x
image
K.P.
ნაკურთხი "iphone"-ბი უკვე გაყიდვაშია! (+ვიდეო)

image
თუ თქვენ ნანატრი iphone-ის ყიდვისაგან თავს იკავებდით, რადგან მას ეშმაკის მანქანად მიიჩნევდით პრობლემა უკვე გადაჭრილია, შეგიძლიათ მიბრძანდეთ მაღაზიაში და უკვე ნაკურთხი მობილური ტელეფონი შეიძინოთ. არ მოგესმათ, ეს ქართული რეალობაა, რომლის ამსახველი კადრებიც ინტერნეტსივრცემ აიტაცა.

"კომპანია iphone+ არის პირველი მაღაზია, სადაც გაიყიდება ნაკურთხი აიფონები. ხშირად გაგვიგია, რომ საზოგადოება თავს იკავებს ე.წ. ეშმაკის პროდუქტების შეძენისგან. ჩვენ ვითვალისწინებთ ჩვენი ქვეყნის უმრავლესობის აზრსა და ინტერესებს, ამიტომ ვაკურთხეთ მაღაზია"-განაცხადა მაღაზიის მენეჯერმა გიორგი მაჭავარიანმა.

"ძალიან მიხარია, რომ მაღაზია აკურთხეს. დიდი ხანია ამ მაღაზიის მომხმარებელი ვარ და მე, როგორც მართმადიდებელს მიხარია, რო ჩვენს ქვეყანაში კიდევ ერთი ნაკურთხი მაღაზია იარსებებს"-აცხადებს მომხმარებელი.

მომხდარმა ფაქტმა სრულიად საქართველო გაახალისა. ერთნი ირწმუნებიან, რომ ვიდეო არასწორადაა დამონტაჟებული და უბრალოდ მაღაზია აკურთხეს და არა უშუალოდ პროდუქცია. მომხმარებლებს კი უამრავი კითხვა უჩნდებათ, მაგ: რამდენად ძვირია ნაკურთხი პროდუქტი ჩვეულებრივთან შედარებით. ზოგიერთები იმედოვნებენ, რომ ნაკურთხი ტელეფონი უკეთ გაძლებს და იმუშავებს. რელიგიური უმცირესობის წარმომადგენლები კი პროდუქტის შესაძენად ხსენებულ მაღაზიას ალბათ აღარ მიაკითხავენ. არიან ისეთები, ვინც მომხდარმა აღაშფოთა, მეორენი კი კარგად ხალისობენ. "რა იყო, რა ამბავი ატეხეთ?! ნაკურთხი წყალი შეიძლება ყველაფერს ასხურო: აიფონსაც, მანქანასაც, გაზის გამათმობელსაც და ქალსაც"-წერს თამაზ ბიჩინაშვილი. image

0
323
4-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
323
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0