x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134405
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508494
1832 წლის შეთქმულება

მე-19 საუკუნე, უმძიმესი პერიოდი საქართველოს ისტორიაში, საუკუნის დასაწყისში საქართველომ დაკარგა დამოუკიდებლობა და ცარისტული რუსეთის განაპირა გუბერნიად იქცა. თავისუფლებას მოწყურებული საზოგადოება ვერ ეგუებოდა დამპყრობლის უღელს და 30 წლის განმავლობაში ყალიბდებოდა განსხვავებული ორიენტაცია ქართულ ინტელიგენციაში, და აი დადგა 1832 წელი, დაიწყო მზადება გრანდიოზული აჯანყებისათვის, რათა ქართველ ერს კვლავ შეეგრძნო თავისუფლების სურნელი, უპირველესი მიზანი საქართველოს დამოუკიდებლობა იყო, ცხადია ამ აზრით ყველაზე მეტად ინტელიგენცია განიმსჭვალა და მომზადდა 1832 წლის შეთქმულება. ეს წელი საქართველოს ისტორიაში დიდი ასოებითაა ჩაწერილი, წელი რომელმაც მოიტანა 30 წლიანი უძრაობა, გამყინვარება, ქართული კულტურის, თვითშეგნების, საზოგადოების მყრალ გუბედ გადაქცევა. შეთქმულება გაიცა. არც მეტი არც ნაკლები შეთქმულება გაიცა ქართველის იესე ფალავანდიშვილის მიერ. რუსეთის ცარისტულმა რეჟიმმა არნახული რეპრესიები დაიწყო და ქართული საზოგადოება ინტელიგენციისაგან დაცალა. შედეგი კატასტროფული აღმოჩნდა ამ წლიდან რუსეთმა დიდი ყურადღება მიაქცია ამ პატარა, თითქოს უწყინარ ქვეყანას. უცხოეთში გადახვეწილი ქართველები შორიდან ეფერებოდნენ საქართველოს, რომელიც წლიდან წლამდე ეფლობოდა ცარისტული რეჯიმის ჭაობში. როგორც ამბობენ ისტორია მხოლოდ ფაქტების თხრობა არ არის, მასში სიღრმისეული აზრი დევს, რომელსაც ანალიზი სჭირდება, აქედან გამომდინარე ლოგიკურ მკითხველს გაუჩნდება კითხვა რა შედეგი მოჰყვა 1832 წლის მოვლენებს და რა კავშირშია ის ქართულ სულისკვეთებასთან? უპირველეს ყოვლისა 1832 წლის შემდეგ კიდევ უფრო დიდ მარწუხებში მოექცა ქვეყანა. ცარისტულ რეჟიმს არ აწყობდა გაუთვალისწინებელი ქმედებები დაპყრობილ ტერიტორიაზე, შედეგად შეიქმნა ვაკუუმი რომელშიც მოექცა ერი. ინტელიგენცია მთლიანად რეპრესირებული იქნა ხოლო უბრალო ადამიანებს არ შეეძლოთ გამოეხატად თუნდაც მცირე პროტესტიც კი. ყველაზე სამწუხარო კი ის არის რომ თვით წლების წინ ბობოქარმა საზოგადოებამაც დაიდუმა ხმა რეჟიმის წინააღმდეგ, შეიქმნა ურთულესი პერიოდი საქართველოსთვის 1832-1862 წლები, 30 წლის განმავლობაში არც ერთი გონიერი ნაბიჯი არ გადადგმულა ქართველი ერის მხრიდან სწორედ ეს ის პერიოდია, როდესაც ქვეყანა მართლაც დაექვემდებარა რუსეთის მარწუხებს, ცარისტული რეჟიმის მიზანი ქვეყნის ასიმილაციისა თითქოს შედგა.- აი შედეგი 1832 წლის შეთქმულებისა. მაგრამ როდესაც ვსაუბრობთ ავბედითი დროის ავბედით წელზე ცხადია ჩნდება კიდევ ერთი კითხვა. რამდენად ლოგიკური იყო და რა შედეგს მოიტანდა აჯანყების წარმატებით დაწყება? აქაც როგორც ნებისმიერ სადავო ისტორიულ ფაქტზე აზრი ორად გაიყოფა, თუმცა თუ გავითვალისწინებთ არსებულ სივრცეს და პოლიტიკურ კლიმატს სავარაუდოდ შედეგი არც ისეთი სახარბიელო იქნებოდა, როგორსაც აჯანყების ორგანიზატორები ელოდნენ, ბევრი გამოთქვამს ვარაუდს, რომ სჯობდა 30 წლიანი გამყინვარება, რადგან სხვა შემთხვევაში რუსეთი უბრალოდ ჩაყლაპავდა პატარა ქვეყანას, საბოლოოდ შეიძლება ითქვას ერთი, ეს და სხვა ისტორიული მოვლენა წარსულის გამონათებაა რომელსაც ექნება განსხვავებული ინტერპრეტაციები და იქნება აზრთა შეჯახებაც, თუმცა ის რომ ისტორიიდან გაკვეთილის მიღება შესაძლებელია და ამ შემთხვევაშიც აუცილებელი ვფიქრობ უდავოა და მას მოწინააღმდეგე არ ეყოლება.imageimage

0
1641
1-ს მოსწონს
ავტორი:დეტექტივი 2
დეტექტივი 2
1641
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0