x
ნაკურთხი "iphone"-ბი უკვე გაყიდვაშია! (+ვიდეო)
11 თებერვალი, 2:29

image
თუ თქვენ ნანატრი iphone-ის ყიდვისაგან თავს იკავებდით, რადგან მას ეშმაკის მანქანად მიიჩნევდით პრობლემა უკვე გადაჭრილია, შეგიძლიათ მიბრძანდეთ მაღაზიაში და უკვე ნაკურთხი მობილური ტელეფონი შეიძინოთ. არ მოგესმათ, ეს ქართული რეალობაა, რომლის ამსახველი კადრებიც ინტერნეტსივრცემ აიტაცა.

"კომპანია iphone+ არის პირველი მაღაზია, სადაც გაიყიდება ნაკურთხი აიფონები. ხშირად გაგვიგია, რომ საზოგადოება თავს იკავებს ე.წ. ეშმაკის პროდუქტების შეძენისგან. ჩვენ ვითვალისწინებთ ჩვენი ქვეყნის უმრავლესობის აზრსა და ინტერესებს, ამიტომ ვაკურთხეთ მაღაზია"-განაცხადა მაღაზიის მენეჯერმა გიორგი მაჭავარიანმა.

"ძალიან მიხარია, რომ მაღაზია აკურთხეს. დიდი ხანია ამ მაღაზიის მომხმარებელი ვარ და მე, როგორც მართმადიდებელს მიხარია, რო ჩვენს ქვეყანაში კიდევ ერთი ნაკურთხი მაღაზია იარსებებს"-აცხადებს მომხმარებელი.

მომხდარმა ფაქტმა სრულიად საქართველო გაახალისა. ერთნი ირწმუნებიან, რომ ვიდეო არასწორადაა დამონტაჟებული და უბრალოდ მაღაზია აკურთხეს და არა უშუალოდ პროდუქცია. მომხმარებლებს კი უამრავი კითხვა უჩნდებათ, მაგ: რამდენად ძვირია ნაკურთხი პროდუქტი ჩვეულებრივთან შედარებით. ზოგიერთები იმედოვნებენ, რომ ნაკურთხი ტელეფონი უკეთ გაძლებს და იმუშავებს. რელიგიური უმცირესობის წარმომადგენლები კი პროდუქტის შესაძენად ხსენებულ მაღაზიას ალბათ აღარ მიაკითხავენ. არიან ისეთები, ვინც მომხდარმა აღაშფოთა, მეორენი კი კარგად ხალისობენ. "რა იყო, რა ამბავი ატეხეთ?! ნაკურთხი წყალი შეიძლება ყველაფერს ასხურო: აიფონსაც, მანქანასაც, გაზის გამათმობელსაც და ქალსაც"-წერს თამაზ ბიჩინაშვილი. image

314
4-ს მოსწონს
გასაჩივრება
მომწონს
 
 
ავტორი:K.P.
K.P.
   ქართული კლავიატურა
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0
დასაშვებია თუ არა პატრიარქის ნათლულებს შორის ქორწინება?დასაშვებია თუ არა პატრიარქის ნათლულებს შორის ქორწინება?
დღეისთვის საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს უ...
აი რატომ უნდა დაიძინოთ სულ შიშველმააი რატომ უნდა დაიძინოთ სულ შიშველმა
ყველა ადამიანი შეიძლება დავყოთ მხოლოდ ორ კატეგორიად: მათ, ვისაც უყვარს ძილ...
"ეშმაკი შეიძლება სასქესო ორგანოში შეგვივიდეს" (ვიდეო)"ეშმაკი შეიძლება სასქესო ორგანოში შეგვივიდეს" (ვიდეო)
სოციალურ ქსელებში დიდი პოპულარობით სარგებლობს ვიდეო, სად...
წინასწარმეტყველება ბოლო ჟამზეწინასწარმეტყველება ბოლო ჟამზე
ღირსი ლავრენტი ჩერნიგოველი (ერისკაცობაში ლუკა პროსკურა) დაიბადა, რუსეთში ჩერნიგო...
სასწაულები რომელიც ჩვენს თვალწინ აღესრულებასასწაულები რომელიც ჩვენს თვალწინ აღესრულება
ლოცვა, რომლის დახმარებითაც უამრავი ადამიანი განიკურნა და განთავისუ...
სასულიერო პირები: "ჩვენ მოვაწყობთ რევოლუციას"სასულიერო პირები: "ჩვენ მოვაწყობთ რევოლუციას"
ქუთაისში, სასულიერო პირები და ქალაქში არსებული სხვადასხვა ეკლესი...
არქიმანდრიტ ბართლომეს პრეზიდენტის  დაწყევლისთვის  ეპიტემია დაედოარქიმანდრიტ ბართლომეს პრეზიდენტის დაწყევლისთვის ეპიტემია დაედო
საპატრიარქო არქიმანდრიტ ბართლომეს ფირცხალაიშვი...
ნეო პაგანიზმი-ევროპის მომავალი ახალი რელიგია?!ნეო პაგანიზმი-ევროპის მომავალი ახალი რელიგია?!
ნეოპაგანიზმი იგივე კერპთაყვანისმცემლობა ბოლო წლებში ევროპის მთელ...