x
image
ციცი
Mediator image
რა აკავშირებს ანრი ბიბინეიშვილის ოჯახის დანგრევასთან ქერათმიან ლამაზმანს-"ცოლს თვესა და ექვს დღეში დავშორდი..."

image
მსახიობ ანრი ბიბინეიშვილი-ჯაყელის ქორწინება ძალიან ხანმოკლე აღმოჩნდა. სულ რაღაც ერთ თვესა და 6 დღეში დაინგრა მისი ოჯახი. თუმცა ანრი ბიბინეიშვილისთვის ეს პერიოდი არც თუ ისე მცირეა, ვინაიდან პირველ ცოლს, რომელთანაც ოთხწლიანი სიყვარული აკავშირებდა, დაქორწინებიდან ორ კვირიანი თანაცხოვრების შემდეგ დაშორდა. მისი პირველ მეუღლეს ერქვა ნინო და იგი არ იყო ცნობილი პიროვნება.

მეორე ცოლთან დაშორების შესახებ ანრიმ გია ჯაჯანიძის შოუში "სხვა რაკურსში" განაცხადა. სწორედ ამ შოუში მოხდა მისი და მისი მეორე ცოლის ხელისმოწერა და ბეჭდების გაცვლა. წყვილის დაშორების შესახებ უკვე დადიოდა ხმები, იწერებოდა სტატიები, ხოლო მიზეზად ქერათმიან ლამაზმანთან, მოდელ, პიანისტ და მსახიობ ემილია სისაურთან ურთიერთობას ასახელებდნენ. იმის გამო, რომ ჭორები გაექარწყლებინა მსახიობმა გია ჯაჯანიძის შოუში განაცხადა, რომ ემილი სისაურთან, ამ ულამაზეს ქერათმიან გოგოსთან მას არაფერი არ აკავშირებს მეგობრობის გარდა, თუმცა ხუმრობით ისიც დასძინა, რომ სამომავლოდ რა იქნება არ იცის და არაფერს გამორიცხავს. მათი ოჯახის დანგრევის მიზეზი კი მხოლოდ და მხოლოდ ის იყო, რომ ორმა ადამიანმა რომლებმაც გადაწყვიტეს რომ ყვარებოდათ ერთმანეთი, სამწუხაროდ ვერ გაუგეს ერთმანეთს. წყვილი ყოველგვარი ხმაურის გარეშე, ძალიან "სვეცკად" დაშორდა ერთმანეთს, როგორც თვითონ ანრი ბიბინეიშვილმა განაცხადა.

ანრის მეუღლე კი, როგორც მოგეხსენებათ იყო მსახიობ მალხაზ ქვრივიშვილის ყოფილი ცოლი, მარიამ ახობაძე. მალხაზი მეუღლეზე 27 წლით უფროსი იყო და ჰყავთ საერთო შვილი, 3 წლის ანდრია.imageimageimageimage
image

0
1140
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
1140
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0