x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134496
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508558
"ჩვენს უბანში მკვლელობა მოხდა…"

image

თბილისის კლასიკური გიმნაზიის პედაგოგი მაკა სახურია თბილისში მომხდარი საზარელი მკვლელობის შესახებ ინფორმაციას სოციალური ქსელის მეშვეობით ავრცელებს:


"ჩვენს უბანში მკვლელობა მოხდა… დივანზე ვიჯექი… ქუჩიდან ხმები
მესმოდა, ქალი სახელს ეძახდა, კაცი ხმას არ იღებდა და მერე გასროლა
მომესმა. არ ვიცოდი, რა მექნა… მთელი უბანი გარეთ გამოეფინა… მოკლული 30
წლამდე ქალია, მდგმურად ცხოვრობდა, 2 შვილის დედა… მეუღლესთან რამდენიმე
წლის გაშორებული იყო…

ამბობენ, რომ მეუღლე მოუვარდა. მან არ იცოდა, ქალი სად
ცხოვრობდა, ერთი ბავშვი დედასთან იზრდებოდა, მეორე – მამასთან. კაცმა
მეზობლად მცხოვრებ ქალის მამიდას იარაღის ძალით ათქმევინა ცოლყოფილის
მისამართი… ტყვია შუბლზე დაახალა და მიიმალა… სიკვდილი მაშინათვე დადგა.

სასწრაფო და პატრული წამსვე გამოვიძახეთ. სასწრაფოს ექიმმა
თქვა, პულსი არ ესინჯება, გარდაცვლილიაო… საზარელი სანახავი იყო ეზოს
ჭიშკართან დაგდებული ქალი… არ ვიცი, რა უნდა ყოფილიყო მკვლელობის მოტივი,
მაგრამ რა მოტივმა უნდა გაამართლოს მსგავსი მხეცობა? ვფიქრობ ბავშვებზე, 10
წლამდე გოგონასა და ბიჭზე, რომელთაც დედა და მამა ერთდროულად დაკარგეს.
ვფიქრობ გარდაცვლილის სულზე, მის ტანჯვაზე… ვფიქრობ მკვლელზე, რომელიც
წინასწარი განზრახვით მოვიდა თავისი შვილების დედის მოსაკლავად.

არაფერს მოერიდა და უბნის თვალწინ მოკლა ქალი. დრო საგანგებოდ
შეარჩია. ღამის 10-დან 11-მდე… როცა ქალაქს არ სძინავს… როცა ადამიანის
გარეთ გამოყვანა შეიძლება. სახლში დაზაფრულები ვბრუნდებით და ვერაფრით
ვიძინებთ მე და ნათია.

ქუჩა გადაიკეტა და პოლიცია მუშაობს. ცხედარი გადაასვენეს და
ალბათ ექსპერტიზა უტარდება. ალბათ მოკლულის დედა იყო, ცოტა ხნის წინ რომ
მოიყვანეს და შემზარავად კიოდა… ისეთი უძლურება ვიგრძენი, სიცოცხლე
შემზარდა… ნათია გულამოსკვნილი ტიროდა… მე ცრემლიც არ გადმომივარდა. სამი
საათია, გაშეშებული ვზივარ..”

image

0
333
10-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
333
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0