x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
თამუნა მუსერიძე და სანდრო მიკუჩაძე შვილს ელოდებიან?

image
ჟურნალისტ თამუნა მუსერიძისა და მსახიობ სანდრო მიკუჩაძის წყვილი დიდი პოპულარობით სარგებლობს, როგორც შოუბიზნესში ასევე სოციალურ ქსელში. ეს ყველაფერი კი იმის მანიშნებელია, რომ საზოგადოებას მათ შესახებ ყველაფერი აინტერესებს. წყვილი ცოტა ხნის წინ დაინიშნა და საცხოვრებლადაც ერთად გადავიდა. ურთიერთობის ოფიციალურად დაკანონებას ჯერ არ გეგმავენ, თუმცა ერთმანეთს, როგორც ცოლ-ქმარს ისე მოიხსენიებენ. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად წყვილი ბავშვს ელოდება. ჭორების საბაბი შემდეგი ფოტო გახდა. თამუნა მუსერიძე ამ ყველაფერს უარყოფს და ამტკიცებს, რომ ორსულად არ არის. image

შეგახსენებთ რომ, ერთმანეთი გადაღებაზე გაიცვნეს და რომანიც მალე გაჩაღდა. "როგორც კი დავინახე მაშინვე მივხვდი, რომ ის იყო"-განაცხადა თამუნამ. სანდროს კი გარკვეული პერიოდი დასჭირდა გრძნობების აღსაქმელად და გამოსახატად. წყვილი საზოგადოებაში თითქმის სულ ერთად ჩნდება და ერთად შესანიშნავადაც ატარებენ დროს. ისინი ხშირად გვანებივრებენ ერთად გადაღებული ფოტოებითა თუ ვიდეოებით. თამუნა დაქორწინებული ორჯერ გახლდათ და სამწუხაროდ, ორივე ურთიერთობა კრახით დასრულდა. მისი პირველი მეუღლე მომღერალი აჩი ფურცელაძე გახლდათ: "მე და აჩის ერთი წლის განმავლობაში გვიყვარდა ერთმანეთი, ცოლად გავყევი და თვე-ნახევარში დავშორდი." ტელეწამყვანის მეორე მეუღლე კი გუფი, იგივე გურამ მაკალათია გახლდათ. "როდესაც ადამიანი გიყვარს, მისი ფინანსური მდგომარეობა არ უნდა გაინტერესებდეს, მაგრამ როდესაც ოჯახს ქმნი, ცოტაოდენი ფული ხომ მაინცაა საჭირო?! რომ მცოდნოდა, გუროს დუხჭირი მდგომარეობა ჰქონდა, ცოლად არც გავყვებოდი"-იხსენებს თამუნა.

მსახიობი სანდრო მიკუჩაძე რუსთაველის თეატრში და პოპულარულ ქართულ სერიალში "ჩემი ცოლის დაქალებში" თამაშობს. ცნობადი სწორედ სერიალის წყალობით გახდა. სანდროს უიღბლო ქორწინებიდან ერთი ქალიშვილი ელენე ჰყავს.

ვუსურვოთ მათ წარმატებები და ბედნიერი მომავალი...imageimage

0
786
3-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
786
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0