x
ყველაზე ძვირი წყალი მსოფლიოში -60 000 დოლარი ღირს!
9 თებერვალი, 23:38

image



''ამა თუ იმ სითხის თვითღირებულება რომ შევამციროთ, ის უნდა გავაზავოთ ჩვეულებრივი წყლით''- ეს პოსტულატი, სამწუხაროდ მყარად აქვთ დანერგილი კვების ობიექტებში (წყალი გაცილებით იაფი ღირს, ვიდრე მაგალითად ვისკი. ამიტომ ეკონომია სახეზეა.) მაგრამ არსებობს წყალი, რომლის დამატებაც პირიქით, აძვირებს სასმელის ფასს.



წყლის ღირებულებაზე კარგად ისაუბრებენ ეკოლოგები, რომლებიც უკვე მერამდენე წელიწადია ცდილობენ საზოგადოებას აჩვენონ დაბინძურებული წყალსაცავები. ასე რომ, თუ ფილოსოფიურად ვიმსჯელებთ, 750 მლ წყალში 60 000 დოლარი, არც ისე ძვირი მოგეჩვენებათ.


მაგრამ მაინც- საინტერესოა გავიგოთ რა პრინციპით ედება ფასი წყალს.


1.Fine


image


820 მლ მოცულობის წყლის ბოთლი ღირს 5 დოლარზე ცოტა მეტი. წყალი მოიპოვება ფუძიამის ვულკანური სარტყლის 640 მ სიღრმიდან. მწარმოებელი გვპირდება, რომ მათ ნაწარმში თქვენ შეგიძლიათ შეიგრძნოთ იაპონიის გემო .


2. Tasmanian Rain


image
5 დოლარი 750 მლ წვიმის წყალში. გროვდება ტასმანიის სამხრეთ სანაპიროზე. მსოფლიო მეტეოროლოგიურმა ორგანიზაციამ ადგილობრივი ჰაერი აღიარა ყველაზე სუფთად მსოფლიოში, ასე რომ წყალს დამატებითი ფილტრაცია აღარ ჭირდება.



3. Lauquen Artes


image
6 დოლარი ერთ ლიტრ წყალში. ის მოიპოვება პატაგონიაში ანდების ყველაზე მაღალი მთის- აკონკაგუას ახლოს. წყალს იღებენ 1500 ფუტის სიღრმიდან (ნაკადული იკვებება წვიმებისგან და დნობადი მყინვარებისგან.) და წყალი მინერალიზირებულია ''თვითონ ანდებისგან'' (ყოველ შემთხვევაში ამას გვიმტკიცებს მწარმოებელი) . წყალი ბოთლებში ისხმება ჰაერის გარეშე, ამიტომ ინახება დიდხანს.


4. AquaDeco


image
12 დოლარი 750 მლ წყალში. უბალო წყლის პირობაზე საკმაოდ უჩვეულო ბოთლი აქვს. იგი მოიპოვება კანადის 18 000 ათასი წლის ასაკის არტეზიული ჭიდან. მყინვარებს ჩამოყალიბებული აქვთ შესანიშნავი ბუნებრივი ფილტრი ქვიშისა და ხრეშისაგან.



5. 10 Thousand BC.


image
სახელწოდება ითარგმნება ასე- ''10 ათასი წელი ჩვ. ერამდე''. ფასი- 14 დოლარი 750 მლ. მოიპოვება კანადაში. ვანკუვერიდან 200 მლ-ში. ამ წყალს სვამენ კანადის მთავრობაში, ის შეიძლება ნახოთ მსოფლიოს საუკეთესო სასტუმროების მინი-ბარებში.


6.Veen


image
წყალი ფინლანდიის სამხრეთიდანაა ( ბოთლებში ისხმება პირდაპირ ნაკადულიდან ).
აღსანიშნავია არა მხოლოდ წყალი- ბოთლიც, რომლის დიზაინმაც მრავალი პრემია დაიმსახურა. ფასი: 26 დოლარი 750 მლ.


7. Bliny H2O


image


image

ჰოლივუდელი სცენარისტი კევინ დჯ ბოიდი ამბობდა, რომ ადამიანის ხასიათზე ბევრი რამის გაგება შეგიძლია, თუ იცი რა წყალს ანიჭებს უპირატესობასო. Bling H2O ძალიან პოპულარულია ჰოლივუდში. ფასი- 40 დოლარი 750 მლ.


8. Filico


image
image

შახმატის ფიგურის ფორმის ბოთლი შორიდანვე იქცევს ყურადღებას. სახურავზე - ოქროს გვირგვინია ( იმის მიხედვით - მეფეა თუ დედოფალი ). წყალი მოიპოვება ოსაკაში ( იაპონია ) და განსაკუთრებული მახასიათებლები არ აქვს. მყიდველი ძირითადად ფულს იხდის ლამაზ ბოთლში ( 219 დოლარი 750 მლ.)


9. Kona Nigari


imageწყალი, რომელიც იაპონიაში იყიდება, ხელს უწყობს წონის დაკლებას, ხსნის სტრესს და აუმჯობესებს კანის ფერს ( შეიძლება არაც კი). ის გროვდება ოკეანეში (ჰავაის კუნძულებთან ახლოს ) რამდენიმე ათასი ფუტის სიღრმიდან. იწმინდება და იყიდება 402 დოლარად 750 მლ.


10. Acqua di Cristallo Tributo a Modigliani


imageimage


60 000 დოლარი 750 მლ-ში. დიზაინერი ფერნანდო ალტამირანო ამ ბოთლის შექმნაზე შთააგონა იტალიელმა მხატვარმა და მოქანდაკემ ამედეო მოდილიანმა. შიგ ნაზავია -საფრანგეთის მინერალური წყლებისა ფიჯის რამდენიმე კუნძულიდან და ისლანდიის მყინვარების წყლისგან. იყო ერთი ბოთლი, რომელმაც რეკორდი მოხსნა. ექსპონატი ანალოგიური დიზაინით, მაგრამ ბრილიანტებით მოოჭვილი, შეფასებული იყო 3, 3 მილიონ დოლარად.




198
8-ს მოსწონს
გასაჩივრება
მომწონს
 
 
ავტორი:melody_inside
melody_inside
Mediator image
Mediator image
Mediator image
   ქართული კლავიატურა
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0
მათ სისასტიკით ჰიტლერსაც კი აჯობესმათ სისასტიკით ჰიტლერსაც კი აჯობეს
ჰიტლერი "ამერიკის დამლაშქრავებთან" შედარებით უსუსურ ლეკვად გამოიყურება.ეს ის...
პორნო-მსახიობები წითელ ხალიჩაზეპორნო-მსახიობები წითელ ხალიჩაზე
იყო დრო, როცა პორნო-მსახიობობა სირცხვილი იყო და მხოლოდ უკიდურესი გაჭირვება აიძუ...
20 საინტერესო ფაქტი დედამიწის შესახებ, რომელიც შეიძლება არ იცოდეთ20 საინტერესო ფაქტი დედამიწის შესახებ, რომელიც შეიძლება არ იცოდეთ
1. პლანეტის ოქროს მარაგის 99% დედამიწის ბირთვ...
ულამაზესი მონიკა ბელუჩი Marie Claire-ის გარეკანზეულამაზესი მონიკა ბელუჩი Marie Claire-ის გარეკანზე
51 წლის მონიკა ბელუჩი კვლავ აქტიურად იღებს ფოტოსესიებში მონაწ...
უცნობი ფოტოები ტიტანიკიდან!უცნობი ფოტოები ტიტანიკიდან!
ტიტანიკი - ალბათ ძალიან ბევრი გსმენიათ ამ გემის შესახებ! დაწყებული ფილმიდან, დამთა...
განცხადება: 5 წლის ძროხა ოჯახის შექმნის მიზნით გაიცნობს ...განცხადება: 5 წლის ძროხა ოჯახის შექმნის მიზნით გაიცნობს ...
ინგლისელები ძალიან შორს წავიდნენ: იქაური ფერმერების...
18 პრეზერვატივი გადავყლაპე: მღვდლის აღსარება18 პრეზერვატივი გადავყლაპე: მღვდლის აღსარება
მოსკოვის შერემეტევოს აეროპორტში კოლუმბიელი მღვდელი მამა ფაბიო გა...