x
გორის უნივერსიტეტის პირველი რექტორის ტრაგიკული ბედი
12 თებერვალი, 12:14

გაბრიელ იგივე გაბო თათარაშვილი იყო გორის უნივერსიტეტის პირველი რექტორი, რომლის სახელსა და გვარს საბჭოთა კავშირის პერიოდში ტაბუ ჰქონდა დადებული, მისი ისტორია საოცარი ტრაგიზმითაა აღსავსე, ისევე როგორც
ათასობით საბჭოთა ინტელიგენტისა.
1930 წლამდე საქართველოში არსებობდა მხოლოდ ერთი, თბილისის
უნივერსიტეტი. სადაც ბევრი მეცნიერების ისეთი კორიფეები იყვნენ ვინ

image

ც არ იზიარებდა დაარ მორჩილებდა საბჭოთა ხელისუფლებას. აქედან გამომდინარე კომუნისტურმა ხელისუფლებამ დაიწყო ახალი უნივერსიტეტების გახსნა სხვა ქალაქებში, კერძოდ, ქუთაისში, ცხინვალში, ბათუმში, გორში. გორში თავდაპირველად გაიხსნა ორ წლიანი სამასწავლებლო ინსტიტუტი, რომლის რექტორად, 1935 წლის აგვისტოში დაინიშნა სრულიად ახალგაზრდა გაბრიელ თათარაშვილი.იმ პერიოდში არსებობდა ამჟამინდელი უნივერსიტეტის მხოლოდ პირველი კორპ

უსის შენობა. და გეგმის მიხედვით იმავე წელს უნდა დაესრულებინათ უნივერსიტეტის სრული რეაბილიტაცია და ამისათვის გამოიყო მილიონ რვაასი ათასი მანეთი, მაგრამ ვერ მოხერხდა გეგმის შესრულება.1930იანი წლებიდან დაიწყო მასიური დასმენები. უკვე თავისუფლად სუნთქვაც კი აღარ შეიძლებოდა. შეტევის განსაკუთრებული ობიექტი გახდა ინტელიგენცია, იმ მარტივი მიზეზით რომ იგი რჩებოდა ერთადერთიძალა რომელიც ნაკლებად მორჩილებდა საბჭოთა ხელისუფლებას. სამღვდელ

ოება ფაქტობრივად განადგურდა და ეკლესიები თავლებად გადაიქცა. თავად-აზნაურობა 1934 წლის აჯანყების მერე როგორც ფენა აღარ არსებობდა, უმეტესობა დახვრიტეს, ან ემიგრირდნენ.1937 წლის აგვისტოში დააპატიმრეს გაბრიელ თათარაშვილი, დაპატიმრების თარიღი არ დგინდება მაგრამ შეგვიძლია ვივარაუდოთ რომ ეს მოხდა 17 აგვისტოს, მხოლოდ იმიტომ რომ 18 აგვისტოდან უნივერსიტეტის უწყისებზე დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის ხელმოწერა ჩნდება. დაპატიმრ

ების მიზეზად გაცხადდა მშენებლობის არათანაბარი ტემპი, როგორც აღინიშნა, ერთ წელში უნდა დაესრულებინათ უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მარჯვენა ფლიგელის მშენებლობა და ეს ვერ მოხერხდა.სინამდვილეში მშენებლობის ტემპები არაფერ შუაში იყო.საბჭოთა ხელისუფლება ედავებოდა გაბრიელ თათარაშვილ, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის წლებში 1918-21წწ-ში, იგი იყო სოციალ-ფედერალისტების ახალგაზრდული პარტიის წევრი. გაბრიელ თათარაშვილის პირად

საბუთებში აღმოჩნდა წერილი, სადაც იგი ამბობს, რომ იგი მუშის ოჯახიდან იყო და პარტიასთან არავითარი იდეოლოგოური საერთო არ ჰქონდა და მისი ურთიერთობა მხოლოდ პარტიის ბიბლიოთეკის გამოყენებით ამოიწურებოდა. სტალინის გარდაცვალების შემდეგ, დაიწყო 1937 წლებში დაპატიმრებულებისა და რეპრესირებულთა რეაბილიტაცია. რეაბილიტაცია შეეხო გ. თათარაშვილსაც. 1956 წლის აგვისტოში მის ოჯახს მიუვიდა კავკასიის სამხედრო ოლქის ოფიცრის დასკვნა რომ რომ გ. თათარაშვილს ბრალი არ დაუმტკიცდა და მისი რეაბილიტაცია მოხ

დებოდა. მაგრამ სამწუხაროდ იგი სიკვდილის შემდეგ გამართლა. 1956 წელს ოჯახმა მოიპო

ვა გარდაცვალების მოწმობა, გაცემული 13 ნოემბერს, რომელშიც აღნიშნულია რომ „თათარაშვილი გაბრიელ ივანეს ძე გარდაიცვალა 1943 წლის 7 მაისს ათეროსკლეროზით“. თუმცა სინამდვილეში ასე არ ყოფილა, შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში, საიდუმლო განყოფილებაში აღმოჩნდა 1938 წლის 5 მაისის ოქმი რომლითაც დასტურდება რომ 1938 წლის 5 მაისს გაიცა გ. თათარაშ

ვილის დახვრეტის ბრძანება. ოქმს ხელს აწერს ე.წ. მაშინდელი „ტროიკა“, კომკავშირის, პროპკავშირის და პარტიის წარმომადგენლები. ოქმში მითითებულია რომ იგი 1937 წელს გაირიცხა პარტიიდან და ბრალად ედებოდა მემარჯვენე, კონტრრევოლუციური ორგანიზაციის წევრობა, მას ასევე დაბრალდა გორის უნივერსიტეტში მავნებლური და ძირგამომთხრელი საქმიანობის წარმოება. აღნიშნულ ოქმში არ ეწერა რომ მისი დაპატიმრება სამშენებლო ტემპების დარღვევის გამო მოხდა, როგორც პრესაში გაავრცელდა. აქვე უნდა გითხრათ რომ ამ ოქმს ლურჯი კალმით, ხელით მინაწერი აქვს რუსულად, „დაიხვრიტოს“. ოქმს ხელს აწერენ: ბოგდან ქობულოვი, ვალერიან ტალახაძე, შალვა წერეთელი და სხდომის მდივანია ალექსანდრე მოროზოვი, და
მომხსენებელია ოვიანი. თუ დააკვირდებით ქართველების ნაკლებობაცაა ამ სხდომაზე. სამწუხაროდ ასეთი ტრაგიკული ისტორია ჰქონდა უნივერსიტეტის პირველ რექტორს. და აუცილებელია ვიცოდეთ მის შესახებ ვის მხრებზეც გადაიარა უნივერსიტეტის პირველმა წლებმა.

სტატია დაიწერა არასამთავრობო ორგანიზაციის ”თამაშრომლობა მშივიდობისა და პროგრესისთვის” განხორციელებული პროექტის ”უცნობი საბჭოთა ისტორიების” ფარგლებში, გორის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის, ბატონი სოსო ალიმბარაშვილის ინტერვიუს საფუძველზე, რომელმაც გამოიკვლია გაბრიელ თათარაშვილის ცხოვრება და მოღვაწეობა.


226
შეფასება არ არის
4
გასაჩივრება
მომწონს
 
 
ავტორი:ნანა ქარსიძე
ნანა ქარსიძე
   ქართული კლავიატურა
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0
დაუჯერებელია, მაგრამ "ჟღვინტლების" ჭამა სასარგებლოადაუჯერებელია, მაგრამ "ჟღვინტლების" ჭამა სასარგებლოა
ვიცით, რომ ცხვირიდან გამონადენი ჩნდება მწვავე და ქრონიკული...
რა სასწაულის მომსწრენი ხდებიან ბრიტანელები გაზაფხულზერა სასწაულის მომსწრენი ხდებიან ბრიტანელები გაზაფხულზე
ზაფხულის დადგომასთან ერთად ჩვენს ჩვენს პლანეტაზე იწყება ხ...
ნუ დაიჯერებთ ყველაფერს... 10 ცნობილი ფოტო, რომელიც ყალბი აღმოჩნდანუ დაიჯერებთ ყველაფერს... 10 ცნობილი ფოტო, რომელიც ყალბი აღმოჩნდა
როგორც განუმეორებელი ექიმი ჰაუსი იტყოდა: ყველ...
გსმენიათ თუ არა სვაროვსკის მიწისქვეშა მუზეუმის შესახებ.....გსმენიათ თუ არა სვაროვსკის მიწისქვეშა მუზეუმის შესახებ.....
როდესაც 1995 წელს ცნობილი ავსტრიული , , სვაროვსკის"...
ჩემი ველოსიპედიჩემი ველოსიპედი
მიყიდეს ველოსიპედი რომელიც ჩემი დიდი ხნის ოცნება იყო ჯერ დაჯდომას ვსწავლობდი ...
ერთადერთი ნაგებობა, რომელიც კოსმოსიდან ჩანსერთადერთი ნაგებობა, რომელიც კოსმოსიდან ჩანს
ძნელია ისეთი ადამიანის პოვნა, ვისაც ჩინეთის დიდი კედელის შესახებ ა...
ყველაზე დიდი საროსკიპო ევროპაშიყველაზე დიდი საროსკიპო ევროპაში
ყველაზე დიდი საროსკიპი" პაშა" დღეისთვის ქალაქ კიოლნში მდებარეობს(გერმანია).12 ...