x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
"ბიძინამ ცოტა მისაყვედურა..." - გოგი თოფაძის პირველი განმარტება სკანდალური განცხადების შემდეგ

imageპარლამენტში დეპუტატ გოგი თოფაძის გამოსვლასსაზოგადოებაში მძაფრი გამოხმაურება მოჰყვა. ამის შემდეგ უმრავლესობის წევრმა განცხადებაც გაავრცელა და ტერმინის "დაუნი" არაკორექტული ხსენებისთვის ბოდიში მოიხადა. იყო თუ არა ეს ტექნიკური შეცდომა, რეალურად რას ფიქრობს გოგი თოფაძე პრეზიდენტის წლების წინ დაწერილ წერილზე და რა უთხრა გამოსვლის შემდეგ ექსპრემიერმა ივანიშვილმა დეპუტატს, ამ საკითხებზე "კვირის პალიტრა" ფრაქცია "ქართული ოცნება - მრეწველების" თავმჯდომარეს, გოგი თოფაძეს ესაუბრა:
- პრეზიდენტის მიმართ გამოთქმული ჩემი ოთხივე პრეტენზია იყო მართებული. თვითონაც ძალიან კარგად იცის, რომ არასწორად მოიქცა ჩვენი კოალიციის მიმართ. მისი დაწერილი სტატია კი ძალიან დიდ შეურაცხყოფას აყენებს ქართველ ხალხს. ქართველი კაცი თავის ერს ასე არ უნდა ლანძღავდეს. ერთადერთი, რაც აქტიურად აიტაცა საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა, ძირითადად იმათ, ვინც უცხოეთთან არის დაკავშირებული და პატრიოტული სულისკვეთება ატროფირებული აქვთ, არის ის, რომ პრეზიდენტის მიერ დასახელებული დაავადებების დასახელება ცოტა შემეშალა, თუმცა მერე გამოვასწორე. სწორედ ეს აიტაცეს, თორემ არცერთი სხვა პუნქტი პრეზიდენტს არც გაუპროტესტებია და ვერც გააპროტესტებს იმიტომ, რომ რეალობა იყო...
image"ბოდიში მოვუხადე იმ ბავშვებსა და საზოგადოებას, ვისაც ჩემი შეცდომა შეეხო, თორემ დანარჩენი აბსოლუტურად გამართულად და ობიექტურად ვთქვი"

0
157
1-ს მოსწონს
ავტორი:თორნიკე მჭედლიძე
თორნიკე მჭედლიძე
157
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0