x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
Mediator image
რადგან დედამ სიცოცხლის პირველივე თვეში მოკლა...

image


ოჯახში მეხუთე შვილი უნდა დაბადებულიყო..
რა თქმა უნდა არც ოჯახი და არც დედა არ იყო მზად ამისთვის. მაშინ როცა სახლს არც კარი ქონდა, არც ფანჯარ, არც ჭერი. უფრო მეტიც, საერთოდ არსად იყო სახლი. საერთოდ არსად იყო ეზო და არსად იყო საკვები. დედამ გადაწყვიტა მეხუთე შვილის ხარჯზე, ოთხი შვილი გადაერჩინა შიმშილისგან. მამამაც მხარი აუბა და შიშს აყოლილი მიიყვანეს მეხუთე შვილი სასაკლაომდე. იქ მკვლელებს ყველაზე უმანკო ფერის სამოსი ეცვათ და თავიანთ საქმეს ხუთიანზე აკეთებდნენ. ვერც დანაშაული გაიგო, ვერც სითბო გამოცადა, ვერც სასჯელის მნიშვნელობას მიხვდა, ისე გაუყენა საკუთარმა დედამ საკუთარი შვილი მარადიულ გზაზე. თუ დანარჩენ ოთხს იავნანას უმღეროდა, ამას მიწა საკუთარი ხელით და ნებით მიაყარა. მერე წუწუნს მოყვა წელი და ყველაფერი მტკივაო, წამალი დალია და დაიძინა. იმ დღიდან როცა სინდისი მიუკაკუნებდა სულის ფანჯარაზე, სულ ომს უცხადებდა. ცდილობდა თავიდან მოეცილებინა მკვლელის დანაშაულის გრძნობა, მაგრამ სინდისი არც გვტოვებს, არც ჩუმდება და დადის ასე ჩვენი სულის ყველა კუთხეში, ხან სად იჩენს თავს და ხან სად. ამის სინდისი კი უფრო ხშირად ღამე, ძილში იღვიძებდა, სიზმრებიც დაეკავებინა, ბაღშიც მიყვებოდა, სკოლაშიც და ყველა ადგილზე, სადაც ბავშვები დარბოდნენ და დედამიწას ჩიტის ფეხებივით მსუბუქად ეხებოდნენ... ყველაფერი შეგიძლია დააძინო, სპილო, მშიერი ლომიც კი, ყველაფრის გაკეთება შეუძლია ადამიანს, მაგრამ სინდისზე ხელი ვერ მიუწვდება, სინდისს ვერაფერს მოუხერხებ, მას ძილი არ ეკარება, პირიქით, სულ მაშინ მოდის როცა სიმშვიდე გინდა, დაძინება და ყველაფრის დავიწყება... მეხუთე შვილის მკვლელ დედასთან კი მოვიდა იმ დღეს როცა მისი შვილი უნდა დაბადებულიყო წესით... მოვიდა და ეტკინა, ზუსტად ისე როგორც დანარჩენი ოთხი შვილის დაბადება... ოღონდ ახლა შვილი კი არა საკუთარი თავის სიძულვილი შეეძინა... მოვიდა იმ დღეს როცა მეხუთე შვილი ერთი წლის უნდა გამხდარიყო, იმ დღეს ტორტის ნაცვლად სიცარიელე გამოაცხო სულში... მოვიდა, როცა ბაღში უნადა წაეყვანა პირველ დღეს, ბაღში კი ცარიელი საქანელა იყო, რომელიც ქარისგან და წვიმისგან ქანაობდა, საქანელას ქვეშ კი ნაწვიმარი შავი გუბე იდგა, მის სულს მიამგვანა. სინდისი ესტუმრა იმ დღესაც, როცა 6 წელი გავიდა იმ დღიდან, ვერცერთი თარიღი ვერ გამოტოვა რაც უნდა ქონოდა მეხუთე შვილთან, მაგრამ სკოლაში შვილის ნაცვლად მისი დამძიმებული სული გაუშვა, წარმოიდგინა რომ სადღაც ჯგუფში ცარიელი იყო სკამი, რომელიც მისი მეხუთე შვილისთვის იყო განკუთვნილი... მაგრამ პირველივე დღეს დააგვიანა, რადგან დედამ სიცოცხლის პირველივე თვეში მოკლა. სინდისი იყო აბა რა იყო, როცა ძილში იღვიძებდა და ქმარს ზიზღიანი თვალებით უყურებდა, რატომ შენც ჩემსავთ არ გძულს თავიო... ის იყო დედა, იმ მრავალმილიონიან დედათა შორის, რომელმაც არ იცოდა საკუთარი შვილის საფლავი...
სასაფლაო კი ძალიან ახლოს, მათივე ცარიელ მუცელშია.



ანა ლაშხელი ონიანი

3
478
19-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
Mediator image
478
  
2016, 11 თებერვალი, 13:13
დამთრგუნველია :( თუმცა კარგადაა დაწერილი
2016, 11 თებერვალი, 12:53
:'( :'( :'(
0 1 3