x
ინდიელთა კულტურა თბილისში -სადგურის მოედანზე (+ ვიდეოები)
12 თებერვალი, 2:49

ინდიელები — ამერიკის წითელკანიანი აბორიგენი ტომები. ევროპული კოლონიზაციის გამო მრავალი ტომი განადგურებულ იქნა სრულად ან ნაწილობრივ, ან გასახლებული სხვა ტერიტორიებზე. აშშ-სა და კანადაში ისინი ძირითადად რეზერვაციებში ცხოვრობენ, ბოლივიასა და გვატემალაში მოსახლეობის უმრავლესობას წარმოადგენს. ინდიელები-საერთო სახელწოდება ამერიკის აბორიგენი მოსახლეობისა(ალეუტების და ესკიმოსების გარდა). სახელწოდება წარმოიშვა პირველი ევროპელი ზღვით მოგზაურების(ქრისტეფორე კოლუმბის და სხვების)მცდარი წარმოდგენიდან, რომლებსაც ეგონათ, რომ ატლანტის ოკეანეში მდებარე ინდოეთის მიწა აღმოაჩინეს. ანთროპოლოგიურად ინდიელები ამერიკანოიდულ რასას მიეკუთვნებიან. დაახლოებით, ამერიკაში ინდიელთა საერთო რაოდენობა 30 მლნ-ზე მეტია. 21-ე საუკუნის დასაწყისში მათმა საერთო რაოდენობამ 60 მლნ-ს გადააჭარბა. ლაპარაკობენ თავის ენებზე, დიდ ნაწილი ასევე ესპანურად (ლათინურ ამერიკაში) და ინგლისურად (ჩრდ. ამერიკაში). ინდიელები არიან კათოლიკები, პროტესტანტები, აგრეთვე სინკრეტული კულტებისა და ტრადიციული რწმენების მიმდევრები.


image



დღეს დაახლოებით 15:00 სთ-ზე, სადგურის მოედანზე, კოკრეტულად

"ბავშვთა სამყაროსთან" შემთხვევით შევამჩნიე ხალხის ბრბო. შორიდან მხოლოდ

რაღაც მელოდია მესმოდა, თავდაპირველად ყურადღება არ მივაქციე და გავიარე,

არც შემიხედია თუ რა ხდებოდა... უცებ სიმღერა შეიცვალა და გამახსენდა ჩემი

ერთ-ერთი უსაყვარლესი ფილმი - "უკანასკნელი მოჰიკანი". ამჯერად მართლა

დავინტერესდი, მივედი ახლოს და რას წარმოვიდგენდი თუ თბილისში,

"ბავშვთა სამყაროსთან" ახლომდებარე ტერიტორიაზე ინდიელებს ვნახავდი.

აღფრთოვანებული დავრჩი ნამდვილად, რაღაც პატარა საქმეები მქონდა, ყველაფერი

გადავდე, მარშუტიც ასე რომ ვთქვათ გავისტუმრე და ამ მშვენიერ სანახაობს

დავუწყე ცქერა. შესაძლოა ასზე მეტი მაყურებელი ჰყავდა ამ მინი-კონცერტს,

მაგრამ მერწმუნეთ ძალიან შთამბეჭდავი იყო. სულ ორნი იყვნენ, მაგრამ

ერთი მაინც ვერ გავარჩიე, ქალი იყო თუ კაცი. დაახლოებით 1 საათის განმავლობაში

თვალი არ მოვაცილე ამ სანახაობას და მობილურით გადავიღე რამოდენიმე კადრი.

ამ ხალხის კულტურით ძალიან ვარ დაინტერესებული, აქედან გამომდინარე

გადავწყვიტე ამ სტატიის დაწერაც. ტერიტორიაზე ვერ ნახავდით ისეთ

მოქალაქეებს, რომლებსაც ეს სანახაობა არ გადაეღო. ახლა წარმოგიდგენთ

რამოდენიმე ვიდეოს და ფოტოს, რომლებიც თავად გადავიღე.

სტატია ჩემი სურვილისამებრ დავწერე და მინდა გაგიზიაროთ მეგობრებო, იმედი

მაქვს თქვენც გექნებათ ასეთი შანსი, რათქმა უნდა ვინც ინტერესდებით

მსგავსი სიტუაციებით, მე ძალიან ბედნიერად ვგრძნობ თავს, რომ ვნახე

ინდიელები და შევიძინე რამოდენიმე ხელნაკეთი საჩუქარი მათგან.



მადლობა ყურადღებისთვის.....!



imageimageimageimageimageimageimageimage













ნახეთ ჩემს მიერ გადაღებული ვიდეოები ექსკუზიურად სტატიისთვის.




















სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი


239
10-ს მოსწონს
გასაჩივრება
მომწონს
 
 
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
Mediator image
   ქართული კლავიატურა
12 თებერვალი, 18:00
კაი
12 თებერვალი, 12:39
გაიხარე
12 თებერვალი, 12:38
ძაან არ გადაირიო
12 თებერვალი, 10:55
"აქ რამ მოგიყვანა, შე მადლიანო, შენა" :)) ყოჩაღ, მართლა კარგი სტატიაა.
12 თებერვალი, 9:04
გადავირიე და მოვიხიბლე :) რა თქმა უნდა გავაზიარე
0 1 6
ყველაზე ლამაზი ბელგიელი ქალები !!! ტოპ  13 !!!ყველაზე ლამაზი ბელგიელი ქალები !!! ტოპ 13 !!!
ბელგია არის პატარა სახელმწიფო რომელიც მდებარეობს ევროპის ჩრდილოდ...
ფოტოები სახელწოდებით "უიღბლო დილა"ფოტოები სახელწოდებით "უიღბლო დილა"
ფოტოები, სახელწოდებით "უიღბლო დილა" ალბათ ძალიან ბევრ სასაცილო კადრს წარმოგვ...
ცხოვრება ღმერთის კარნახით და ცხოვრების ოქროს წესიცხოვრება ღმერთის კარნახით და ცხოვრების ოქროს წესი
"რისთვის?" ხშირად სვამენ ადამიანები ასეთ კითხვას, როდესაც ცხ...
ყველაზე ლამაზი აღმოსავლეთის ქალები !!! ტოპ–35 !!!ყველაზე ლამაზი აღმოსავლეთის ქალები !!! ტოპ–35 !!!
სილამაზე წარმოადგენს კულტურის უმნიშვნელოვანეს კატეგორიას. მის...
საიდან მოხვდა ღვთისმშობლის სარტყელი საქართველოში?საიდან მოხვდა ღვთისმშობლის სარტყელი საქართველოში?
ღვთისმშობლის მიძინების შემდეგ მისი სარტყელი თომა მოციქულის კუ...
მადისაღმძვრელი გოგონები საცურაო კოსტუმებშიმადისაღმძვრელი გოგონები საცურაო კოსტუმებში
მოგზაურობა, გართობა, მზის გულზე საცურაო კოსტუმებით კოტრიალი და სურათ...
5  ილუზიონისტი,რომლებიც ნომრის შესრულების დროს დაიღუპნენ5 ილუზიონისტი,რომლებიც ნომრის შესრულების დროს დაიღუპნენ
1-ჩარლზ როუენი , აგრეთვე ცნობილი როგორც "Karr the Magi...
ხმელთაშუა ზღვაში 9 კგ ოქროს საგანძური იპოვეს!ხმელთაშუა ზღვაში 9 კგ ოქროს საგანძური იპოვეს!
ჩვენ შორის ძნელად თუ მოიძებნება ადამიანი, ვისაც ერთხელ მაინც არ ...
8 სუპერპოპულარული ვიდეო,რომელიც ფალსიფიცირებული გამოდგა8 სუპერპოპულარული ვიდეო,რომელიც ფალსიფიცირებული გამოდგა
ავსტრალიულმა კომპანია Woolshed Company-იმ აღიარა, რომ მ...