x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
აჟიოტაჟი “iPhone+”-ის მაღაზიის კურთხევის გარშემო და სახალისო კომენტარები

image“iPhone+”-ის მაღაზიის კურთხევის შესახებ, itv.ge-ზე გასულმა რეპორტაჟმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ქართველები უნუკალური ხალხი ვართ და ეს მხოლოდ ჩვენ შეიძლებოდა მოგვეფიქრებინა. მაშინ როდესაც ბევრისთვის მანქანის კურთხევაც კი სასაცილოა, აკურთხებენ ტელეფონს.... ამ ამბის გაგონებით გამოწვეული ემოციის სიტყვებით გადმოცემა მართლაც რთულია. ქართველები, როგორც ყოველთვის, იუმორის გრძნობას არ კარგავენ და სოციალური ქსელები უამრავმა სახალისო სტატუსმა და კომენტარმა მოიცვა.
მაღაზიის მენეჯერმა გიორგი მაჭავარიანმა განაცხადა, რომ კომპანია iphone+ არის პირველი მაღაზია, სადაც გაიყიდება ნაკურთხი აიფონები. „ხშირად გაგვიგია, რომ საზოგადოება თავს იკავებს ე.წ. ეშმაკის პროდუქტების შეძენისგან. ჩვენ ვითვალისწინებთ ჩვენი ქვეყნის უმრავლესობის აზრსა და ინტერესებს, ამიტომ ვაკურთხეთ მაღაზია". სწორედ ამ განცხადებამ გამოიწვია დიდი გამოხმაურება, რომლის შესახებაც გთავაზობთ სახალისო კომენტარებს:




- ჯერ ტელეფონი რო ვიყიდო და მერ ვაკურთხო ხო შეიძლება? ეკლეა რთავს მსგავს რამეს რო გავაკეთო?



- ნაკურთხი ტელეფონით აღსარების ჩაბარებას ონლაინ შევძლებ?


- ნაკურთხი აიფონიდან რომ დამირეკონ ჩვეულებრივ აიფონზე მადლი თუ გადმოვა?


- სამსუნგს რამდენად მიკურთხებთ?


- მქონდა აიფონი. რამდენჯერაც გაფუჭდა, გავაკეთე. ახლაც გაფუჭდა და ვეღარაფერს ვშველი. თქვენთან რომ მოვასვენო, წესს აუგებთ?




ასევე, სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ვრცელდება ფოტო, რომელზეც აიფონ სერვისისა და ერთ-ერთი მომხმარებლის მიმოწერაა ასახული. თუმცა, რამდენად შეესაბამება ფოტოზე ასახული მიმოწერა სინამდვილეს, უცნობია.




image

2
134
6-ს მოსწონს
ავტორი:პერსეპოლისი
პერსეპოლისი
134
  
2016, 12 თებერვალი, 11:04
itv.ge-ზე დევს ვიდეო :D
2016, 12 თებერვალი, 1:25
აუ რა ვიცინეეე...ლინკი არაა არსად? :D
0 1 2