x
ჩვენი თითების ანაბეჭდები.. ვის და რისთვის სჭირდება ისინი?
8 თებერვალი, 23:50

თითოეული ჩვენგანის თითების დაბოლოებებზე არის გარკვეული ნაყში, რომელიც ყველა ადამიანისათვის განსხვავებული და უნიკალურია. ადამიანის სიცოცხლის მანძილზე, ასაკის მატების მიუხედავად, ეს ანაბეჭდი უცვლელი რჩება იმ დროს, როცა ხელზე არსებული სხვა ხაზები გამუდმებით იცვლება. ითვლება, რომ ეს ნაყშები საჭიროა იმისათვის, რომ უფრო იოლად დავიჭიროთ ხელში საგნები, აგრეთვე ის აუცილებელია სხვადასხვა საგნების უკეთ შეგრძნებისათვის.

მოდით, გავიგოთ, რა საიდუმლოს ინახავენ ჩვენი თითების ანაბეჭდები და ვის და რაში სჭირდება ისინი?


image



თითის ანაბეჭდები ხელმოწერის მაგივრად


image

ჯერ კიდევ XIV საუკუნეში ჩინელები თითის ანაბეჭდებს იყენებდნენ საბუთებსა და სხვადასხვა ქაღალდებზე ხელმოწერის მაგივრად. XIX საუკუნის შუახანებში ინგლისელი ჩინოვნიკი უილიამ გერშელი, რომელიც ინდოეთში მუშაობდა, გაოცებული დარჩა იმით, რომ ჩინელი ვაჭრები, რომელთაც ინდოეთში საქონელი ჩამოჰქონდათ, გარიგების დადების დროს ხელშეკრულების ფურცელზე ხელის მოწერის ნაცვლად სვამდნენ ტუშში ან მურში ამოსვრილ ცერა თითის ანაბეჭდს. 1858 წლიდან მოყოლებული, გერშელმა თავად დაიწყო ანაბეჭდების აღება ინდოელი ჯარისკაცებისაგან, რომლებიც მის დაქვემდებარებაში იყვნენ. ეს იყო ანაბეჭდების აღების პირველი მასობრივი შემთხვევა.



დაქტილოსკოპია


image

ადამიანის ამოცნობის პროცესს თითის ანაბეჭდების მიხედვით დაქტილოსკოპია ეწოდება. მან ყველაზე ფართო გამოყენება კრიმინალისტიკაში ჰპოვა. 1902 წლის აპრილში სისხლის სამართლის ისტორიაში პირველად დანიაში დაქტილოსკოპია გამოყენებული იქნა დამნაშავის ამოსაცნობად, ხოლო იმავე წლის სექტემბერში დიდ ბრიტანეთში მკვლელობის ადგილზე აღებული ანაბეჭდები პირველად გამოიყენეს ეჭვმიტანილისათვის ბრალის წასაყენებლად.



თითის ანაბეჭდები გასაღების მაგივრად


image

ტექნიკის განვითარებასთან ერთად ანაბეჭდების გამოყენება სულ უფრო მასშტაბური გახდა. ასე, მაგალითად, ის ფართოდ გამოიყენება სეიფების ან საკეტების გასაღებად. ამ შემთხვევაში სეიფის პატრონი 100%-ითაა დარწმუნებული, რომ გასაღებს არასოდეს დაკარგავს ან მას ვერავინ მოიპარავს. მოწყობილობის ასამუშავებლად გამოიყენება საკმაოდ რთული სისტემა AFIS - Automated fingerprint identification systems (თითის ანაბეჭდების ავტომატური იდენტიფიკატორი). მათში გამოყენებული სკანერები შეიძლება იყის ოპტიკური, ნახვედრადგამტარული და ულტრაბგერითი.



თითის ანაბეჭდები საფულის და პლასტიკური ბარათის მაგივრად


image

ბარსელონური სტარტაფის Paytouch -ის მიერ შემოთავაზებული ტექნოლოგია სახელწოდებით Paytouch საშუალება გვაძლევს სუპერმარკეტებში ან სხვა დაწესებულებებში ფული გადავიხადოთ თითის ანაბეჭდების საშუალებით. პირველი ბიომეტრული გადასახდელი ტერმინალი 2012 წელს ამუშავდა იბიცაზე Ushuaia Ibiza Beach Hotel-ში ( ესპანეთი). ექაუნტ Paytouch-ის მომხმარებლები უბრალოდ ახდენენ თავიანთი საბანკო ბარათების დაკავშირებას საკუთარი თითის ანაბეჭდთან. თანხის გადასახდელად საკმარისია ორი თითი შეახოთ გადასახდელ ტერმინალს.



თითის ანაბეჭდები პაროლის ნაცვლად


image

ჩვენს თითებზე აღბეჭდილმა ნახატებმა დიდი პოპულარობა ჰპოვა უსაფრთხოების სისტემების დამმუშავებლებს შორის. თურმე თითების სკანირება შეიძლება გამოყენებული იქნას პაროლის ან PIN-კოდის ნაცვლად კომპიუტერებსა და სხვა გაჯეტებში. ასე მაგალითად, ახალი სმარტფონი Honor 5x აღჭურვილია თითის ანაბეჭდების სკანერით. სკანერს გააჩნია მრგვალი ფორმა ზუსტი ანაბეჭდის მისაღებად. ამოცნობა სრულდება ნახევარი წამის განმავლობაში.


გარდა ჩამოთვლილისა, თითის ანაბეჭდებს კიდევ გააჩნიათ სხვადასხვაგვარი დანიშნულება, მაგალითად, ისრაელში უკვე რამოდენიმე წელია მათ იყენებენ სახელფასო ბარათის მაგივრად და ასევე პოლიკლინიკებში ავადმყოფების იდენტიფიკაციისათვის.

გახსოვდეთ, რომ თქვენი თითის ანაბეჭდები მხოლოდ და მხოლოდ თქვენი კუთვნილებაა და ეცადეთ, არავითარ შემთხვევაში არ გასცეთ ის, რათა თავიდან აიცილოთ უსიამოვნებები. ეს მონაცემები სხვებს შეუძლიათ თქვენს წინააღმდეგ გამოიყენონ. მათ, ვინც არ იცის, თუ რა საშიშროება იმალება ელექტრონულ ჩიპებსა და თითის ანაბეჭდებზე დამყარებულ სხვა მოწყობილობებში, მინდა შევთავაზო სამეცნიერო პოპულარული ფილმი "ტექნოტრონული დიქტატურის ერა, ტოტალური კონტროლი. ელექტრონული საკონცენტრაციო ბანაკი". ფილმი საკმაოდ გრძელია, მაგრამ მშვენივრად გვიხსნის, თუ რა არასასიამოვნო სიურპრიზებს გვიმზადებს ელექტრონული პასპორტები და სხვა ბიომეტრული იდენტიფიკატორები.


221
10-ს მოსწონს
7
გასაჩივრება
მომწონს
 
 
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
Mediator image
Mediator image
Mediator image
   ქართული კლავიატურა
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0
5 მნიშვნელოვანი ფაქტი ხერხემლის შესახებ, რომელიც უნდა ვიცოდეთ5 მნიშვნელოვანი ფაქტი ხერხემლის შესახებ, რომელიც უნდა ვიცოდეთ
შეუძლებელია ხერხემლის მნიშვნელობა გადაჭარბებულად ...
ცხოველების ფეხმძიმობის ძალიან საინტერესო ფოტოკოლაჟიცხოველების ფეხმძიმობის ძალიან საინტერესო ფოტოკოლაჟი
ცხოველებისთვის ფეხმძიმობის პერიოდი სხვადასხვა დროის მანძილზ...
ფოტოშოპის მამები მსოფლიოს მასშტაბითფოტოშოპის მამები მსოფლიოს მასშტაბით
მამაკაცების სუსტი წერტილი ქალები, მანქანები და საკუთარი ფიზიკური ძალაა (კუნ...
10 ფოტო, რომლებმაც მსოფლიო აალაპარაკა10 ფოტო, რომლებმაც მსოფლიო აალაპარაკა
გამარჯობათ. ამ სტატიაში განახებთ ფოტოებს, რომლებმაც მსოფლიო აალაპარაკა. ...
ფოტოშოპის ყველაზე კოშმარული და არარეალური მცდელობებიფოტოშოპის ყველაზე კოშმარული და არარეალური მცდელობები
სოციალურ ქსელში მეგობრების მიერ ატვირთული კარგი ფოტოები ხშ...
გალილეო გალილეი და მისი მოტანილი სარგებელი კაცობრიობასგალილეო გალილეი და მისი მოტანილი სარგებელი კაცობრიობას
ქრონოლოგია გალილეი დაიბადა 1564 წელს პიზაში, იტალიაში.15...
აი რატომ უნდა დაიძინოთ სულ შიშველმააი რატომ უნდა დაიძინოთ სულ შიშველმა
ყველა ადამიანი შეიძლება დავყოთ მხოლოდ ორ კატეგორიად: მათ, ვისაც უყვარს ძილ...
ისტორიული პერსონაჟები, რომელთა რეალური სახე აქამდე არ გინახავთისტორიული პერსონაჟები, რომელთა რეალური სახე აქამდე არ გინახავთ
სახის ძვლისა და თავის ქალის რეკონსტრუქციის შედეგ...
ნუთუ მომავლის ადამიანები ასეთი მახინჯები იქნებიან?ნუთუ მომავლის ადამიანები ასეთი მახინჯები იქნებიან?
თანამედროვე ავტომობილები დაპროექტებულია ისეთნაირად, რომ მაქ...
უცხოპლანეტელების არსებობის ფაქტი დამტკიცებულიაუცხოპლანეტელების არსებობის ფაქტი დამტკიცებულია
მექსიკაში გამოაქვეყნეს 80 წლის წინ აღმოჩენილი არტიფაქტის ფოტოსურ...