x
მეტი
  • 28.10.2016
  • სტატია:61690
  • ვიდეო:311063
  • სურათი:412065
"ძალიან მომეშალა ნერვები"-ნინი ბადურაშვილი განაწყენებულ გია ჯაჯანიძეს პასუხობს

image
რამდენიმე კვირის წინ მომღერალმა ნინი ბადურაშვილმა გია ჯაჯანიძის გადაცემა "სხვა რაკურსი" გააკრიტიკა.

"სირცხვილი!"

კოშმარი! არაფერში არ წერია!

მარაზმი! მაყურებლის შეურაწყოფა!

არ ვიცი მსგავსი არაფერი არ მინახავს"-წერდა ნინი სოციალურ ქსელში.

მომღერლის ამ განცხადებამ გია ჯაჯანიძე გაანაწყენა, რომელმაც განაცხადა: "როცა ნინი ბადურაშვილმა ჩემს გადაცემაზე დაწერა გამახსენდა, როგორ ვდარდობდი ქმარს რომ გაშორდა და საშინელებებს უწერდნენ. სულ ვფიქრობდი ამ პატარა გოგოს ამხელა ტალახი რატომ ესროლეს, ნეტა, როგორ უძლებს-მეთქი. უცებ კი აკეთებს იმას, რასაც თავად უკეთებდნენ. არაუშავს, მასზე გაბრაზებული არ ვარ, თუ ხვალვე მოვა ჩემს გადაცემაში გამიხარდება. სკანდალური არ ვარ, ეს ბევრს არ სჯერა, მაგრამ ახლა, სკანდალური რომ ვიყო ნინიზე ორ-სამ საშინელ ფრაზას გეტყოდით, გამოიტანდით სათაურში და ერთი ამბავი ატყდებოდა. მერე ნინი მიპასუხებდა და არ ჩამოვიდოდით ამ გათახსირებულობის კვარცხლბეკიდან. რაც გაუკეთეს ნინის წლების წინ, რომ ათრიეს შარაზე, იგივე გამიკეთა მე. არა უშავს. ხვალ ისევ იგივე დაემართება. მე რომ რაღაც მემართება, ვსწავლობ და ერთსა და იმავე შეცდომას არასდროს ვუშვებ. ყველაფერი მონიშნული მაქვს რა არ უნდა გავაკეთო".

ნინი ბადურაშვილი გულნატკენ გია ჯაჯანიძეს "მარაო რუსთავი 2"-ის გადაცემა "კოქტეილის" მესვეობით პასუხობს: "ეს დავწერე, ვიღაცეებიც გავანაწყენე, მაგრამ მე ვთვლი, რომ რასაც ფიქრობ აუცილებლად უნდა თქვა. იმ წამს უბრალოდ ძალიან მომეშალა ნერვები და დავწერე".

საინტერესოა აისახება თუ არა ეს ყველაფერი მომღერლისა და ტელეწამყვანის ურთიერთობაზე. ვიხილავთ თუ არა ნინი ბადურაშვილს "სხვა რაკურსში" ამას მომავალი გვიჩვენებს.

523
3-ს მოსწონს
მომწონს
გასაჩივრება
ავტორი:K.P.
K.P.
   ქართული კლავიატურა
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0