x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134052
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
"წამოზრდის შემდეგ ნაჯახი, სქესის მიხედვით, ხდება საჯახი ან მაჯახი" - რა არის ოჯახი?
imageროგოც ცნობილია, ოჯახის ცნება დღეს განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მოექცა. ამის მიზეზი კი არის საზოგადოების ერთი ნაწილის მიერ ერთნაირი სქესის მქონე ადამიანებს შორის ქორწინების დაკანონების მოთხოვნა. შესაბამისად, საზოგადოებაში ჩნდება შეკითხვა: შეიძლება თუ არა ოჯახი ეწოდოს ამგვარ კავშირს?


ოჯახის თემას სოციალურ ქსელში ეხმიანება ენათმეცნიერი, ბატონი ლევან ღვინჯილია და ამ ტერმინის განმარტებას შეგვახსენებს:


"~ რა არის ოჯახი?


~ ოჯახი" თურქული სიტყვაა ("ოჯაკ"- "კერა", "სახლი", "სახლეული"); ქართულად იხმარებოდა - "კომლი"("კვამლიდან" მომდინარე), "სახლობა", "კერია", "ჯალაბი"(ესეც ნასესხებია) და სხვა.



~ თურქულიდან "ოჯახი" რუსებმაც ისესხეს("ოჩაგ")...


~ "დაქორწინების" სინონიმია - "დაოჯახება", ამიტომაც, ზოგჯერ, ამ ორ ცნებას სხვა კონტექსტებში ერთმანეთში ურევენ.


~ ყველა "დაქორწინება" ნიშნავს "ოჯახის შექმნას", ანუ "დაოჯახებას", მაგრამ ყველა ოჯახი არ შედგება მხოლოდ ცოლ-ქმრისა და მათი შვილებისაგან ან მშობლებისაგან.


~ დედ-მამის აღსრულების შემდეგ დარჩენილი "ორი ან მეტი და-ძმაც" ოჯახია, "ბებია და შვილიშვილიც" ~ ოჯახია, "რძალ~დედამთილიც" ოჯახია, "რძალ-მულიც" ოჯახია, თუკი ოჯახის ბედის ჩარხი ისე დატრიალდა, რომ მხოლოდ "ესენი" დარჩნენ.


~ ასეთი ვარიაციები კიდევ ბევრი შეიძლება დასახელდეს;


~ ამიტომ ნურავინ დაიჩემებს, რომ "ოჯახი არის მხოლოდ "ქალ-ვაჟის დაქორწინების შედეგად შექმნილი ერთობა, ან თანაცხოვრება";


~ ქეგლ-ი "ოჯახს" ასე განმარტავს: -"ერთად მცხოვრებ ადამიანთა ჯგუფი, რომელიც შედგება უახლოესი ნათესავებისაგან".....


~ ამიტომ და კიდევ ბევრი სახვა რამის გათვალისწინებით, სასურველია, კარგად დავფიქრდეთ, სანამ რომელიმე ტრადიციული ტერმინის შინაარსის გადასინჯვას დავიწყებდეთ." - ხსნის ლევან ღვინჯილია.


აღნიშნულ სტატუსს ეხმიანება მწერალი, სატირიკოსი და მხატვარი კობა ჭუმბურიძე:


image"ბელუმ ომნიუმ კონტრა ომნეს, ანუ
ერთსქესიანები ერთსქესიანთა წინააღმდეგ


ბატონმა ლევან ღვინჯილიამ განმარტებითი სტატუსი მიუძღვნა ცნება ოჯახს, რომელიც არასწორი "ხმარებისგან" დაღალეს.


ასევე არასწორად იყენებენ ცნებას - ერთსქესიანთა ქორწინება. უნდა იყოს - ერთნაირსქესიანთა ქორწინება, რამეთუ ჩვენ ყველანი ერთსქესიანები ვართ, გარდა ჰერმაფროდიტებისა.
ვისაც უფრო ზუსტად აინტერესებს ეს ამბები, ბატონი ლევანის კედელზე მიაგნებს, მე კი მხოლოდ ჩემს მოსაზრებას მოგახსენებთ მოკლედ:
ოჯახი შედგება შემდეგი ძირითადი წევრებისგან - საჯახი (ქალი), მაჯახი (კაცი), ნაჯახი (ნაშიერი).


წამოზრდის შემდეგ ნაჯახი, სქესის მიხედვით, ხდება საჯახი ან მაჯახი და თუ იგი კომლში შემოიყვანს თავის მეწყვილეს, ოჯახი ფართოვდება მეორე თაობით.
შესაძლოა იგი გაფართოვდეს მესამე თაობით და ასე შემდეგ.


ახლა ამბობენ, რომ ოჯახი შესაძლოა იყოს ორი რიგრიგობით ურთიერთმაჯახიც. ნაჯახი თუ არ არის შედეგი, ოჯახი რანაირად გამოდის, თვარა ამათმა აჯახონ ერთმანეთს და იყონ სიამტკბილობაში (შემასმენელს "იყონ" აქ ორმაგი დატვირთვა აქვს და შეცდომად ნუ ჩამითვლით)" - წერს იგი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.


imageimage



0
948
6-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
948
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0