x
მეტი
  • 09.12.2016
  • სტატია:61782
  • ვიდეო:311308
  • სურათი:412198
პირველი მსოფლიო ომის პროპაგანდული რუკები, რომლებსაც პირველად ნახავთ!

ბრიტანულ The Guardian-ის გაზეთმა პირველად გამოაქვეყნა პროპაგანდისტული

რუკა, რომელიც პირველი მსოფლიო ომის დროს იყო შექმნილი. ინგლისელების

და გერმანელების პროპაგანდისტურ რუკებში ოსმალეთის იმპერია(თურქეთი)

წარმოდგენილია, როგორც სპილო და მოხუცი კაცი. რუკა 1947 წელს, გერმანიის

ქალაქ ჰამბურგში, ე. ზიმერმანმა გამოაქვეყნა.


image


მორიგი პროპაგანდული რუკა შედგენილ იქნა ისევ 1914 წელს, ამჯერად ქალაქ ბერლინში, მაგრამ ფერადი რუკის ავტორის ვინაობა უცნობია. ფერად რუკაში

ამჯერად თურქეთი აღნიშნულია, როგორც ახალგზრდა მამაკაცი ხმლით, რომელიც

ევროპას შესცქერის. ევროპოს უძლიერესი სახელმწიფოები, როგორებიცაა ინგლისი,

გერმანია და საფრანგეთი, წარმოდგენილია როგორც მონადირეები, სადაც ნაჩვენებია

მათი ნადირობა სხვადასხვა ქვეყნებზე.


image


როგორც ხედავთ, პირველი მსოფლიო ომის დასაწყისში პროპაგანდული რუკები

ძალიან აქტიურობდნენ. 1914 წელს, გერმანიის ქალაქ დრეზდენში, კარლ დუმონტმა

კიდევ ერთი პროპაგანდისტული რუკა შექმნა. სადაც თურქეთი წარმოადგენდა

სპილოს, გერმანია და იტალია გაერთიანებულ სამხედრო ძალას, დიდი ბრიტანეთი

ნიანგს, ხოლო რუსეთი გაბოროტებულ მარტორქას.


image


კარლ დუმონტის მეორე რუკაში ნათლათ ჩანს გერმანიის ბატონობა, სადაც

ისინი ამაყად გადაჰყურებენ ევროპას. თურქეთის სულთანი ჩილიმით

ტკბება, ხოლო რუსეთის ფედერაცია ახალი ომისთვის ემზადება.


image


ისევ 1914 წელს, ამჯერად გერმანიის ქალაქ კიოლნში, კლოტცმა და კრემერმა

შექმნეს განსხვავებული დიზაინის პროპაგანდისტული რუკები. სადაც ესპანეთი

წარმოდგენილია მძინარე გოგონად, საფრანგეთი დაღლილ მებრძოლად,

გერმანია ომის ველად, თურქეთ მძნინარედ, ხოლო რუსეთი თავდამსხმელად.


image


პროპაგანდსიტულ რუკებს ბრიტანეთშიც აქვეყნებდნენ. ბრიტანულ რუკაში

ჩანს ბრიტანელების ძალა, რუსების თავდასხმა და გერმანელების რისხვა.


image


კიდევ ერთ ბრიტანულ პროპაგანდისტულ ჟურნალში ჩანს პრუსიის და ავსტრია-უნგრეთის იმპერია, რომლებიც წარმოდგენილნი არიან როგორც რვაფეხა.

ორი რვაფეხა, რომლებიც მთელს ევროპას იპყრობენ.


image


პროპაგადული რუკა ამჯერად ჰოლანდიიდან, 1915 წელს. რუკის თანახმად,

პირველი ომის დასაწყისში ჰოლანდია ნეიტრალურ ქვეყანად რჩება. ესპანელები

უკან ბრუნდებიან, ხოლო რუსეთი ზედ უვლის გერმანიას.


image


უკანასკნელი პროპაგანდისტული რუკა, რომელიც პირველი მსოფლიო ომის

დროს შეიქმნა, იყო ბრიტანელების შედგენილი. სადაც ყურადღება გამახვილებულია

ძაღლებზე, "ძაღლების ჩხუბი" -ასე ასათაურებს რუკას ავტორი.


image































მადლობა ყურადღებისთვის, იმედია მოგეწონებათ!





სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი







2
376
13-ს მოსწონს
მომწონს
გასაჩივრება
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
Mediator image
   ქართული კლავიატურა
10 თებერვალი, 12:13
მადლობააა
10 თებერვალი, 7:28
ძალიან საინტერესოა :) საიდან მიაგნებ ხოლმე :D გავაზიარე
0 1 2