x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
როგორ განვასხვავოთ ღორის გრიპი ჩვეულებრივი გრიპისგან?
imageმაღალი ტემპერატურა, სიმძიმის შეგრძნება თავში, სახსრებში ტეხვა და ყელის ტკივილი-როგორც წესი სწორედ ასეთი ჩივილები აქვთ ღორის გრიპით დაავადებულებს.ამასთანავე ავადმყოფები აღნიშნავენ, რომ სიმპტომები ძალიან წააგავს ფართოდ გავრცელებულ სხვა ინფექციურ დაავადებებს.


ღორის გრიპის(H1N1) კლინიკური სურათი ძალიან წააგავს სხვა რესპირატიულ ვირუსულ ინფექციებს, თუმცა მცირე განსხვავება მაინც არის სხვა ბანალური გაციებისთან შედარებით.


თავიდან სიმპტომები ზუსტად ისე მიმდინარეობს, როგორც სხვა A და B ტიპის ვირუსებით გამოწვეული გრიპის ნიშნები...ღორის გრიპის დიაგნოზის დასმა საბოლოოდ მხოლოდ ლაბორატორიული კვლევითაა შესაძლებელი.


თუმცა თუ გაციებიდან მე-2 ან მე-3 დღეს ტემპერატურა 39°С -ზე ან უფრო ზემოთ ავარდება და თუ ტემპერატურას მხოლოდ დროებით დავაგდებთ, ამ დროს უკვე შესაძლებელია, რომ ღორის გრიპი ძალას ელვისებურად იკრებს.გრიპის ძირითად სიმპტომებს დაემატება ლეთარგია, მოთენთილობა, მადის დაკარგვა, რაც საბოლოოდ საკვების მიღებაზე უარის თქმით გამოიხატება.



უფრო საშიში შეიძლება გამოდგეს გადატანილი ღორის გრიპისგან გამოწვეული გართულებები.მათ შორის პირველ რიგში პნევმონია.ხველა შეიძლება იყოს როგორც გრიპის, აგრეთვე ფილტვების ანთების ნიშანიც.ხშირად მოქალაქეები თვითმკურნალობას გადიან, რასაც შესაძლებელია გართულებები მოჰყვეს.


როგორც დავიცვათ თავი ღორის გრიპისგან?პირველ რიგში პროფილაქტიკა, სადაც შედის ვაქცინაცია, იხმარეთ პირბადე(რომელიც ყოველ 2 საათში ერთხელ უნდა გამოიცვალოს), მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს და იმ ადამიანებს, ვისაც გრიპის ნიშნები აქვთ;ხშირად და საფუძვლიანად დაიბანეთ ხელები საპნით, დღეში ერთხელ მაინც გაანიავეთ ოთახი, ოფისი;იყავით ფიზიკურად აქტიურნი, მიიღეთ ვიტამინებით და მინერალებით მდიდარი საკვები.


რაც შეეხება პრეპარატებს: გრიპის შემთხვევათა ძირითადი შემთხვევები არ საჭიროებს სპეციალური სამკურნალო საშუალებებს, მხოლოდ სიცხის დამწევები, ტკივილგამაყუჩებლები, თუმცა ხანდახან საჭირო ხდება ანტივირუსული პრეპერატების გამოყენება: A(H1N1)-ზე მოქმედებს ორი პრეპარატი: ოსელტამივირი და ზანამივირი.რომელთა ეფექტურობა განსაკუთრებით პირველ 48 საათშია საგრძნობი.



0
204
11-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
204
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0