x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134529
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
ტესლას მიღწევები
ქრონოლოგია:1883წელს ტესლამ ინდუქციური მოტორი გამოიგონა.1884წელს ჯიბეცარიელი ჩავიდა აშშ-ში.1885წელს "ვესტინჰაუს ელექტრიკმა" ტესლას, "ალტერნატიული დენის გამოგონება" იყიდა.1891 წელს გამოიგონა "ტესლას კოჭა", 1899 წელს აღმოაჩინა დედამიწის სტაციონალური დენი.1917წელს ის დაჯილდოვდა ედისონის მედლით.

ნიკოლას ტესლას დაიბადა ხორვატიაში.ახალ ქვეყანაში ჩასვლისთანავე იგი ედისონმა დაასაქმა.მათი ურთიერთობა საკმაოდ ხანმოკლე აღმოჩნდა, რადგან მათი მოსაზრებები ერთმანეთს დაუპირისპირდა, რაც მალე მტრობაში გადაიზარდა.ამ დაპირისპირებამ საბოლოოდ შეცვალა ენერგიის გამომუშავების გზები.

ეს ამბავი უფრო ადრე იწყება, ჯერ კიდევ ევროპაში.ოჯახს არ ქონია სამეცნიერო წარსული და მისი განათლებაც ხშირად წყდებოდა ავადმყოფობის გამო.მაგრამ მაინც შეძლო უმაღლესი განათლების მიღება ავსტრიაში, გრაცის უნივერსიტეტში.

ტესლა იმ დასკვნამდე მივიდა, რომლის მიხედვითაც მოძრავ მაგნიტურ ველს ინდუქციურ ძრავაში შეეძლო "ალტერნატიული ენერგია" წარმოექმნა.მან მოგვიანებით დაამტკიცა, რომ ცვლადი დენი შეიძლებოდა გადაადგილებულიყო დიდ მანძილზე უსაფრთხოდ, ეფექტურად და იაფად.


ტესლა ამერიკაში ჩავიდა და მალევე იპოვა სამუშაო ელექტრობის დარგში.ის ედისონმა დაიქირავა, მაგრამ 1წელში გააგდო.სამაგიეროდ, ედისონის კონკურენტი ჯორჯ ვესტინჰაუსი დაინტერესდა მისით.1885წელს, მისმა კომპანიამ "ვესტინჰაუს ელექტრიკმა" ტესლას გამოგონება იყიდა და დაიწყო "ელექტრული ომი".

1891წელს ტესლამ, თავისი ცოდნა გამოიყენა "ტესლას კოჭის" შესაქმნელად, რომელიც უფრო ეფექტიანი იყო მაღალი სიხშირის ცვლადი დენის წარმოსაქმნელად.მას დღემდე ფართო გამოყენება აქვს რადიოში, ტელევიზორსა და სხვა ელექტროდანადგარებში.მან მოახდინა ხელოვნური "ელვის" დემონსტრაცია ას ფუტზე და ერთდროულად 200 ლამპიონი აანთო სადენების გარეშე, რომლებიც გაჭიმული იყო 25მილის სიგრძეზე.ელექტრობის უსადენოდ გავრცელების იდეა ტესლას ინტერესის სფერო მომდევნო წლების მანძილზე წარმოადგენდა.

image

2
265
4-ს მოსწონს
ავტორი:პროფესორი
პროფესორი
265
  
2016, 10 თებერვალი, 14:01
უდიდესი მეცნიერი...
0 1 2