x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134514
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508580
ქართული სამზარეულო ევროპის ხუთი ყველაზე საუკეთესო სამზარეულოს რიცხვში მოხვდა
სასიამოვნო ფაქტია, რომ საქართველო აღმოჩნდა ევროპის იმ ქვეყნების რიცხვში, რომელთაც ყველაზე გემრიელი სამზარეულო აქვთ. რეიტინგი შედგენილი იქნა ამერიკული ცნობილი ჟურნალის Thrillist - ის მიერ ჩატარებული გამოკვლევების მიხედვით.

ევროპის ორმოცდარვა ქვეყანას შორის საქართველო მეოთხე ადგილზე მოხვდა იტალიის, საფრანგეთისა და ესპანეთის შემდეგ.


image


"საქართველო იმყოფება უძველესი, ეგრეთ წოდებული "სანელებლების გზის" ცენტრში, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებდა ევროპას, ახლო აღმოსავლეთსა და აზიას, ამიტომ ამ ქვეყნის ეროვნული კერძები შეზავებულია ისეთი უნიკალური და სპეციფიკური მწვანილეულით და სანელებლებით, როგორიცაა ქინძი და ხმელი სუნელი, ზაფრანა და პიტნა, ქონდარი და დარიჩინი, რომლებიც ისეთი კომბინაციით გამოიყენება, რომელსაც სხვა ქვეყნების სამზარეულოებში ვერ შეხვდებით", - წერს Thrillist.



image


გამოცემაში აღნიშნულია აგრეთვე, რომ თვით საქართველოს სხვადასხვა კუთხეში განსხვავებული სახის სანელებლები და მწვანილეულობა გამოიყენება.

ქართული სამზარეულოდან Thrillist-მა განსაკუთრებით გამოჰყო ხაჭაპური, ხინკალი, ჩახოხბილი, მწვადი და კუჭმაჭი. გარდა ამისა, ქართულ სუფრაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს სხვადასხვა სახის ყველი, ტყემალი, მწვანილი და წიწაკა.


image


ჟურნალი Thrillist, როგორც ცნობილია, სპეციალიზირებულია სხვადასხვა ქვეყნის კერძებზე, სასმელებზე, მოგზაურობასა და გართობაზე.






5
378
7-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
378
  
2016, 7 თებერვალი, 21:14
პიეველობა გვირჩევნია არ უნდა ჩაგრავდნენ პატარა ქვეყანას
2016, 7 თებერვალი, 21:09
აბაა... ამაზეც მადლობელი უნდა ვიყოთ
2016, 7 თებერვალი, 21:09
გეთანხმები :) რას ვიზავთ პატარა ქვეყანა ვართ და
2016, 7 თებერვალი, 21:04
მე თუ მკითხავ, მეოთხე კი არა, პირველი უნდა ყოფილიყო :)
2016, 7 თებერვალი, 21:03
მაგარია ქართული სუფრა
0 1 5