x
რის გამო უნდა რცხვენოდეს კათოლიკურ ეკლესიას ( ნაწილი II )
13 თებერვალი, 0:50

კათოლიკური ეკლესია მთელი თავისი დიდი ისტორიის მანძილზე არაერთხელ
გარეულა ხმაურიან სკანდალებში და საზოგადოების და სახელმწიფოს მკაცრი კრიტიკის ობიექტი გამხდარა. ამის ასობით მაგალითი შეგვიძლია
მოვიყვანოთ: დაწყებული ტამპლიერების ორდენის დაშლიდან და დამთავრებული დედა ტერეზას საეჭვო ფინანსური ოპერაციებით .ამ სტატიაში მოგითხრობთ ახლო წარსულის იმ ათ საკითხზე, რისიც კათოლიკურ ეკლესიას ნამდვილად უნდა რცხვენოდეს.
image
6. ფინანსური მაქინაციები და გადასახადებისგან თავის არიდება.

1942 წლიდან ვატიკანში არსებობს ორგანიზაცია სახელწოდებით „ რელიგიური საქმეების ინსტიტუტი“ .ეს არის ფინანსური ორგანიზაცია, რომელიც ვატიკანის
ბანკის როლს ასრულებს. ინსტიტუტი შეიქმნა იმისთვის, რომ ემართათ რელიგიური სააგენტოების მფლობელობაში მყოფი რესურსები. ფაქტიურად ის კორპორაციებს
ინვესტირევის საშუალებას აძლევს.მოზიდული ანაბრები საქველმოქმედო საქმეებისთვისაა, აბსოლუტურად კონფიდენციალური და გადასახადების გარეშე. ეს არის პრაქტიკულად იდეალური სქემა ფულის გათეთრებისა.


image

როგორც ჩანს ეს მართლაც ასეა, იმიტომ რომ 2010 წლის სექტემბრიდან ორგანიზაცია გარეული იყო რამდენიმე გახმაურებულ სკანდალურ საქმეში. გამოძიება რამდენიმე წელი გრძელდებოდა. ბრალდებულებს შორის იყო დირექტორის მოადგილე და მთავარი
ბუღალტერი. პოლიცია ამტკიცებდა, რომ ორგანიზაცია გამოიყენებოდა კორუმპრებული პოლიტიკოსების და მაფიის ფულის შესანახად.


image
ვატიკანის ბანკის და მაფიის კავშირები - ეს კიდევ ცალკე თემაა. გავრცელებლი ინფორმაციით, რაც ახლანდელი პაპი ფრანცისი შეეცადა ორგანიზაციაში წესრიგის დამყარებას და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყო, მაფია სერიოზულად
დაემუქრა მას მოკვლით. ყველაზე კარგად ამ კავშირს ერთი ფაქტი ასახავს.

ვატიკანმა ოფიციალურად დართო ნება მაფიას 65 წლის კრიმინალური ავტორიტეტი დაესაფლავებინათ წმ. იოანე ბოსკოს ბაზილიკაში.

ჭორის დონზე ამბობენ, რომ ოჯახს ეს მილიარდი ლირა დაუჯდა.

imageimage
ამ დასაფლავების შემდეგ კათოლიკური ეკლესია კვლავ ურცხვად ამტკიცებდა, რომ მაფია და ევანგელია შეუთავსებელია.


იტალიაში ( კალამბია) კათოლიკე სემინარისტებს და ახალგაზრდა მღვდლებს ასწავლიან მაფიასთან ურთიერთობის წესებს, რათა მათ შეძლონ კონფლიქტურ სიტუაციებში მათთან ურთიერთობა.

7. ეკლესიიდან მოკვეთის უცნაური სტანდარტები

პრობლემა იმაშია, რომ კათოლიკური ეკლესიის ძირითადი დოქტრინა ძალადობას ისეთ დანაშაულად არ თვლის, რის გამოც კლესიიდან მოკვეთა შეიძლება. იგივე ეხება პედოფილ მღვდებსაც. 2009 წელს ბრაზილიაში მოხდა პრეცენდენტი, რამაც ეს პრობლემა სხვა დონეზე წარმოაჩინა. ეკლსიას სურდა დაესაჯა არასწრულწლოვანი გოგონა, რომელიც ძალადობის მსხვერპლი იყო და დაფეხმძიმდა. ის იძუებული
იყო აბორტი გაეკეთებინა. რადგან კათოლიკური ნორმები კრძალავს არასრულწლოვანის მოკვეთას ეკლესიიდან, დედამისი მოკვეთეს, შემდეგ ის ექიმები, ვინც აბორტი გაუკეთა. დაისაჯა ყველა, დამნაშავის გარდა. მოძალადეს არავინ არ შეხებია.


imageimage

საკმარისია აღინიშნოს ერთი ფაქტიც - კათოლიკურმა ეკლესიამ ნაცისტები არ მოკვეთეს ეკლესიიდან კაცობრიობის
წინაშე ჩადენილი დანაშაულებების გამო იმისდა მიუხედავად, რომ ბევრი მათგანი თავგამოდებული კათოლიკე იყო. ერთადერთი ნაცისტური ელიტის წარმომადგენელი იოზეფ გებელსი იყო ვინც ეკლსიიდან მოკვეთეს. თქვენ გგონიათ ომის გამო? ან პოლიტიკისთვის? ის მოკვეთეს იმისთვის, რომ ცოლად მოიყვნა განქორწინებული პროტესტანტი.
imageimage


8. ნაცისტების დახმარება
გავიხსენოთ კათოლიკური ეკლესიის და ნაცისტური რეჟიმის მჭიდრო კავშირი. ეს „მეგობრობა“ დაიწყო 1929 წელს ლატერანის პაქტის ხელმოწერისას კარდინალ პეტრო გასპარის და იტალიის პრემიერ-მინისტრის ბენიტო მუსილინის შორის. შეთანხმება ეხებოდა კათოლიკური ეკლესიის პრივილეგიებს და მის როლს იტალიურ მონარქიაში.


imageimage
image


არ შეიძლება არ გავიხსენოთ იოსებ ტისო - სლოვაკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი, ნაცისტური გერმანიის ერთ-ერთი მარიონეტი სახელმწიფოს დიქტატორი. სწორედ მისი მმართველობისას სლოვაკეთი იყო ის პირველი ქვეყანა, რომელმაც დაიწყო თავისი ებრაელი მოქალაქეების გაყვანა გერმანულ საკონცენტრაციო ბანაკებში.


image

imageimage
მხოლოდ 2 წლის განმავლობაში 1940-42 წლებში სლოვაკიიდან 52 000 ებრაელი იყო დეპორტირებული და მოკლული. ამ სიტუაციის საშინელება რაში მდგომარეობს. ტისომ მთელი თავისი პოლიტიკური კარიერის მანძილზე იყო პრაქტიკოსი კათოლიკე მღვდელი. 1945 წელს სლოვაკეთის ნაცისტებისგან განთავისუფების შემდეგ ტისო დაიჭირეს და სახელმწიფოს ღალატისთვის ჩამოახრჩვეს, მაგრამ ეკლესიიდან არ მოკვეთეს.


imageimageimage

9. რადიკალური ისლამის წარმომადგენლებთან კავშირი


image



რაც არ უნდა მოულოდნელად ჟღერდეს, ეს მართლაც ასეა. ყველაფერი დაიწყო 1994 წელს, როცა 180 ქვეყნის წარმომადგენლები შეიკრიბნენ, რომ განეხილათ გეგმა პლანეტაზე მოსახლეობის რაოდენობის მოსალოდნენლი კრიზისული სიჭარბის გადასაჭრელად.


imageimageimage

მოულდნელად ამ გეგმას მოწინააღმდეგე გამოუჩნდა კათოლიკური ეკლესიის სახით. საქმე იმაშია, რომ ეს გეგმა ეწინააღმდეგებოდა კათოლიკური ეკლესიის შეხედულებას სექსუალურ თავისუფლებაზე და აბორტზე. ეკლესიას მოკავშირე
ჭირდებოდა, რომელიც მხარს დაუჭერდა . ასეთ მოკავშირედ გახდნენ რადიკალური და ფუნდამენტალისტური სახელმწიფოები და ფანატიკოსთა ჯგუფები ისლამურ ქვეყნებში. განსაკუთრებული მეგობრობა გამოუვიდათ ირანთან. ირანის მაშინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა მოჰამად ჰაშემი რაფსანჯანმა ერთხელ თქვა, რომ - რელიგიური
მთავრობების თანამშრომლობა აბორტების კანონგარეშედ გამოცხადებაში არის მშვენიერი დასაწყისი სხვა სფეროებში თანამშრომლობისათვის.

image


თანამშრომელობის ამ ტენდენციამ მაშინ სეროზული შეშფოთება გამოიწვია მთელ მსოფლიოში.


10. დედა ტერეზას ფენომენი


დედა ტერეზა ცნობილი კათოლიკე მონაზონი მთელი ცხოვრება ავადმყოფებს და ღარიბებს ემსახურებდა.



imageimage


1979 წელს ის გახდა მშვიდობის ნობელის პრემიის ლაურეატი. 2003 წელში, მისი სიკვდილიდან 6 წლის შემდეგ, ის ნეტარად შერაცხეს, ხოლო 2015 წელს წმინდანად აღიარეს.


image

მაგრამ უკვე სიცოცხლეშივე დედა ტერეზას საზოგადოებრივი და საქველმოქმედო მოღვაწეობა მრავას კრიტიკას და გაკიცხვას იმსახურებდა. კერძოდ, გერმანულმა ჟურნალმა Stern-მა გამოაქვეყნა ანგარიში, რის თანახმადაც 1991 წელს მის ანგარიშზე შემოწირულობების მხოლოდ 7 % დაიხარჯა ქველმოქმედებაში. თვითონ დედა ტერეზა თვლიდა, რომ ღარიბების ხვედრია ტანჯვა. ალბათ ამიტომაც ინდოეთში დიდი ბუნებრივი კატაკლიზმების დროს დაზარალებული ასიათასობით ადამიანს

დედა ტერეზა მოუწოდებდა ელოცათ, მაგრამ არცერთხელ არ დაეხმარა მათ ფულით. უსახსრობის გამო არა- ფული ჭარბად მოსდიოდა მთელი მსოფლიოდან.

imageimageimageimageimage


imageimage
imageimageimageimage

დიდ კრიტიკას განიცდიდა მისი თავშესაფრები. ისინი ძალიან სავალალოდ გამოიყურებოდნენ, და ანტისანიტარია სუფევდა, იქ არ იყო განსხვავება განკურდნებად და განუკურნებელ ავადმყოფებს შორის. ასე რომ ადამინები, რომლების გამოჯანმრთელებაც შეიძლებოდა, ინფექციების რისკის ქვეშ რჩებოდნენ მკურნალობის გარეშე. დედა ტერეზა თავის ობიექტებს ეძახდა „სახლს მომაკვდავთათვის“.
თვითონ სამედიცინო დახმარებისთვის მიმართავდა ცნობილ სამედიცინო კლინიკებს აშშ-ში, ევროპასა და ინდოეთში, რაც იწვევდა კრიტიკოსებისაგან მის დადანაშაულებას თვალთმაქცობაში.


182
8-ს მოსწონს
გასაჩივრება
მომწონს
 
 
ავტორი:melody_inside
melody_inside
Mediator image
Mediator image
Mediator image
   ქართული კლავიატურა
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0
რის გამო უნდა რცხვენოდეს კათოლიკურ ეკლესიას ( ნაწილი I )რის გამო უნდა რცხვენოდეს კათოლიკურ ეკლესიას ( ნაწილი I )
კათოლიკური ეკლესია მთელი თავისი დიდი ისტორიის მანძილზე...
კიდევ ერთი თამამი ქართველი გოგონაკიდევ ერთი თამამი ქართველი გოგონა
სითამამე რომ საქართველოში ძალიან ფასდება უკვე საიდუმლო არავისთვისაა. ძალიან ბ...
10 ყველაზე შოკისმომგვრელი ციტატა ბიბლიიდან10 ყველაზე შოკისმომგვრელი ციტატა ბიბლიიდან
ალბათ ქრისტიანთა სულ მცირე 90%-ს სახლში ბიბლია თვალსაჩინო საპატიო ად...
"ეშმაკი შეიძლება სასქესო ორგანოში შეგვივიდეს" (ვიდეო)"ეშმაკი შეიძლება სასქესო ორგანოში შეგვივიდეს" (ვიდეო)
სოციალურ ქსელებში დიდი პოპულარობით სარგებლობს ვიდეო, სად...
წინასწარმეტყველება ბოლო ჟამზეწინასწარმეტყველება ბოლო ჟამზე
ღირსი ლავრენტი ჩერნიგოველი (ერისკაცობაში ლუკა პროსკურა) დაიბადა, რუსეთში ჩერნიგო...
სასწაულები რომელიც ჩვენს თვალწინ აღესრულებასასწაულები რომელიც ჩვენს თვალწინ აღესრულება
ლოცვა, რომლის დახმარებითაც უამრავი ადამიანი განიკურნა და განთავისუ...
ნირვანა ბუდიზმშინირვანა ბუდიზმში
ნირვანას ცენტრალური ადგილი უკავია ბუდიზმში, ეს არის ადამიანის სულიერი მდგომარეობის განსაკუთრებ...
ევროპაცენტრიზმისა და აზიაცენტრიზმის თვალსაზრისიევროპაცენტრიზმისა და აზიაცენტრიზმის თვალსაზრისი
ევროპა და აზია, ორი ურთიერთდაპირისპირებული კონტინენტია. დილემათ...