x
რომანტიკული ადგილები, რომლებიც აუცილებლად უნდა მოინახულოთ
11 თებერვალი, 19:13

საყვარელ ადამიანთან ერთად ვალენტინობის დღის გატარებას წყვილების უმეტესობა
პარიზში ამჯობინებს.
პარიზი არის სიყვარულის ქალაქი და ეს ყველასთვის კარგად ცნობილია.
ყველაზე ხშირად, ახალდაქორწინებულები თაფლობის თვეს ამ ქალაქში ატარებენ, მაგრამ მსოფლიოში არსებობს უამრავი სხვა ნაკლებად ცნობილი ადგილი, რომელიც
რომანტიული მიმზიდველობით არაფრით ჩამოუვარდება პარიზს.

image

რა ასოციაციები ჩდება სიტყვა "რომანტიკული"-ის გაგონებისას, ბუნებრივია ყველას
სხვადასხვა შეხედულება ექნება ამაზე, მაგრამ მოდი გამოვყოთ რამდენიმე ადგილი, სადაც წყვილებს რომანტიკულად შეუძლიათ გაატარონ ვალენტინობის დღე, ან წავიდნენ
"თაფლობის თვე"-ში.


ადაიპური (ინდოეთი)


შეიძლება ბევრი ფიქრობდეს, რომ ინდოეთში რომანტიკას არაფერი ესაქმება, მაგრამ
როდესაც ადაიპურში რაჯასტანის ულამაზეს ოაზისს იხილავს, ნამდვილად შეეცვლება
წარმოდგენა აქაურობაზე.
დიდებული ციხეები და სასახლეები, ქუჩაში გამოფენილი უამრავი ლამაზი სამკაული,
ადამიანები, რომლებიც ეგზოტიკა და რომანტიკული გარემოს შერწყმით დიდებულ და
საოცნებო ადგილს ქმნიან, რომლის დავიწყებაც შეუძლებელია.

image
image







Waiheke (ახალი ზელანდია)

უაიჰეკეს კუნძული ახალ ზელანდიაში, ქალაქ ოკლენდიდან 17 კმ-შია.
ეს კუნძული მდიდარი ფლორითა და ფაუნით გამოირჩევა, ულამაზესი სანაპიროები
და ხედები ნამდვილას ქმნის რომანტიკულ განწყობას და საკმაოდ მიმზიდველი ადგილია დასასვენებლად.
imageimage




Middleburg, Virginia (ამერიკის შეერთებული შტატები)


ვირჯინიის შტატი ცნობილია თავისი ისტორიული წარსულით, მაგრამ ბოლო წლებში

იგი სრულიად სხვა კუთხით გახდა საინტერესო, მაგალითად შესანიშნავი ღვინით,

საინტერესო და რომანტიკული ადგილებით, როგორიცაა მაგალითად მიდლებურგი.

imageimage



Mostar (ბოსნია და ჰერცოგოვინა)


მოსტარი ისტორიული ჰერცეგოვინის არაოფიციალურ ცენტრად ითვლება. მდებარეობს მდინარე ნერეტვაზე და წარმოადგენს მოსახლეობის რაოდენობით ქვეყნის სიდიდით მე-5 ქალაქს.

ქალაქის სახელწოდება „ხიდის მცველს“ ნიშნავს და წყვილებისთვის საკმაოდ საინტერესო ადგილად ითვლება.

image

image


ვენეცია (იტალია)


არავისთვისაა სიახლე, რომ ვენეცია ერთ-ერთ ყველაზე რომანტიკულ ადგილად ითვლება მსოფლიოში, ჩემი აზრით კი ის ყველაზე რომანტიკული ადგილია და მხოლოდ აქ შეიძლება გაატარო საყვარელ ადამიანთან ერთად დაუვიწყარი დრო.

imageimage


გალე (შრი ლანკა)


გალე ევროპელების მიერ აშენებული თავდაცვითი, გამაგრებული ქალაქის საუკეთესო მაგალითია მთელს სამხრეთ აზიაში, რომელშიც წარმოდგენილია ევროპული არქიტექტურისა და სამხრეთ აზიური ტრადიციების ურთიერთშერწყმა.

რომანტიკულს გარემოს აქ არსებული არქიტექტურა და ულამაზესი სანაპიროები ქმნის.

imageimage



რამდენად მოახერხებთ ამ ადგილებზე წასვლას არ ვიცი, მაგრამ ჩემი აზრით რომანტიკული გარემოს შექმნა, თუკი შეყვარებული ხარ, ნებისმიერ ადგილას შეუძლია ადამიანს.

გისურვებთ სიყვარულსა და ბევრ რომანტიკას!


სიყვარულით, "მოზამბიკელი"





55
3-ს მოსწონს
8
გასაჩივრება
მომწონს
 
 
ავტორი:მოზამბიკელი
მოზამბიკელი
   ქართული კლავიატურა
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0
ქორწილის ყველაზე ცუდი სურათებიქორწილის ყველაზე ცუდი სურათები
ძნელია განსაზღვრო შენს უკან რა ხდება, მაშინ როდესაც ქორწინდები, ფოტოს იღებ, დ...
პარიზის ქუჩის მოდაპარიზის ქუჩის მოდა
2016 წელი.. გაზაფხული.. პარიზი.. ქუჩის მოდა.. მოდა.. TRS CHIC.. oooooooooooo...
მსოფლიოს ყველაზე ლამაზ ქალებად რუსები დასახელდნენმსოფლიოს ყველაზე ლამაზ ქალებად რუსები დასახელდნენ
რაღა თქმა უნდა ყველა ადამიანი არის ინდივიდი და სილამაზეც მეტ-...
17 წლის ბიჭი პენსიონერ ქალზე  დაქორწინდა17 წლის ბიჭი პენსიონერ ქალზე დაქორწინდა
მრავალშვილიან დედას და 17 წლის ყმაწვილს ერთმანეთი შეუყვარდათ და ნაცნობ...
"დავრჩით ასე სიკვდილის პირისპირ“"დავრჩით ასე სიკვდილის პირისპირ“
ტელეწამყვანი, სცენარისტი და მსახიობი ნიკოლოზ წულუკიძე მეუღლესთან ერთად დასასვე...