x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
პირველად ისტორიაში მეტეორიტმა ადამიანი მოკლა
imageშემთხვევა ინდოეთის სამხრეთ შტატ ტამინლადში მოხდა.მეტეორის ჩამოვარდნისგან ადგილობრივი მაცხოვრებელი გარდაიცვალა.ის გახდა პირველი ადამიანი პლანეტაზე, რომლის ნეკროლოგშიც სიკვდილის მიზეზი მეტეორიტის დაცემა ჩაიწერება.


ინციდენტი 6 თებერვალს მოხდა.ფაქტის გადამოწმების შემდეგ ტამინლადის შტატის მინისტრმა ჯაიარამ ჯაიალალითხამ გაავრცელა ოფიციალური განცხადება და დაადასტურა ადგილობრივი მაცხოვრებლის გარდაცვალების უცნაური მიზეზი, იუწყება Indian Express-ი.

ამრიგად ინდოელი მოქალაქე კამარაჯი გახდა პირველი ადამიანი მსოფლიოში, რომელიც მეტეორიტისგან დაიღუპა. მეტეორის ნამსხვრევებმა კამარაჯი მძიმედ დააზიანა და საავადმყოფოში გადაყვანამდე გზაში გარდაიცვალა.
ჩამოვარდნილმა მეტეორმა შენობები და ტრანსპორტიც დააზიანა, ჩაიმსხვრა ფანჯრის მინები და მიწის ზედაპირზე მცირე ზომის კრატერიც გაჩნდა.


image


ალბათობა:ბრიტანელი მეცნიერების გამოთვლით 7 ათას წელიწადში ერთხელაა შესაძლებელი ვინმე უიღბლო ბრიტანელს ქუჩაში დაეცეს მეტეორიტი და მოკლას.ამერიკელი მეცნიერების გამოთვლებით კი ეს ალბათობა 1 : 9300 წელიწადის ტოლია. მილიონ წელიწადში ერთხელ არის შესაძლებელი მეტეორიტმა ერთბაშად 500 ადამიანი მოკლას.


სხვა შემთხვევები: აქამდე ერთადერთი ცოცხალი არსება, რომელიც მეტეორიტმა მოკლა იყო ძროხა, ინციდენტი ვენესუელაში მოხდა 1972 წლის 15 ოქტომბერს.1954 წელს ავსტრალიაში ქალბატონს მხარზე დაეცა 3, 5 კგ.მეტეორიტი, რომელმაც მანამდე სახლის სახურავი დაუზიანა.1992 წელს უგანდაში მეტეორიტ Mbale-ს პატარა მონატეხი (3 გრამი)პატარა ბიჭუნას დაეცა, თუმცა სერიოზული ზიანი არ მიუყენებია.


1
185
7-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
185
  
2016, 10 თებერვალი, 19:54
მოკლედ რას არ გაიგებ კაცი...
0 1 1