x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ცხოვრება ღმერთის კარნახით და ცხოვრების ოქროს წესი

"რისთვის?" ხშირად სვამენ ადამიანები ასეთ კითხვას, როდესაც ცხოვრებაში პრობლემები ექმნებათ და ყველაფერი ისე არ არის, როგორც ისურვებდნენ. ასეთ მომენტებში, იმედგაცრუების ნაცვლად, დაფიქრებაა საჭირო. თუ იღბალმა მიგატოვა — მიზეზი საკუთარ თავში უნდა ეძებო. არსებობს კანონები, რომლებიც ყველა სიტუაციაში, ყველას მიმართ, ერთნაირად მუშაობს.

image

ამ კანონებიდან გადახვევის შედეგად, შეიძლება დაკარგო ყველაფერი, რაც გაგაჩნია. ქვემოთ მოცემულია წესები, რომლის მიღების და შესრულების შემთხვევაში მხიარულ და ბედნიერ ადამიანად იქცევი! სხვა ყველაფერი, თავისით მოვა...


1. სიხარული

ტანჯვა — სულელური და უსარგებლო საქმიანობაა. ადამიანი ბედნიერებისთვის არის შექმნილი და არა ტანჯვისთვის!

2. დახმარება მსოფლიოს

განავითარე საკუთარი თავი, გამოიყენე შენი ნიჭი, გაუწოდე დახმარების ხელი მათ, ვინც ახლოს არის. ეხმარები რა გარშემომყოფთ, ეხმარები საკუთარ თავს.

3. სიყვარული

რაც უფრო მეტ სიყვარულს და სიკეთეს გასცემ, მით უკეთესი ხდება შენი და შენი ახლობლების ცხოვრება. ეს უბრალო კანონი, უბედურებას ძალიან სწრაფად მოგაცილებთ. ყველა ადამიანს შეუძლია უყვარდეს, სხვას აჩუქოს სიყვარული, და ის ყოველთვის ბრუნდება, ადამიანის ცხოვრების სხვადასხვა სფეროებში.

4. შემთხვევით არაფერი ხდება

შემთხვევითობა არ არსებობს — სისტემა, რომელიც ქაოსივით გამოიყურება, სინამდვილეში უნაკლო არის. გახსოვდეს, რომ თითოეულ შენს სიტყვას და ქმედებას ყოველთვის აქვს შედეგი — კარგი, და ცუდიც. შეეცადე ბალანსი დაიცვა, აკეთე სიკეთე!

5. იფიქრე პოზიტიურად

თუ შენს აზრებში რწმენამ, იმედმა და სიყვარულმა დაისადგურა — ირგვლივ ყველაფერი ფერს შეიცვლის და გამოსწორდება. ცუდი განწყობის შემთხვევაში, ეს ყველაფერი თავის აზრს კარგავს.

6. მშვიდად იყავი

ყოველთვის შეინარჩუნე სიმშვიდე, და სანაცვლოდ, ბედნიერებას მიიღებ!

7. რწმენა

თუ დარწმუნებული იქნები, რომ ყველაფერი დალაგდება, ასეც იქნებ. რწმენა — ყველაზე დიდი მამოძრავებელი ძალაა ამ ქვეყანაზე.

8. ყური დაუგდე საკუთარ თავს

შენში არის პასუხი ყველა კითხვაზე, რაც გაინტერესებს. მთავარია — ყური დაუგდო შენი გულის ძახილს.

9. შენ მას უყვარხარ

მაშინაც კი, როდესაც დაუფიქრებლად მოქმედებ და ცუდ საქციელს ჩადიხარ, არის ძალა, რომელსაც უყვარხარ და ყოველთვის გაქვს პატიების იმედი.


10. სხვებს ნუ განიკითხავ

თუ სხვას განიკითხავ — შენც განიკითხები, თუ მოიტყუები — შენც მოგატყუებენ. მოექეცი სხვებს გონივრულად.

11. ნურავის დასდებ ბრალს

ყველა უბედურებაში, ადამიანი თვითონ არის დამნაშავე — ცუდი აზრები, წყენა, სიბრაზე, არასწორი გადაწყვეტილებები, ადამიანის ცხოვრებას უარესობისკე ცვლის.

12. კეთილდღეობა

შენ ყველაფერი გაქვს, რომ კარგად იცხოვრო. ადამიანს ცხოვრებისთვის ბევრი არაფერი სჭირდება.

13. იყავი გულმოწყალე

შეიცოდე, შენი აზრით, გაბრაზებული ადამიანი, გაუღიმე განრისხებულს და ნურასოდეს დაემსგავსები მათ.

14. იზრუნე თვითგანვითარებაზე

თუ არ ვითარდები, საკუთარ თავს ზიანს აყენებ. განვითარების შეწყვეტას უბედურება მოაქვს.

15. არა «რატომ?», არამედ «რისთვის?»

იცოდე — განგება მუდამ თვალს გადევნებს და შემთხვევით არაფერი არ ხდება.

ნებისმიერი სირთულე — მხოლოდ გაკვეთილია, რომელიც უკეთესს გაგხდის.


ცხოვრების ოქროს წესი

image

ნუ განიცდით იმის გამო, რომ რამის შეცვლა არ შეგიძლიათ, მიიღეთ ყველაფერი ისე, როგორც არის. ჩვენ ხომ არ ვცდილობთ ამინდის შეცვლას, უბრალოდ, ამინდის შესაფერისად ვიცვამთ.

ომარ ჰაიამი

0
602
10-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
602
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0