x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134476
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508532
საიდუმლოებებით მოცული ბუდე, რომელიც Philetairus socius -ების მიერ არის აშენებული!
ბუდე — ნაგებობა, რომელსაც ცხოველი იშენებს შთამომავლობის გამოსაზრდელად ან თავშესაფრად. გამრავლებისათვის გამოსაყენებელი ბუდე ნაირგვარია. მაგ., ობობას ბუდე ქსლისაგან მოქსოვილი პარკია, მარტოულიკრაზანისა — მიწის უჯრედები, რომლებიც ერთიმეორესთან შეწებებულია ნერწყვით. ორაგული ქვირითს ფლავს კენჭებიან გრუნტში, სამნემსა მახათა — ბურთისებურ ბუდეში, რომელსაც წყალმცენარეებისაგან იშენებს. ფილომედუზა ქვირითს ყრის მილივით დახვეულ ფოთოლში. კუ და ნიანგი კვერცხებს ფლავენ მიწაში. ხოხბის, როჭოს, ტყის ქათმის ბუდე მარტივი ორმოა, რომელშიც მცირეოდენი საფენია. ჭინჭრაქასა და რემეზის ბუდეები ბურთისებურია. გვრიტი ფიჩხისაგან იკეთებს მარტის ბუდეს, რომელშიც კვერცხები ქვემოდან მოჩანს. ორბის ბუდე რამდენიმე ქვით და ფიჩხის ნამტვრევებითაა შემოფარგლული. რთულ ბუდეს იშენებს სოფლის მერცხალი, რომელიც ტალაცის კოშტებს ნერწყვით ამაგრებს აივნის ჭერსა და სხვა მსგავს ადგილებში. სალანგანის ბუდეს, რომელიც ჰაერზე გამკვრივებული ნერწყვისაგან შედგება, სამხრეთ აზიის მცხოვრებნი საკვებად იყენებენ. ჰამაკის მსგავს ბუდეს იკეთებს მოლაღური. ფიჩხის ნამტვრევებისა და ჩალაბულისაგანაა აშენებული შაშვის ბუდე, რომელიც შიგნიდან ტალახითაა გალესილი. ციყვის ბუდე აშენებულია ბალახბულახის, ბუმბულოვანი საფენისა და სხვა მასალისაგან. თახვი „ქოხს“ იშენებს ხის ტოტებისა და შლამისაგან. ცხოველების უმრავლესობა ბუდეს თავისთვის იშენებს. კოლონიური ბუდეები აქვთ „საზოგადოებრივ“ მწერებს: ფუტკრებს, კრაზანებს, ჭიანჭსელებს და სხვა.


imageimage



ახლა გაჩვენებთ ფოტოებს wilkinsonsworld-ის ენციკლოპეტიიდან.მათ შთაგონების

ძალას საზღვარი არ აქვს, წარმოუდგენელი დიზაინით აგებული ბუდეები

ამ ფრინველებს ეკუთვნით, ისინი დედაბუნების საუკეთესო დიზაინერები არიან.


image


Philetairus socius- ეს ის ფრინველია, რომელსაც შეიძლება დედაბუნების

დიზაინერი ვუწოდოთ. კომუნიკაბელურ უივერად ცნობილი ფრინველი

ცხოვრობს მხოლოდ ნამიბიაში, სამხრეთ აფრიკაში და ბოცვანაში.


image


კომუნიკაბელური უივერები ცხოვრობენ კომუნებად, თემებად. ერთობლივად

ისინი გიგანტურ ბუდეებს ქსოვენ....


image


Philetairus socius-ის სახელწოდების ფრინველები ცხოვრობენ კორპუსისებურ

ბუდეებში, რომელსაც დამოუკიდებლად ქსოვენ, არ ახასიათებთ განცალკევება.


image


ერთი მოქსოვილი ბუდე, 100 წლის მანძილზე რამოდენიმე თაობას მასპინძლობს.


image


ზოგიერთი ხე ვერ უძლებს ამ ფრინველების ბუდის წონას და ირხევა...


image


უივერები ბუდის მშენებლობისთვის იყენებენ კვერთხს, ტალახს და სუროს.

ბუდეს შესასვლელი ყოველთვის ქვემოდან აქვს.


image


შთაგონების ოსტატები რათქმაუნდა ძალიან ჭკვიანები არიან. მათ მტაცებლების

და ქვეწარმავლების წინააღმდეგ მომზადებული აქვთ სპეციალური გვირაბები.

გვირაბებში რამოდენიმე ხაფანგია მომზადებული, უსაფრთხოების სისტემად

იყენებენ წვეტიანი ტამპონებს, რომლებიც საკმაოდ მჭრელი და მხვრეტავები არიან.


imageimageimageimageimage


















იმედია მოგეწონებათ!





სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი







4
2215
15-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
2215
  
2016, 8 თებერვალი, 22:03
სპს
2016, 8 თებერვალი, 22:00
საღოლ საღოლ
2016, 8 თებერვალი, 16:54
Sps
2016, 8 თებერვალი, 16:42
ძალიან საიტერესოა, ჭკვიანი ჩიტუნები არიან
0 1 4