი ქართველი გოგონა
სითამამე რომ საქართველოში ძალიან ფასდება უკვე საიდუმლო არავისთვისაა. ძალიან ბ...
თურმე რა ხდება!თურმე რა ხდება!
თვალი გადავავლოთ რა სიახლეები ხდება სელებრითების ცხოვრებაში. საინტერესო კი, ნამდვილად ბევრი ხდ...
სამყაროს ყველაზე დიდი გველი - ტიტანობოა! (+ვიდეო)სამყაროს ყველაზე დიდი გველი - ტიტანობოა! (+ვიდეო)
ტიტანობოა ნამარხი გველების გვარი, რომლებიც ცხოვრობდნენ 60-5...
ყველაზე მეტად რისი ეშინიათ ადამიანებს?ყველაზე მეტად რისი ეშინიათ ადამიანებს?
ყველა ადამიანს გააჩნია თავისებური შიში. სტატიაში წარმოგიდგენთ რამოდენიმე...