x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134414
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508501
ნიკოლოზ რაჭველი-"ვეღარ დავმალე წლების მანძილზე ნატარები გულისტკივილი..."


image

ორ ეროვნულ ორკესტრს შორის, კერძოდ კი ორ მაესტროს, ნიკოლოზ რაჭველსა და ვახტანგ კახიძეს შორის დაპირისპირება გამწვავადა. ვახტანგ კახიძე ნიკოლოზ რაჭველს პროფესიონალიზმს უწუნებს და მიაჩნია, რომ დირიჟორისთვის აუცილებელ ვერც ერთ ჩამოთვლილ პირობას ვერ აკმაყოფილებს. ეროვნულ სიმფონიური ორკესტრის ოფიციალური გვერდი ეხმიანება შექმნილ სიტუაციას სტატუსით:

"სიმფონიური მუსიკის ცენტრის ხელმძღვანელ ვახტანგ კახიძეს მიაჩნია, რომ ნიკოლოზ რაჭველი დირიჟორისთვის აუცილებელ ვერც ერთ ჩამოთვლილ პირობას ვერ აკმაყოფილებს. მის მიერ კულტურის სამინისტროსთვის მიწერილ წერილში ნათქვამია, რომ რაჭველის ასეთი დაჟინებული ლტოლვა დირიჟორის პროფესიის დისკრედიტაციაა.
ვახტანგ კახიძეს აზრი არც დღეს შეუცვლია და სიმფონიური ორკესტრის კახიძის ცენტრში შეშვებას ისევ არ აპირებს. მუსიკალური ცენტრი კი ავარიულობის გამო უკვე 3 წელია დახურულია და ეროვნული სიმფონიური ორკესტრი რეპეტიციებს ნათხოვარ დარბაზში გადის.
ნიკოლოზ რაჭველის სტატუსის გამოხმაურებიდან ცნობილი ხდება, რომ მაესტრო კახიძე დარბაზზე უარს ეუბნებოდა ოპერის ორკესტრსაც. ამ სივრცეში ბოლო 10 წლის განმავლობაში ვერც პაატა ბურჭულაძის მიერ მოწვეული სოლისტები მოხვდნენ.
ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკისა და ხელოვნების ცენტრი საელმწიფო ორგანიზაციაა, განთავსებული სახელმწიფოს კუთვნილ შენობაში, სახელმწიფო ორკესტრით, რომელიც დაფინანსებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან იღებს."image

ნიკოლოზ რაჭველი სოციალური ქსელის "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე გულისტკივილს გამოთქვამს ამ ფაქტთან დაკავშირებით:

"თბილისის ერთადერთი სიმფონიური მუსიკის დარბაზის კარი ეროვნული ორკესტრისთვის დაკეტილია, მიზეზი ზოგჯერ ჩემი პროფესიონალიზმია, ზოგჯერ დარბაზის დატვირთვა, ზოგჯერ ორკესტრისადმი დამოკიდებულება... გული მწყდება, რომ ამ პრობლემამ კულისებიდან ავანსცენაზე გადაინაცვლა, თუმცა ეს არ მოხდებოდა თუნდაც ერთი კეთილი ნაბიჯი რომ გადმოდგმულიყო, თუნდაც სიტყვიერი... ახლა კი საზოადოებამ გადაწყვიტოს ჩვენი ბედი! ყოველთვის ჩემი ხალხის, მუსიკით შეძენილი გულშემატკივრების იმედად ვიყავი, არც სახელოვანი მშობლები მყოლია და არც მდიდარი ნათესავები... ასე მოვედი აქამდე... დღეს კი მყავს არმია საოცარი მუსიკოსების, რომელთა წინაშე თავს ვალდებულად მივიჩნევ, რომ ისინი ღირსეულად მოღვაწეობდნენ საკუთარ სამშობლოში! ხოდა მეც წავედი კომპრომისზე საკუთარ თავთან და ვეღარ დავმალე წლების მანძილზე ნატარები გულისტკივილი..."image

0
220
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
220
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0