x
მეძავის 9 საინტერესო ტიპი - "სიყვარულის ქურუმები" სხვადასხვა კულტურაში
10 თებერვალი, 13:32

image
მართლაც რომ უძველესი დროიდან არსებული ეს პროფესია სხვადასხვა დროს სხვადასხვა კულტურის მიერ სხვადასხვაგვარად აღიქმებოდა. ზოგიერთ საზოგადოებაში მათ ამცირებდნენ, აგდებდნენ, მათზე ნადირობდნენ, ზოგში კი - პატივს სცემდნენ და აღმერთებდნენ.

ამ სტატიაში განვიხილავთ უძველესი პროფესიის - პროსტიტუციის 10 ყველაზე საინტერესო ტიპს, რომლებსაც კაცობრიობა უძველესი დროიდან დღემდე იცნობს.

სატაძრო პროსტიტუცია
image

შუმერულ კულტურაში სატაძრო მეძავის როლი კოდექსით იყო გამყარებული და იგი "ღმერთის დად", "მიძღვნილ ქალად" იწოდებოდა. ბერძნულ-რომაულ საზოგადოებაში ტაძრის მეძავის როლი მრავალი უთანხმოებისა და დისკუსიის საგანი ხდებოდა. ამ სახელს ატარებდნენ ქალები, რომლებიც საკუთარი სხეულით ვაჭრობდნენ ტაძრებში და მოძღვრების ნებართვით.

ზოგი წყარო ამტკიცებს, რომ ისინი უბრალოდ მონები იყვნენ, რომლებსაც ტაძრები შემოსავლის წყაროდ იყენებდნენ. სხვა მონაცემებით, მეავები ტაძრებში უფრო დაფასებულნი იყვნენ, რადგან ითვლებოდა, რომ ტაძარში მუშაობა ღმერთებისადმი თაყვნისცემის გამოვლინება იყო.

ბევრი მეცნიერი თვლის, რომ ძველ საბერნეთში ტაძრის მეძავები იყვნენ გოგონები, რომელთა ასაკი არ აღემატებოდა 14 წელს.

დევადასები
image

ინდოეთის ინდუისტურ ტაძრებში დევადასები იყვნენ მცირეწლოვანი გოგონები, რომლებიც გასაზრდელად გადაეცემოდა ტაძარს. ისინი თაყვანს სცემდნენ ნაყოფიერების ქალღმერთს, იელამას და ფულის საფასურად ეწეოდნენ პროსტიტუციას, ხოლო გასამრჯელო ხმარდებოდა ტაძარს. ეპიგრაფებზე დაყრდნობით შეიძლება ვიმსჯელოთ, რომ სხვადასხვა დღესასწაულსა და თავყრილობაზე ისინი ტაძრის მოცეკვავეებად გამოდიოდნენ. დევადასები აღნიშნული ჩვეულება უკვე ძვ. წ. პირველ საუკუნეებში არსებობდა, იგი განსაკუთრებით გავრცელდა შუა საუკუნეებში და მიუხედავად ფორმალური აკრძალვისა, მას დღესაც ვხვდებით. მაგალითად, 1981 წელს ჩატარებული კვლევების გამოქვეყნების შედეგად ირკვევა, რომ მაჰარაშტრისა და კარნატაკის რაიონებში დევადასების რაოდენობა 25-30 ათასს აღწევდა და ყოველწლიურად მათ რიგებს 5-6 ათასი გოგონა ემატებოდა.


ძველი ჩინელი მეძავები
image

მართალია, ჩინეთში პროსტიტუცია ყოველთვის არსებობდა, მაგრამ ყველაზე საინტერესო იყო ტანის პერიოდი, რომელიც 616-დან 907 წლამდე გრძელდებოდა. სწორედ ამ პერიოდში არსებობდა ლეგალური პროსტიტუცია. ეს იყო საზოგადოებრივი ინსტიტუტი, თავისი მკაცრი წესებითა და იერარქიით. განასხვავებდნენ "სახელმწიფო" და "კერძო" მეძავებს. მეორე ტიპი აკრძალული იყო და დაპატიმრებას ითვალისწინებდა, თუმცა, მაინც საკმაოდ ბევრი ქალი ვაჭრობდა სხეულით კერძოდ.

უფრო საინტერესო იყო "სახელმწიფო" მეძავები, რომლებიც, თავის მხრივ იყოფოდნენ "სამთავრობოდ" (გუანცზი) და "გარნოზონის" (ინცზი) პროსტიტუტებად. პირველები მხოლოდ მმართველი წრეების წარმომადგენლებს ემსახურებოდნენ, გარნიზონის მეძავები კი ჯარისკაცების გასართობად იყვნენ საჭირო.


სიამოვნების ქალები
image

ასე ეძახდნენ კორეელ ქალებს, რომლებიც 1932 წლიდან მოყოლებული, იაპონელ მებრძოლებს მეძავებად სამუშაოდ მიჰყავდათ. ხშირად გოგოები ნებაყოფლობით მიდიოდნენ, რადგან არ იცოდნენ, რა ელოდათ. ჯარისკაცები ეუბნებოდნენ, რომ დამლაგებლებად ან სხვა მომსახურე პერსონალად იმუშავებდნენ. სინამდვილეში კი ისინი ბორდელებში მიჰყავდათ.

ყველა ქალი ვერ უძლებდა ამგვარ სამუშაოს - ზოგიერთ მათგანს დღეში 100-მდე კაცის მომსახურეობა უწევდა, ხოლო მომსახურებაზე უარის შემთხვევაში გაროზგვა ელოდათ. "სიამოვნების ქალებად" 11 წელზე მეტი ასაკის 200 ათასზე მეტი გოგონა მუშაობდა. მოგვიანებით კი იაპონიის ხელისუფლებამ კორეელ ხალხს ბოდიში მოუხადა, თუმცა ეს საკმარისი ნამდვილად არ იყო. 2014 წლის ოფიციალური მონაცემებით, "სიამოვნების ქალებიდან" მხოლოდ 55 იყო ცოცხლად დარჩენილი.

აულეტრიდესი
image

ეს არის უნიკალური კლასი ძველი ბერენი მეძავების, რომელთაც საზოგადოებაში განსაკუთრებული მდგომარეობა ჰქონდათ. ისინი იყვნენ გაცილებით მეტნი, ვიდრე მეძავები. აულეტრიდესები იყვნენ ძალიან განათლებული ქალბატონები, რომლებსაც შეეძლოთ ფლეიტაზე დაკვრა, ცეკვა და ფლობდნენ სამსახიობო ხელოვნებას. ისინი მონაწილეობას იღებდნენ მასობრივ ღონისძიებები, მათ შორის რელიგიურშიც.

აულეტრიდესებტან ურთიერთობა საკმაოდ ძვირი სიამოვნება იყო. აუცილებელი იყო მათთან შეხვედრის წინასწარ შეკვეთა. ზოგიერთი მონაცემით აულეტრიდესი შეიძლება ყოფილიყო როგორც ქალი, ასევე ახალგაზრდა ბიჭიც.

ჰანიკა
image

ჰანიკებს ეძახდნენ ინდოელ "გეიშებს". ისინი იყვნენ ქვეყანაში ყველაზე ელიტური "სიყვარულის ქურუმები", რომლებსაც საზოგადოებაში ძალიან დიდი ავტორიტეტი ჰქოდათ. ჰანიკები არასოდეს თხოვდებოდნენ. კარგი სექსუალური უნარ-ჩვევების გარდა ჰანიკას საშემსრულებლო ხელოვნების 64 სახეობა უნდა სცოდნოდა. სწორედ ამიტომ ჰანიკები ნებისმიერ საზოგადოებაში საპატიო სტუმრებად ითვლებოდნენ, მათ უძღვნიდნენ ლექსებს, მათი უფლებები დაცულ იყო ინდოეთის კანონებით.

მუთ'ა
image

მუთ'ა — ეს ტერმინი აღნიშნავს ისლამურ სამყაროში ქორწინების განსაკუთრებულ ფორმას. მამაკაცსა და ქალს შეუზლიათ დროებითი ქორწინების გაფორმება, რომლის დეტალებიც - ხანგრძლივობა, მზითევი - წინასწარ იქნება შეთანხმებული. ამგვარი ქორწინება შეიძლება გაგრძელდეს 1 საათიდან 99 წლამდე.

როგორც ცნობილია, ყურანი პროსტიტუციას კრძალავს, ამიტომ მუთ'ა ერთგვარი გამოსავალია, რომელიც საშუალებას აძლევს ადამიანებს, მიხვდნენ, კარგად იქნებიან ერთად თუ არა.

ტავაიფი
image

ასე უწოდებდნენ პატივსაცემ კურტიზანებს ჩრდილოეთ ინდოეთში მე-18-19 საუკუნეებში. ისინი ძალიან დიდ როლს თამაშობდნენ ინდოეთის კუკლტურულ ცხოვრებაში. ბევრი მათგანი ცნობილი მოცეკვავე, მომღერალი და პოეტი იყო.

ტავაიფები, ძირითადად ძალიან მდიდარი ქალები იყვნენ, რადგან მათი სილამაზე, ცოდნა და უნარები საკმაოდ ძვირად ფასობდა. ისინი არ იყვნენ მეძავები ჩვეულებრივი გაგებით, უფრო კულტურული მოღვაწეები იყვნენ. მათ ეკრძალებოდათ გათხოვება, თუმცა შეეძლოთ სასურველ მამაკაცთან ცხოვრება ზუსტად ისე, როგორც ქორწინებაში.

ჩვეულებრივ, მდიდარი მამაკაცებისთვის ნორმალურად ითვლებოდა ერთდროულად ცოლის და ტავაიფის ყოლა. ცოლი მემკვიდრეობის გასაგრძელებლად, ტავაიფი კი - სიამოვნებისთვის. ითვლებოდა, რომ ლამაზი ტავაიფის მოხიბვლა მხოლოდ ჭკვიან და მდიდარ მამაკაცს შეეძლო, ამიტომ ამგვარი ქალის ყოლა ძალიან პრესტიჟულად ითვლებოდა.

ხშირად ტავაიფები თავიანთ ცოდნას მემკვიდრეობით გადასცემდნენ საკუთარ ქალიშვილებს, რომლებიც ისევე კურტიზანები ხდებოდნენ.

ჰეტერა
image

ჰეტერები იყვნენ ძველ საბერძნეთში განათლებული, დაუქორწინებელი, თავისუფალი ქცევის ქალები, რომლებიც დამოუკიდებელ ცხოვრებას ეწეოდნენ. ზოგიერთი მართგანი მნიშვნელოვან როლს თამაშობდა საზოგადოებრივ ცხოვრებაში. მათ სახლებში თავს იყრიდნენ გამოჩენილი პოლიტიკურ მოღვაწეები და ხელოვანები. როგორც წესი, ჰეტერები მდიდარი მფარველის ხარჯზე ცხოვრობდნენ. შემორჩენილია ქვის ფილები, რომლებზედაც ამოკვეთილია ფასები, რომელსაც მამაკაცები ჰეტერებს სთავაზობდნენ. მაგრამ, ეს არ იყო პროსტიტუცია ტრადიციული გაგებით, რადგან ჰეტერებს სექსუალური ურთიერთობა მხოლოდ იმ ადამიანებთან ჰქონდათ, ვინც უყვარდათ. ჰეტერების ინსტიტუტის პარალელურად ქვეყანაში არსებობდნენ მეძავებიც. ძველბერძენი ორატორი და პოლიტიკური მოღვაწე დემოსთენე ამბობდა, რომ ყველა თავისი თავის პატივისმცემელ ბერძენს ჰყავს სამი ქალი: ცოლი – გვარის გასაგრძელებლად, მონა ქალი – ხორციელი ვნებების დასაკმაყოფილებლად და ჰეტერა – სულიერი კომფორტისათვის.

502
6-ს მოსწონს
გასაჩივრება
მომწონს
 
 
ავტორი:natia.a
natia.a
Mediator image
   ქართული კლავიატურა
10 თებერვალი, 16:17
ეს კიდევ მონაგონია, თქვენ რუსეთში უნდა ნახოთ მეძავები, რა ლამაზები არიან მაგრამ, მაინც ყველა რუსი გინდაც არ იყოს მეძავი მაინც პოტენციური მეძავია
0 1 1
ნაომი კემბელის მორიგი თამამი ფოტოსესიანაომი კემბელის მორიგი თამამი ფოტოსესია
უბერებელი ნაომი კემბელი კვლავ მშვენიერ ფორმაშია. მიუხედავად ასაკისა მოდე...
ქმარმა ცოლს და საყვარელს საგზურები  ერთ კურორტზე აუღო...ქმარმა ცოლს და საყვარელს საგზურები ერთ კურორტზე აუღო...
ჩამოვიდა ცოლი: ზღვა შთაბეჭდილებები, უამრავი ფოტოსურათ...
ქართველი ქალების ასაკით პატარა ქმრებიქართველი ქალების ასაკით პატარა ქმრები
ნინო ქორიძე 42 წლისაა . მისი მეუღლე თორნიკე გოგრიჭიანი კი 30.როგორც მსახი...
შოკისმომგვრელი ფოტოები, პირველი მსოფლიო ომიდან!შოკისმომგვრელი ფოტოები, პირველი მსოფლიო ომიდან!
ამ სტატიაში წარმოგიდგენთ პირველი მსოფლიო ომის დაუვიწყარ და არნა...
მექსიკელი ილუსტრატორი მარტოობის შესახებმექსიკელი ილუსტრატორი მარტოობის შესახებ
როდესაც მარტო შენ, კარგი წიგნი და სიჩუმე ხართ... მარტოობა - არც ისეთი ...
რას მოგვმართავს ფეისბუქის ერთ-ერთი მშვენიერი მომხმარებელირას მოგვმართავს ფეისბუქის ერთ-ერთი მშვენიერი მომხმარებელი
რა ეშველება საქართველოს არავინ არ იცის. როდის გამოსწო...
ქეთათოს კიდევ ერთი პროვოკაციული ფოტო - ამჯერად საპირფარეშოდანქეთათოს კიდევ ერთი პროვოკაციული ფოტო - ამჯერად საპირფარეშოდან
მომღერალი ქეთათო ყოველთვის ორიგინალური იდეებით გა...
ქეით ბლანშეტი ბისექსუალიაქეით ბლანშეტი ბისექსუალია
ჰოლივუდის პოპულარულმა ვარსკვლავმა ქეით ბლანშეტმა ჟურნალ Variety ისთვის მიცემულ ინტერ...
სად წავიდნენ ყივჩაღებისად წავიდნენ ყივჩაღები
ქართული არმიის გაძლიერების მიზნით, 1118 წელს დავით IV აღმაშენებელმა ყივჩაყთა 40, 000 (ო...