x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
დასაქმების ბაზარი და უმუშევრობა
image



















2010 წელს ნობელის პრემია აიღეს პიტერ დაიმონდმა, კრისტოფერ პისარაიდესმა და დეილ მორტენსენმა. მათ პრემია გადაეცათ დასაქმების ბაზრის სიღრმისეული შესწავლისთვის, კერძოდ კი ბაზრის იმ „ხარვეზების” გაანალიზებისთვის, რომლებიც ხელს უშლის დამსაქმებლებსა და სამუშაოს მაძიებლებს იპოვონ ერთმანეთი.სამივე მეცნიერი ათწლეულების განმავლობაში სწავლობდა დასაქმების ბაზარსა და უმუშევრობის პრობლემებს.


პიტერ დაიმონდის ინტერესის სფეროში შედიოდა ეკონომიკური ზრდა. მან განავრცო
რობერტ სოლოუს მოდელი და დაუმატა დანაზოგების გავლენა, რომელიც ენდოგენური ცვლადია ( მოდელის ფარგლებში განისაზღვრება ). კიდევ ერთი ფაქტორია საგარეო ვალი, რომლის სწორად წარმართვის შემთხვევაში სახელმწიფოს შეუძლია მოსახლეობის კეთიდღეობა აამაღლოს. თავის ერთ-ერთ ნაშრომში მან გაანალიზა სიტუაცია, როდესაც ადამიანები გადიან პენსიაზე ან თავიანთი ნებით, ან იძულებით. ამ შემთხვევაში სახელმწიფომ უნდა განარჩიოს ეს ორი ტიპის პენსიონრები ერთმანეთისგან და პენსია დააწესოს იმის მიხედვით, თუ რომელ ასაკში გავლენ ისინი პენსიაზე. დაიმონდმა ამ პრობლემას რამდენიმე სტატია მიუძღვნა და გახდა ამერიკის სოციალური უზრუნველყოფის სფეროს რეფორმატორი.


1961 წელს, ჯორჯ სტიგლერმა ჩიკაგოს ეკონომიკური სკოლიდან (რომელიც თავად გახდა ნობელის ლაურეატი 1982 წელს) გამოაქვეყნა ნაშრომი სახელწოდებით
„ინფორმაციის ეკონომიკა”. ამ ნაშრომში მან აღწერა პროდუქციის ბაზრის მოდელი, რომელშიც მყიდველი ეძებს პროდუქტზე ყველაზე დაბალ ფასს მანამ, სანამ ძიებაზე დახარჯული დრო და ენერგია თვითონ ძიების პროცესს არ დაუკარგავს აზრს. დეილ
მორტენსენმა 1970 წელს გამოქვეყნებულ ერთ-ერთ ნაშრომში განავრცო სტიგლერის ზემოხსენებული თეორია და მეტი ყურადღება დაუთმო სწორედ უმუშევრობას. შედეგად მორტენსენმა დაასკვნა, რომ როდესაც დასაქმების მაძიებელი უარს ამბობს დაბალანაზღაურებად სამუშაოზე, ეს ნიშნავს, რომ მას ჯერ კიდევ ურჩევნია სამუშაოს ძიების გაგრძელება. და ის გააგრძელებს ძიებას, მანამ სანამ ძიებაზე დახარჯული დრო და ენერგია თვითონ ძიების პროცესს არ დაუკარგავს აზრს.


პიტერ დაიმონდმა 1971 წელს გამოაქვეყნა სტატია სახელწოდებით „მოდელები ფასების მორგებით“, სადაც ეს პრობლემა აღწერა პროდუქტთან და ფასთან დაკავშირებით. თუკი მომხმარებლები დაბალი ფასის პროდუქტებს არ ეძებენ და არსებულ ფასზე თანახმანი არიან, მაშინ მწარმოებლები ფასს უწევენ და შედეგად პროდუქტებზე ფასები იზრდება და ბაზარზე იქმნება მონოპოლიური მდგომარეობა. ეს მოვლენა ცნობილია, როგორც დაიმონდის პარადოქსი.


1977 წელს გამოცემულ ნაშრომში დეილ მორტენსენმა გამოიკვლია რა კავშირი არსებობს უმუშევართა დახმარებებსა და უმუშევრობის დონეს შორის. ერთ-ერთი საინტერესო დასკვნა, რომელიც მეცნიერმა ამ კვლევის შედეგად გამოიტანა,
შემდეგში მდგომარეობდა – დასაქმების მაძიებლები, რომლებსაც არ გააჩნდათ უმუშევრობის დაზღვევა, უფრო ხშირად ინტერესდებოდნენ დაბალანაზღაურებადი და რისკიანი სამუშაოთი, რადგან იცოდნენ, რომ თუ სამსახურში არ აიყვანდნენ – ისინი მიიღებდნენ უმუშევრობის დაზღვევას (საგულისხმოა, რომ თუ სამუშაოს არ ეძებ, არ ითვლები უმუშევრად და ვერ იღებ დაზღვევას).


მორტენსენს ეკონომიკაში ნობელის პრემია მიენიჭა იმის გამო, რომ მან ხსენებული პროცესი რთულ მათემატიკურ მოდელში გამოხატა, რომელიც ეკონომისტებს დაეხმარება იმის განსაზღვრაში, თუ რამდენ ხანს იკავებს მუშებისთვის სამსახურის მოძებნა, ხოლო დამქირავებლებისთვის მუშების მონახვა. მორტენსენის თქმით, ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავება სწორედ ამ ცოდნას ემყარება.


ამ ორი ეკონომისტის კვლევები გამოიყენა და განავრცო კრისტოფერ პისარაიდესმა
1985 წელს გამოქვეყნებულ თავის ნაშრომში. მან გამოიყენა ნეშის წონასწორობა და გვაჩვენა თუ როგორ იქმნება სამუშაო ადგილება, ასევე შეეხო სამუშაო ბაზრის წონასწორობას გრძელვადიან პერიოდში. მისი ნაშრომის ძირითადი იდეა
იმაში მდგომარეობს, რომ შექმნილი ვაკანსიების გაზრდისას უმუშევრობის დონე კლებულობს, ხოლო ფირმებს შორის კონკურენცია იზრდება, რაც ამცირებს თითოეული ფირმის შანსს შეასვოს თავისი სამუშაო ადგილები. ფირმები ამ შემთხვევაში გაზრდიან ხელფასს, სანამ მომგებიანი არ იქნება ეს მათთვის. შემდეგ მისი მოდელი განავრცეს და მათემატიკური აპარატი მიუსადაგეს.


პისარაიდესის ერთ-ერთი ნაშრომი ეხება კაპიტალს და მის როლს ფირმების შექმნაში, რომელშიც მიგრანტების კაპიტალიც მონაწილეობს. მისი აზრით უმუშევრობის სტანდარტული მოდელები სათანადოდ ვერ ასახავენ კაპიტალის როლს. ფირმები ირჩევენ ინვესტიციების ოპტიმალურ რაოდენობას, ხოლო ახალი კაპიტალის მოდინება ვერ ახდენს გავლენას წარმოების დონეზე. მუშაკს, რომელიც ისეთ ქვეყანაში ცხოვრობს, სადაც მაღალი უმუშევრობაა, შეუძლია გადავიდეს სხვა ქვეყანაში სამუშოდ და გამოიმუშაოს იქ ფული, ხოლო შეგროვებული თანხით დაბრუნდეს სამშობლოში. იმ შემტხვევაში თუკი არ დაბრუნდება სამშობლოში, მაშინ შეიძლება თანხა მშობლებს გადმოუგზავნოს.



0
99
შეფასება არ არის
ავტორი:თაკო ბლიაძე
თაკო ბლიაძე
99
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0