x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134388
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
ჩიორა თაქთაქიშვილის მამამ მაღაზიიდან პროდუქტი მოიპარა? დეპუტატი განმარტებას აკეთებს: "საერთოდ აღარ მახსოვდა, ჯიბეში რომ ჩავიდეო!"

image
პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჩიორა თაქთაქიშვილის მამამ მაღაზიიდან სურსათის მოპარვა სცადა. ინციდენტი სუპერმარკეტ "ზღაპარში" მოხდა და სამართალდამცველების ადგილზე მისვლის შემდეგ მამაკაცი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. ამ ყველაფერს ადასტურებენ შსს-ს პრესსამსახურშიც.

დეპუტატი ჩიორა თაქთაქიშვილი სოციალურ ქსელში მომხდარს ეხმაურება და განმარტავს: "ახლა მირეკავენ ჟურნალისტები და მეკითხებიან, მართლა მოიპარა თუ არა მამაჩემმა სუპერმარკეტიდან სურსათი!!!

გესმით რა მარაზმში ვართ??? რომ თავი უნდა იმართლოს 75 წლის კაცმა იმისთვის, რომ არ ქურდობდა სუპერ-მარკეტში?

ხელში ბევრი პროდუქტი ეჭირა და რაც ხელში არ დაეტია, ჯიბეში ჩაიდო, მაინც ხომ ერთად უნდა გადავიხადოო. ოღონდ მაღაზიიდან ისე გამოვიდა, რომ ამის გადახდა დაავიწყდა. საერთოდ აღარ მახსოვდა, ჯიბეში რომ ჩავიდეო! საუბარია ფილა შოკოლადზე და კარაქზე. ასეთი რამე ყველას შეიძლება დაემართოს! მით უმეტეს ასაკში შესულ ადამიანს. ეს ამბავი გუშინ მომხდარა, დაცვასთან უსიამოვნო საუბარიც იყო, მას შემდეგ, რაც მამაჩემი შეწუხდა, როგორ დამავიწყდა გადახდაო, იქვე სთავაზობდა, აქვე გადავიხდი ჯარიმის თანხასაცო.

და ახლა თურმე ქურდობაში დებენ ბრალს??!!

აბსურდსაც ხომ ზღვარი აქვს??!!

ძალიან ძალიან ცდებით, თუ გგონიათ, რომ ამით მე რამე პოზიციას შემაცვლევინებთ!

უბრალოდ, დიდი ბოდიში მამაჩემს და ყველა ჩემი ოჯახის წევრს, რომ ჩემს გამო, წლების განმავლობაში უწევთ უამრავი უსიამოვნების ატანა და გადატანა! ან მამაჩემს ან დედაჩემს, რომელთაც ორივეს გულის პრობლემები აქვთ, ამ სკანდალის გამო რამე რომ დაემართოთ, ყველას გადაგაყოლებთ!!!

ქურდები, წამლის ბარიგები, მკვლელები და მკვლობების შემკვეთები თქვენსკენ მოიკითხეთ! როგორ ბედავთ საერთოდ მამაჩემის გარევას ამ ბინძურ კამპანიაში?"image

0
246
3-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
246
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0