x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ლიონელ მესიმ მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ავტომობილი შეიძინა
imageროგორც ესპანური გამოცემა Sport-ი იუწყება 1957 წლის გამოშვება "Ferrari 335 S Spider Scaglietti"-ი ფეხბურთელმა 32 მილიონ ევროდ შეიძინა.



ჟურნალისტების ინფორმაციით უნიკალური "Ferrari" პარიზის აუქციონზე იყო გამოტანილი.მისი საწყისი ფასი 20 მილიონი ევრო გახლდათ.ავტომობილის შეძენით აგრეთვე დაინტერესებული იყო სხვა ცნობილი ფეხბურთელიც-"რეალის" ფორვარდი კრიშტიანუ რონალდუ.საბოლოოდ ჩაქუჩი 32 მილიონ ევროზე შეჩერდა.მყიდველმა სურვილი გამოთქვა ინკოგნიტოდ დარჩენილიყო.


თუმცა ავტომობილის ყოფილმა მფლობელმა, იტალიელმა ალესანდრო პროტომ განაცხადა, რომ უნიკალური ავტომობილი ლიონელ მესიმ შეიძინა.მიუხედავად ამისა, მესის ოფიციალური წარმომადგენლები უარყოფენ ამ ფაქტს.


მესისითვის ეს მესამე ექსკლუზიური სუპერავტომობილია.მანამდე ფეხბურთელმა შეიძინა "Maserati GT Stradale" და "Audi R8 Spyder."




Ferrari 335 S Spider Scaglietti-ი 1957-58 წლებში სულ 4 ცალი დამზადდა.

4, 0 ლიტრიან მოცულობის V12 ძრავით, 390 ცხენის ძალით და 4 საფეხურიანი ტრანსმისიით.მაქსიმალური სიჩქარე 305 კმ/სთ-ში.ბრიტანელმა ავტომრბოლელმა სპირლინგ მოსმა ამ ავტომობილით 1958 წელს "გრან-პრი" მოიგო კუბაში.


მესი და რონალდუ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებად ითვლებიან მსოფლიოში.მესის წლიური შემოსავალი 65 მილიონი$-ია.აქედან ხელფასი 28 მილიონია, ხოლო დანარჩენი თანხა სხვადასხვა წყაროებიდან შემოსდის, მათ შორის სპონსორული კონტრაქტებით.

image

0
810
8-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
810
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0