x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134517
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508584
სად წავიდნენ ყივჩაღები

ქართული არმიის გაძლიერების მიზნით, 1118 წელს დავით IV აღმაშენებელმა ყივჩაყთა 40, 000 (ორმოცი ათასი) ოჯახი ჩამოასახლა საქართველოში. ამდენად, ომიანობის დროს დავითს ქართულ ლაშქართან ერთად შეეძლო 40, 000 ყივჩაყის გამოყვანა. აღსანიშნავია, რომ დავითის თანამეცხედრე, გურანდუხტ დედოფალი იყო ყივჩაყთა მთავრის ათრაქა შარაღანის ძის ასული. ყივჩაყებს მისცეს ცხენები, იარაღი და ჩაასახლეს საქართველოს სასაზღვრო ტერიტორიებზე (ჰერეთი, ქვემო ქართლი და სხვა). დროის მცირე მონაკვეთში ყივჩაყთა მნიშვნელოვანმა ნაწილმა მიიღო ქრისტიანობა. დავითის გონიერი პოლიტიკის წყალობით, ყივჩაყთა ეს ნაწილი მალე აითქვიფა ქართულ მოსახლეობაში.

ყივჩაყებს ამის შემდეგ ბაგრატიონთა სამსახურში ვხედავთ XIV საუკუნემდე. ხშირად მათ იყენებდნენ ურჩი, სეპარატისტი ფეოდალების წინააღმდეგ საბრძოლველად.

ყივჩაყთა გარკვეული ნაწილი XIII საუკუნის 30-იან წლებში მონღოლთა ჯარს შეერია. image

4
2262
3-ს მოსწონს
ავტორი:ნანა ქარსიძე
ნანა ქარსიძე
2262
  
2017, 16 ნოემბერი, 18:32
ვინც შემორჩა იმათ ქართული გვარები აქვთ
2016, 10 თებერვალი, 19:22
მაგალიღად?რომ ვიცოდე?
2016, 10 თებერვალი, 17:58
მხოლოდ გვარები კი არა, სოფლებიც შემორჩა, დღესაც არსებობს რამდენიმე ყივჩაღური სოფელი
2016, 10 თებერვალი, 13:58
ყივჩაღური გვარები მგონი კიდევ შემორჩენილია საქართველოში
0 1 4