x
ლიბიის ქალაქ სირტში, რომელიც ლიბიაში "ისლამური სახელმწიფოს" საყრდენად ითვლება უცნობმა სნაიპერმა დაიწყო "ნადირობა" გავლენიან პირებზე და საველე მეთაურებზე
11 თებერვალი, 19:23

image ლიბიის ქალაქ სირტში უცნობმა სნაიპერმა "ისლამური სახელმწიფოს" ხელმძღვანელებზე და საველე მეთაურებზე ნადირობა დაიწყო.
13 იანვრიდან 23 იანვრის ჩათვლით სნაიპერმა (ჯერჯერობით გაურკვეველია ვინაა ან რომელი ქვეყნის სპეცსამსახურის დავალებას ასრულებს) "ისლამური სახელმწიფოს" სამი
ცნობილი პირის ლიკვიდირება მოახდინა.
13 იანვარს მის ტყვიას გავლენიანი სუდანელი ჰამად აბდელ ხადი, 19 იანვარს იერარქიაში მისი მემკვიდრე აბუ მოჰამედ ალ დარნავი შეეწირა, ხოლო 23 იანვარს კი გავლენიანი საველე მეთაური აბდულლაჰ ჰამად ანსარი.
ინფორმაცია სნაიპერზე და მის მიერ ლიკვიდირებულ გავლენიან პირებზე ბელგიურმა გაზეთმა "Morgen" გაავრცელა.
გამომცემლობას ინფორმატორმა განუცხადა, რომ სნაიპერის პროფესიონალიზმზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ ლიკვიდირებული პირების ლიკვიდირება სნაიპერმა მოახდინა იმ ტერიტორიებზე, სადაც ტერორისტები სრულიად უსაფრთხოდ გრძნობდნენ თავს.
სნაიპერი როგორც ჩანს პროფესიონალია, რადგან ახდენს მხოლოდ ერთ ზუსტ გასროლას "ობიექტის" ლიკვიდირებისათვის. მიუხედავად ტერორისტი მებრძოლების ძალზე დიდი საბრძოლო გამოცდილებისა ვერავინ შეძლო დაედგინა ის ადგილი, საიდანაც ახდენდა სნაიპერი გასროლას ტერორისტების მიმართულებით.
წყაროს ინფორმაციით სირტში, რომელიც ლიბიაში "ისლამური სახელმწიფოს" საყრდენად ითვლება, "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლები აწარმოებენ ქალაქის ტოტალურ ჩხრეკას სნაიპერის აღმოსაჩენად, თუმცა ამ ეტაპზე უშედეგოდ.
როგორც გამომცემლობა იუწყება სირტში ამჟამად "ისლამური სახელმწიფოს" სამი ათასამდე მებრძოლი იმყოფება.

153
12-ს მოსწონს
გასაჩივრება
მომწონს
 
 
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
   ქართული კლავიატურა
11 თებერვალი, 19:28
5 მოწონებაა და 4 ნახვა–ცირკია რა. :)
0 1 1
ფოტოები,რის გამოც ადამიანები სამსახურიდან დაითხოვესფოტოები,რის გამოც ადამიანები სამსახურიდან დაითხოვეს
1-40 წლის პედაგოგი, ელენა კორნიუშონკოვა, პატარა ქალაქ კონა...
მეგრული ენის ისტორიამეგრული ენის ისტორია
სამეგრელოს მოსახლეობის დიდი ნაწილი მეგრულ ენაზე ლაპარაკობს; ქრისტეშობამდე პირველ ათასწლეულ...
მათ სისასტიკით ჰიტლერსაც კი აჯობესმათ სისასტიკით ჰიტლერსაც კი აჯობეს
ჰიტლერი "ამერიკის დამლაშქრავებთან" შედარებით უსუსურ ლეკვად გამოიყურება.ეს ის...
ცნობილები საცურაო კოსტუმებშიცნობილები საცურაო კოსტუმებში
ირინა შეიკი სანაპიროზეჯესიკა ალბაჯესიკა ბილი ჯესიკა ლაუნდესიჯულია რობერტსიკელი ბრუ...
სირიელი ტერორისტები ერთმანეთს დაერივნენსირიელი ტერორისტები ერთმანეთს დაერივნენ
შეიარაღებული კონფლიქტი დამასკოს რაიონში მოხდა. გავრცელდა ახალი ინ...
სად არის ტანკების "სასაფლაო"?სად არის ტანკების "სასაფლაო"?
სპარსეთის ყურის ომის შემდეგ, ერაყი რამოდენიმეჯერ შეიჭა კუვეიტში. ერაყს სურდა კ...
სნაიპერული ბრძოლის მეთოდებისნაიპერული ბრძოლის მეთოდები
სნაიპერული ბრძოლა ფართოდ გავნითარებული ხელოვნებაა, რომელიც ფიზიკურ კონტროლის...
ჩვენ გვჯერა, აქ წყდება საქართველოს ბედი!ჩვენ გვჯერა, აქ წყდება საქართველოს ბედი!
ქართველი მებრძოლის ალექსანდრე გრიგოლაშვილის უკანასკნელი პოსტი სოციალურ...