x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134032
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
უკვე გადაშენებული და გადაშენების პირას მყოფი ცხოველები
ყოველდღე ცხოველის დაახლოებით 150 სახეობა იღუპება - განსაკუთრებით მწერები და სხვა პატარა ზომის ცხოველები. გადაშენების საფრთხეში მყოფი ცხოველების ექსკრემენტებით ბევრი რამის გაგება შეიძლება: რითი იკვებებიან ისინი, რამდენად ჯანმრთელები არიან და ა.შ. ამ ცნობებზე დაყრდნობით მეცნიერები ცდილობენ, იშვიათ ცხოველთა გადაშენებას ხელი შეუშალონ.

ყოველი 100 ცხოველიდან, რომელთაც დედამიწაზე უცხოვრიათ ოდესმე, 99 უკვე გადაშენებულია და ბუნებას აღარასოდეს დაუბრუნდება.

imageრომელ ცხოველებს ემუქრებათ გადაშენების საფრთხე?

-იშვიათ ცხოველებს, რომლებიც შეიძლება


ამოწყდნენ, თუ ჩვენგან ხელშეწყობა არ ექნებათ.

როდესაც ვეფხვს, გადაშენების საფრთხეში მყოფის სტატუსი ენიჭება, ეს ნიშნავს, რომ დედამიწაზე დარჩენილია მისი მცირე რაოდენობა და შეიძლება მალე საერთოდ გაქრეს. ალბათ დამეთანხმებით, ვეფხვის გარეშე ფაუნა ძალიან მოსაწყენი იქნება.

ვეფხვებს შველა სჭირდებათ!!

დაახლოებით 100 წლის წინ მსოფლიოში, 100 000 ვეფხვი ბინადრობდა. დღეს მხოლოდ 3 200 დარჩა და ეს რაოდენობაც დღითი დღე მცირდება.

imageარსებობდა ჩანთოსანი ცხოველი - ტასმანიური ვეფხვი, იგივე (თილაცინი).

მათ ვეფხვებს იმიტომ უწოდებდნენ, რომ ზოლებიანი ბეწვი ჰქონდათ. ეს ცხოველები უკვე გადაშენდნენ, რისი მიზეზიც მათზე ნადირობა, დაავადებები და საცხოვრებელი ადგილების დაკარგვა გახდა. თუ დროზე არ მიიღება, გადამჭრელი ზომები, ვეფხვებსაც გადაშენება ემუქრებათ.

imageეს დიდი ფრინველი გახლავთ დოდო. შეგვიძლია მისი ნახვა ეხლაც? რათქმაუნდა არა!

მისი უკანასკნელი ინდივიდი 300 წლის წინ მოკლეს. ეს ფრინველი ინდოეთის ოკეანის ერთ-ერთ კუნძულზე იყო გავრცელებული.

ფრინველის ყოველი რვა სახეობიდან ერთს გადაშენების საფრთხე ემუქრება. ეს ნიშნავს, რომ უახლოეს წლებში, ფრინველის 1 200 სახეობა საერთოდ გაქრება.

imageფრინველებიდან დაცვა ყველაზე მეტად თუთიყუშებს სჭირდებათ. სურათზე ნაჩვენებია "ალისფერი არა". ამ ფრინველებს უკანონოდ იჭერენ და ყიდიან, თანაც მათი საცხოვრებელი ტყეები იჩეხება. თუთიყუშების სახეობების დაახლოებით მესამედს გადაშენება ემუქრება.

imageსვავები, რომლებსაც ორბების ჯგუფიც ეკუთვნის, გადაშენების საფრთხე ემუქრებათ.

ისინი ცხოველების ლეშით იკვებებიან და ამით მათ გახრწნასა და დაავადებების გავრცელებას უშლიან ხელს. თუმცა მილიონობით სვავი კვდება, მომწამლავი ქიმიური ნივთიერებების გამო, რაც ფერმაში ცხოველების სამკურნალოდ გამოიყენება.

ასეთი ნივთიერებების შემცველი ცხოველის ლეში ფრინველებისთვის მომაკვდინებელია.

imageარსებობს თუ არა გველის იშვიათი სახეობა. დედამიწაზე გველის მრავალი იშვიათი სახეობა არსებობს. ამერიკაში ბინადარი დიდი "ინდიგოსფერი გველები"-ს და ავსტრალიაში გავრცელებული "ბუნგარისებრი გველები"-ს რიცხვი მკვეთრად შემცირდა. დიდ ბრიტანეტში ყველაზე იშვიათი გველია "ჩვეულებრივი სპილენძა".

imageგიგანტური კუ ძალიან იშვიათად გვხვდება, ის მხოლოდ რამდენიმე კუნძულზე ბინადრობს. მათი შემცირება, ნაწილობრივ, ტურისტების ბრალია, რომლებიც ამ ცხოველებს მოსვენებას არ აძლევენ, თანაც ზოგჯერ გადამდებ დაავადებებს ავრცელებენ.

სავაჭრო გემებიდან ამ კუნძულზე კატები და ვირთაგვებიც მოხვდნენ, რომლებიც გიგანტური კუს კვერცხებს ჭამენ.

სანაპირო სასტუმროებიდან და ბარებიდან გამოსული ხმაური და კაშკაშა სინათლე მოსვენებას არ აძლევს იშვიათ მწვანე კუებს, ისინიც კვერცხებს აღარ ყრიან!!

image1987 წლისთვის გარეული შავფეხა ქრცვინები გადაშენების პირას იყვნენ.

მას შემდეგ რაც ადამიანებმა მის გადარჩენაზე დაიწყეს ზრუნვა, შავფეხა ქრცვინის 7 000-ზე მეტი ნაშიერი დაიბადა, რამაც ეს სახეობა გადაშენებისგან იხსნა.

imageკატებს შორის ყველაზე იშვიათია იბერიული ფოცხვერი, რადგან მისი საცხოვრებელი ადგილები განადგურდა. გარდა ამისა, ბოცვრები, რომლებითაც ის იკვებებოდა, დაავადებამ დახოცა. დღეს ველურ ბუნებაში ამ ულამაზესი მცეხის ასამდე ინდივიდიღა შემორჩა.

imageიაგუარები განსაკუთრებული ცხოველები არიან. ეს იშვიათი არსებები საოცარი სილამაზით გამოირჩევიან. იაგუარები ამერიკის ბინადარი ყველაზე დიდი კატები არიან.

ამ ცხოველებს კანონი იცავს, თუმცა ადამიანები მათზე მაინც ნადირობენ და მათ საცხოვრებელ ტყეებს ჩეხენ, რაც იაგუარების შემცირებულ რაოდენობაზე აისახა. ასე თუ გაგრძელდა ვეფხვის მსგავსად იაგუარიც გადაშენდება.

imageპანდებს ნამდვილად ესაჭიროვება შველა. ჩინეთის ბამბუკის ტყეებში სულ რაღაც 2000 პანდა ბინადრობს. ამ ცხოველების გარემოს ადამიანები ფერმების მოსაწყობად და გზების გასაყვანად ჩეხავენ. რადგან პანდები ბამბუკებით იკვებებიან, მათთვის ეს ტყეები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და სხვაგან გადასახლება არ შეუძლიათ.

imageმარტორქების რიცხვიც შემცირდა. მონადირეები მათ თვითნებურად ხოცავენ, რქებს კი ყიდიან, რომლებსაც ხანჯლის ტარების დასამზადებლად და ტრადიციულ მედიცინაში იყენებენ. მარტორქებს ასევე ზიანს აყენებს, საცხოვრებელი ადგილების დაკარგვა და მათ სიახლოვეს მიმდინარე საომარი მოქმედებები.

image

სპილოებზე უძველესი დროიდან ნადირობდნენ მათი ეშვების გამო, რომელიც ძვირფასი მასალაა. დღეს სპილოების რაოდენობა ორჯერ ნაკლებია, ვიდრე 30 წლის უკან.

ამ უზარმაზარი ცხოველებისთვის განსაკუთრებით რთულია ვრცელი ტერიტორიების მოძებნა, სადაც ადამიანების გვერდით მშვიდობიანად ცხოვრებას შეძლებენ.

imageპრიმატებიდან ყველაზე დიდი საფრთხე ორაგუტანგს ემუქრება. მათი საცხოვრებელი ტყეების უდიდესი ნაწილი უკვე გაიჩეხა. ისინი პალმის ზეთის მისაღებად გაშენებულმა უზარმაზარმა პლანტაციებმა ჩაანაცვლა, სადაც ორაგუტანგებს ცხოვრება არ შეუძლიათ.

თუ ორაგუტანგის საცხოვრებელი ტყეები დაცული იქნება, ეს ათასობით სხვა ცხოველსაც გადაარჩენს. ტყის ყველა ბინადარს შორის მჭიდრო კავშირი არსებობს და მათი გადარჩენა ერთმანეთზეა დამოკიდებული.

imageდღეს ველურ ბუნებაში დაახლოებით 700-მდე მთის გორილაა დარჩენილი, მაგრამ ეს უწყინარი პრიმატები, მაინც გადაშენების საფრთხის წინაშე არიან. ისინი მხოლოდ აფრიკის პატარა რეგიონს შემორჩნენ. საფრთხე კი საცხოვრებელი ადგილების სიახლოვეს მიმდინარე საომარი მოქმედებებისა და მონადირეებისაგან ემუქრება.



1
8966
4-ს მოსწონს
ავტორი:hamunaptra1990
hamunaptra1990
8966
  
2016, 13 აპრილი, 11:59
კარგი სტატიაა უბრალოდ დოდოზე ვიტყვი რაღაცას რადგან ბევრი მისტირის ამ ბოლო დროს. დროს 1600+ წლებში ინდოეთს ოკეანე ათვისებული იყო მთლიანად. კუნძულ მავრიკზე ყოველი მეორე გემი ჩერდებოდა. იმ დროინდელი მეზღვაურები ყველაფერს კლავდნენ ან ჭამდნენ რაც მოძრაობდა ადამიანის ჩათვლით (მილიონიანი გენოციდები და ა.შ.) ხოდა ამ დოდოს გარდა ბევრი სხვა ეგზოტიკური არსება ბინადრობდა და ყველას იგივე ბედი ეწია.ეს იმიტომ გახდა პოპულარული რომ ჯერ ერთი "დოდო" როგორც სახელი უფრო მარტივად დასამახსოვრებელია და ასევე კეროლმა ალისას ერთ-ერთ პერსონაჟად აქცია. ხოდა ეხლა თუ იდეაში განვითარებული საზოგადოება ვართ დოდო დოდოზე უნდა დავიკიდოთ და რაც გვაქვს იმას მივხედოთ. ეხლა ვიღაც ჩინელი მილიონერი ყიდულობს ამ "პოტენციის წამალს" რქებს ვგულისხმობ, თითქოს პარაცეტამოლს ყიდულობდეს. პადპოლნი ბიზნესში იარაღის, ნარკოტიკების და სასმელის მერე ცხოველებით ვაჭრობა მოდის. ხო მოკლედ იმის თქმა მინდა რომ ამათში დოდო ზედმეტია, არ ჯდება საერთოდ.
0 1 1