x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ნინუცა, შენ ხარ “დაუნი”, რომელიც მსოფლიოს მირჩევნია!

imageნინუცა, შენ ხარ “დაუნი”, რომელიც მსოფლიოს მირჩევნია!
ინგა ლოლაძეს ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს. მისი წერილი შვილისადმი, რომელიც დაუნის სინდრომით დაიბადა, ბევრმა წაიკითხა, გააზიარა და მოიწონა თავის დროზე (შეგიძლიათ წაიკითხოთ ეს წერილი). ქალბატონი ინგა, სხვა მშობლებთან ერთად, აქტიურად ცდილობს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას დაუნის სინდრომის შესახებ და სხვებთან ერთად შეაქვს წვლილი იმაში, რომ ყველამ დავიჯეროთ, დაუნის სინდრომი არ არის
დაავადება, ისინი ჩვენგან მხოლოდ ერთი ქრომოსომით განსხვავდებიან.
ამჯერად ინგა გოგი თოფაძის გახმაურებულ განცხადებას გამოეხმაურა და სანამ აქციაზე გამოვიდოდა, თავისი შვილის და ბევრი მისნაირი “მზის შვილის” უფლებების დასაცავად, მანამდე ეს პოსტი დაწერა:

image“ნინუცა, შენ ხარ “დაუნი”, რომელიც მსოფლიოს მირჩევნია!
მიყვარხარ ნინო. დღევანდელი დღე ბოლო წვეთი იყო. თუკი აქამდე რამეს ან ვინმეს ვუწევდი ანგარიშს, თუკი აქამდე ბოლომდე ვერ გიცავდით შენ და შენს მეგობრებს, თუკი აქამდე ვერ ვიყავი ის, ვინც უნდა ვიყო, ვფიცავ ყველა იმ ბედნიერ წამს, რომელიც მაჩუქე და რომელიც უნდა მაჩუქო, ვფიცავ შენს ალალ, უბოროტო, სიყვარულით სავსე გულს, ვფიცავ შენს გულწრფელ, ხალას ღიმილს, შენს სიცოცხლეს ვფიცავ, დედი – ვერასოდეს, ვერავინ ვეღარ გაბედავს შენს დამცირებას, დაკნინებას, შეურაცხყოფას. იმას, რაც ყველაზე ძვირფასი აქვს კაცობრიობას, სიკეთის და სიყვარულის 21 ქრომოსომა, ბოღმის გადმოსანთხევად ვეღარ გამოიყენებს ვერავინ. მიყვარხარ ნინო, სიგიჟემდე მიყვარხარ დედიკო”.

0
257
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:თორნიკე მჭედლიძე
თორნიკე მჭედლიძე
257
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0