x
image
მანჩო 777
ქალი, რომლის ნივთებთან შეხება სასიკვდილოდ საშიშია - მარია სკლადოვსკაია-კიური
თანამედროვე "ფიზიკის დედა" და რადიაციის აღმომჩენი მარია კიური თავადაც იმდენად რადიაოქტიური იყო, რომ ის დაკრძალულია ტყვიისაგან დამზადებულ კუბოში, რომელიც რადიაციას არ ატარებს.


image


მარია კიური აპლასტიური ანემიისაგან გარდაიცვალა. ამ უიშვიათესი დაავადებით, რომელსაც რადიოაქტიური ნივთიერებებისაგან დაინფიცირება იწვევს, ის დაავადდა იმ ცდების დროს, რომელსაც თავის ლაბორატორიაში ატარებდა და რომელთა წყალობით აღმოჩენილი იქნა რადიაოქტიური ელემენტები-პოლონიუმი და რადიუმი.


image



მარია სკლადოვსკაია - კიური ერთადერთი მეცნიერი ქალია, რომელმაც ნობელის პრემია მიიღო ერთბაშად ორ დისციპლინაში - ქიმიასა და ფიზიკაში. სწორედ მისი გამოკვლევები დაეხმარა ფრანგ მეცნიერ ანრი ბეკერელს 1886 წელს რადიაოქტიური ნივთიერება ურანის აღმოჩენაში.


image


უკვე ათეულობით წლებია გასული სახელოვანი ქალი-მეცნიერის გარდაცვალებიდან, მაგრამ მისი პირადი ნივთები: ტანსაცმელი, წიგნები, ავეჯი, ჩანაწერების რვეულები კვლავ რადიოაქტიურად დაბინძურებული რჩება. ეს ნივთები საფრანგეთის ეროვნულ ღირსშესანიშნაობად ითვლება და ტყვიის ყუთებში ჩაწყობილი პარიზის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ინახება.


image


ბიბლიოთეკის დამთვალიერებლები, მანამ, სანამ კიურის კუთვნილ ჩანაწერებს და წიგნებს გაეცნობიან, აუცლებლად აწერენ ხელს ფორმულარს, რომელშიც წერია, რომ ისინი ინფორმირებული არიან იმ საფრთხის შესახებ, რაც ამ ნივთებთან შეხებისას შეიძლება წარმოიშვას. ბიბლიოთეკის სტუმრებს აუცილებლად აცვამენ სპეციალურ დამცავ ტანსაცმელსა და ხელთათმანებს იმისათვის, რომ არ მიიღონ რადიაოქტიური დასხივება. სავრაუდოდ, რადიუმის სრული დაშლა მხოლოდ 1600 წლის შემდეგ ხდება, ასე რომ, ბილიოთეკის სტუმრებს კიდევ მრავალი წელი მოუწევთ სიფრთხილის ზომების მიღება.


პირადი ნივთების გარდა, რადიაოქტიურადაა დაბინძურებული თავად მეცნიერის სხეულიც. კუბო, რომლითაც ისაა დაკრძალული, საშინლად მძიმეა, რადგან მას ამოკრული აქვს 2, 5 სმ სისქის ტყვიის ფურცელი. ეს საჭიროა იმისათვის, რომ რადიაციამ გარეთ არ გამოაღწიოს. მარია სკლოდოვსკაია-კიური თავის მეუღლესთან პიერ კიურისთან ერთად დაკრძალულია პარიზის პანთეონში.


image

0
818
7-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
818
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0