x
image
მოზამბიკელი
10 საინტერესო ფაქტი, რომელიც ყველამ არ იცის
საქართველოს და არამარტო საქართველოს ისტორიაში ბევრი საინტერესო ფაქტი ინახება რომლებიც ჩვენთვის ნაკლებადაა ცნობილი, დღევანდელ სტატიაში მხოლოდ 10 მათგანზე მოგითხრობთ.


1. იოსებ სტალინის პირად კოლექციაში ინსხებოდა პელაგია სემინოვას მიერ

დამზადებული საკანცელარიო ნივთები : სამელნე, კალამი, საშრობი და ა.შ,

ეს ნივთები იმით იყო განსაკუთრებული რომ პელაგია სემინოვა ინვალიდი იყო, მას ორივე ხელი ამპუტირებული ჰქონდა, მან ფეხის თითებით გააკეთა


ეს ნივთები და ბელადს გაუგზავნა საჩუქრად.

image


2. ნიკოლოზ ბარათაშვილის ბიძა, ილიკო, მასზე მხოლოდ ორი წლით იყო უფროსი.

ნიკო გამუდმებით აქილიკებდა მას, რის გამოც ილიკომ ერთხელ დუელშიც კი გამოიწვია

იგი. დუელი ქალაქგარეთ შედგა.

ილიკოს გარდა ყველამ იცოდა, რომ დენთით დატენილ დამბაჩებში ტყვიები არ იდო.

როდესაც "დუელანტებმა" იარაღი დაცალეს, ნიკოლოზ ბარათაშვილი მიწაზე დაეცა და

თავი მოიმკვდარუნა, გონზე მოსული ილიკო "ცხედარს" მივარდა ტირილით დაემხო ზედ,

ამ დროს ნიკომ ყვირილი მორთო, თავიდან მომაშორეთ, ჯიბიდან ქიშმიშს მპარავსო.

ილოკოს ისე გაეხარდა ნიკოს უვნებლად გადარჩენა, რომ ეს ხუმრობაც აპატია.


image

3.ერთხელ პეტრე I თავისი მეუღლის, ეკატერინეს კაბინეტში მენშიკოვს სპარსეთში შესაძლო ლაშქრობის შესახებ საიდუმლოდ ეთათბირებოდა.

მიუხედავად საიდუმლო საუბრისა, მეორე დღეს ეს ამბავი მთელი სამეფო კარისთვის ცნობილი იყო, იმპერატორს, მეუღლის კაბინეტში თუთიყუშის გალიისთვის ყურადღება არ მიუქცევია, როგორც ჩანს თუთიყუშმა კარგად გაიზეპირა წინა დღით გაგონილი სიტყვები და ხმამაღლა გაჰყვიროდა: "იდიომ ნა პერსიუ!"


image

4.გერმანიის დამარცხების შემდეგ ფაშისტური საკონცენტრაციო ბანაკთა უფროსს, ადოლფ ეიხმანს, რომელიც ცივსისხლიანი ჯალათი იყო, ყალბი საბუთები კათოლიკურმა ეკლესიამ გაუკეთა, იგი არგენტინაში გაიქცა, სადაც რიკარდო კლიმენტეს სახელიტა და გვარით ცხოვრობდა, სანამ ერთხელ ერთმა ებრაელმა არ იცნო და ისრაილის სპეცსამსახურში არ დაასმინა. იეხმანი იურესალიმში ჩაიყვანეს, გაასამართლეს და სიკვდილით დასაჯეს.

image


5.როდესაც ალექსანდრე მაკედონელს მინისაგან დამზადებული უამრავი ნაკეთობა მიართვეს, მან მათი დამტვრევა ბრძანა, რათა სამომავლოდ ის გულისტკენა აეცილებინა თავიდან, რასაც დაუდევარ მსახურთა მიერ მათი გატეხა მოუტანდა.

image


6.რუსეთის იმპერატორი ალექსანდრე III საკუთარ გენერლებს ხშირად არყით უმასპინძლდებოდა, რომლით სავსე ბოთლსაც ცოლის უჩუმრად, განიერი ჩექმის ყელში მალავდა. ჩექმის ამ ნაწილს რუსები "ხალიავას" ეძახდნენ, აქედან გაჩდა გამოთქმა–

"ზახალიავნაია ვოდკა"


image

7.1119 წელს საფრანგეთის მეფე ლუდოვიკო VI-სა და ინგლისის მეფე ჰენრიI-ს შორის

გამართული საჭადრაკო პარტია უნუკალურია ჭადრაკის ისტორიაში, იმიტომ რომ

მეფეებს შორის თამაში, მიმოწერის საშუალებით მიმდინარეობდა.


image


8.ლეონიდ ბრეჟნევი გამოუსწორებელი მწეველი გახლდათ, თუმცა ცხოვრების ბოლო

წლებში ექიმების დაჟინებული მოთხოვნით იძულებული გახდა, მკვეთრად

შეემცირებინა თამბაქოს მოხმარება, მას სპეციალური პორტსიგარაც კი დაუმზადეს, მასში

ტაიმერი იყო ჩამონტაჟებული და მისი გახსნა მხოლოდ საათში ერთხელ შეიძლებოდა.


image

9. IV საუკუნეში ჩინელმა პრინცესამ თავის საქმროს, მცირე ბუხარის პრინცს, აბრეშუმის

ჭიის კვერცხები აჩუქა. აბრეშუმის დამზადების წესი მაშინ ჩინეთის სახელმწიფო

საიდუმლოებას წარმოადგენდა, პრინცესამ აბრეშუმის ჭიის კვერცხები საკუთარ თმაში

ჩამალა და ქვეყნიდან ისე გაიტანა.


image

10.მონტე-კარლოში გამართულ ჩარლი ჩაპლინის მიმბაძველთა კონკურსში თავად

ჩარლიმ ინკოგნიტოდ მიიღო მონაწილეობა და მონაწილეებს შორის, რომლებიც ყველაზე კარგად ბაძავდნენ ჩაპლინს, მესამე ადგილი დაიკავა.

image







6
1780
3-ს მოსწონს
ავტორი:მოზამბიკელი
მოზამბიკელი
1780
  
2016, 11 თებერვალი, 9:31
მადლობ :)
2016, 11 თებერვალი, 8:58
ძალიან მომეწონა სტატია!
2016, 10 თებერვალი, 16:58
მადლობ
2016, 10 თებერვალი, 16:55
მალადეც
2016, 10 თებერვალი, 15:33
მადლობა :) მე ერთ-ერთ სახელმძღვანელოში ამოვიკითხე და შესაძლოა მართლაც სხვადასხვა ვერსიები არსებობს :)
2016, 10 თებერვალი, 15:22
ძალიან საინტერესოა, ჩარლიზე ვიცოდი და აბრეშუმის ჭიის კვერცხებზე სხვანაირად მქონდა გაგონილი, "ტროსტში" დამალეს და კოჭლობის გათამაშებით გაიტანეს სახელმწიფოდანო. (გავაზიარე)
0 1 6