x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
საუკეთესო საჩუქრები ვალენტინობაზე

ვალენტინობის დღე მალე დადგება და ბევრი მას მოუთმენლად ელოდება. ძვირფასო მამაკაცებო თქვენი შეყვარებულები, ამ დღეს, საოცარ საჩუქრებს ელოდებიან თქვენგან. იმედებს ნუ გაუცრუებთ მათ! თუ ფიქრით თავი «გიდუღთ» და არ იცით რა აჩუქოთ, ქვემოთ მოცემული რჩევებით ისარგებლეთ!


1. კურიერი გულის ფორმაში

image

თუ 14 თებერვალს თქვენი შეყვარებული სწავლობს ან მუშაობს, გაუგზავნეთ გულის ფორმაში გამოწყობილი კურიერი პირდაპირ აუდიტორიაში ან სამუშაოზე. და რა თქმა უნდა, წინასწარ უნდა მოამზადოთ ლამაზად შეფუთული საჩუქარი, მისი საყვარელი ყვავილების თაიგული და სასიყვარულო გზავნილი, რომელსაც კურიერი ყველას თანდასწრებით წაიკითხავს. თუ თქვენი შეყვარებული იმ დღეს თავისუფალია, ის და მისი მეგობრები მყუდრო კაფეში დაპატიჟეთ და კურიერი იქ გაგზავნეთ. ხოლო საღამოს შეხვდით და პირადად მიულოცეთ.

image
2. ვიდეო მილოცვა
imageვიდეო მილოცვის გაკეთება რთული არ არის. მთავარი, ამ შემთხვევაში, ტექსტის შერჩევა არის, რომელიც ჩვეულებრივი კამერის წინ უნდა წაიკითხოთ. შეგიძლიათ ასევე, სიმღერა ჩაწეროთ და ერთობლივად გადაღებული ფოტოსურათების სლაიდშოუს დაუდოთ ფონად.
image3. მოულოდნელი სიურპრიზი
imageთქვენი შეყვარებულის სადარბაზოს წინ, შეგიძლიათ სანთლები დაალაგოთ, ისე რომ ერთობლივად გულის ფორმას ქმნიდეს. შეგიძლიათ დაზღვეული წერილი გაუგზავნოთ, რომელსაც 14 თებერვალს გადასცემენ. ან მტრედი გაუგზავნოთ, ფეხზე მობმული გზავნილით. და ბოლოს, თუ ფინანსური შესაძლებლობა საშუალებას გაძლევთ, მის სახლთან, სასწავლებელთან ან სამუშაო ადგილთან ახლოს მდებარე ბანერზე გაუკეთეთ სასიყვარულო გზავნილი .

image

4. ხელი სთხოვეთ
imageთუ წელს ოჯახის შექმნა გაქვთ გადაწყვეტილი – ხელის სათხოვნელად, 14 თებერვალზე საუკეთესო დროს ვერ ნახავთ. ამ დღეს, ხელისა და გულის შეთავაზება – სუსტი სქესის ყველა წარმომადგენლის ოცნება არის. სად და როგორ გააკეთებთ ამას, უკვე თქვენს ფანტაზიაზე და ფინანსურ შესაძლებლობაზე არის დამოკიდებული.

image5. პრინტ პლედი


image

ამ საჩუქრის გაკეთებას დამოუკიდებლად ვერ შეძლებთ. ჯერ ერთობლივად გადაღებული ფოტოები უნდა ამოაბეჭდინოთ ქსოვილზე (ყურადღება მიაქციეთ ქსოვილის ხარისხს, რეცხვის დროს ფერები არ უნდა ჩამოირეცხოს), შემდეგ მკერავს უნდა მიუტანოთ, რომ მსოფლიოში ყველაზე თბილი პლედი შეგიკეროთ.

image6. სათამაშო ყვავილებით
imageამ საჩუქრის შეკვეთა ფლორისტულ მაღაზიაში შეიძლება. უბრალოდ თაიგულის ჩუქება მეტისმეტად ბანალურია. მაგრამ თუ ყვავილებით შექმნილ დათუნიას ან თუნდაც გულს აჩუქებთ შეყვარებულს – ეს უკვე სულ სხვა იქნება!
image7. მოგონება

image

მოუწყეთ მას ისეთი ზეიმი, რომელსაც არასოდეს დაივიწყებს. შოკოლადს და ოქროს ნივთებს მალე ივიწყებენ, მაგრამ რომანტიკული საღამო პარიზში ან სხვა მისთვის უცხო ქალაქში – მუდამ ემახსოვრება. მაგრამ, თუ ასეთი საღამოს მოსაწყობად ფინანსური შესაძლებლობები არა გაქვთ, აჩუქეთ მას სპა სალონის ან მაღაზიის სასაჩუქრე ბარათი. შეასრულეთ თქვენი შეყვარებულისთვის კეთილი ფერიას როლი.
image8. ხელით ნაკეთი ნივთი
imageასეთი ნივთის გაკეთება თავად თუ არ შეგიძლიათ, შეგიძლიათ სპეციალისტს დაუკვეთოთ ან მზა ნივთი შეიძინოთ და ზედ, თქვენი და თქვენი შეყვარებულის სახელები ამოატვიფრინოთ.

image9. შინაური ცხოველიimageეს საჩუქარი იმ შემთხვევაში უნდა აჩუქოთ, თუ თქვენი შეყვარებული, რომელიმე ჯიშის ლეკვზე ან კნუტზე ოცნებობს. შესაფერისი საჩუქრის შეძენის შემდეგ, ყელზე ბაფთით მისალოცი ბარათი მიამაგრეთ, ჩასვით სასაჩუქრე კოლოფში და მის კარებთან დატოვეთ. რა თქმა უნდა, გააკონტროლეთ რომ «ამანათი» იმან მიიღოს, ვისთვისაც არის დატოვებული.
image10. პერსონალური საიტი

image

თუ თქვენი შეყვარებული წერს ლექსებს, მოთხრობებს, ხატავს ან გატაცებულია ფოტოგრაფიით, შეგიძლიათ პერსონალური საიტი აჩუქოთ, მისი შემოქმედების პოპულაციისთვის.

2
197
8-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
197
  
2016, 13 თებერვალი, 12:22
აბა, წარმატებები :)
2016, 13 თებერვალი, 12:10
8 ავირჩიე ვნახოთ რაიქნებ ა
0 1 2