x
ნინა სუბლატი გოგი თოფაძეს-"ეს ჩემი დაა - ლილე... ლილეს დაუნის სინდრომი აქვს..."
6 თებერვალი, 11:51

image
მომღერალი ნინა სუბლატი სოციალური ქსელის საშუალებით გოგი თოფაძეს ეხმიანება:

"ვეხმაურები გოგის - თოფაძეს, ჩემს 5000 მეგობარს, 50.000 ფოლოვერს და ყველას ვინც თვალ-ყურს მადევნებს.
ეს ჩემი დაა - ლილე.
ლილე უზომოდ მხიარულია, ძალიან უყვარს სიმღერა და ზოგადად მუსიკა; სადაც არ უნდა იყოს, თუ მუსიკა ისმის ცეკვას იწყებს და მღერის. ძალიან მეგობრულია, ადამიანები უყვარს და ყველას ძალიან ბევრს ეფერება. მისი ერთი ჩახუტება (მთეეელი გულით იცის ხოლმე ჩახუტება), სიცოცხლის 1 წელს გმატებს და სიყვარულით და სიხარულით გავსებს. ლილეს რომ შეხედავ, ისეთი დადებითი მუხტი მოდის მისგან, რომ გინდება უკეთესი ადამიანი გახდე: უფრო კეთილი იყო, უფრო მოსიყვარულე ადამიანების მიმართ, უფრო ლმობიერი ვიდრე ხარ... -მოკლედ ყველაფრით უკეთესი! ადამიანები დროთა განმავლობაში იცვლებიან და ყველას ცხოვრებაში ხდება ისეთი მოვლენები, რომლებიც ხანდახან გვაიძულებს ცოტა უხეშები ვიყოთ, ცოტა გაიძვერები, ცოტა მოწყენილები და ცოტა ცუდებიც, მაგრამ მე ვიცი და კი არ ვიცი, მჯერა, რომ ლილე სულ, სუულ ისეთი კეთილი იქნება, როგორიც ახლა არის; ვიცი რომ ნებისმიერს ჩაეხუტება, ვისაც მასთან ჩახუტება დასჭირდება და ისეთ სითბოს გადასცემს, რომელიც დაღლილს დაგასვენებს, მოწყენილს გაგამხიარულებს, გულ-გატეხილს სიყვარულით გადაგავსებს და ყველაფერს რაც გადაგხდენია, სხვა თვალით შეგახედებს.
ლილეს დაუნის სინდრომი აქვს, მაგრამ ეს ფაქტორი მას არ განასხვავებს არც ჩემგან, არც ჩვენი ძმა დემნასგან, არც მეორე ძმა თადესგან, არც დედამისი მირანდასგან, არც მამაჩემი დათოსგან, არც დედაჩემი ხატიასგან, არც შენგან ან შენი ძმისგან, არც მისი ძმაკაცისგან ან მისი ცოლისგან. ლილე ისეთია, როგორიც შენ და მე. ისე დადის, როგორც ჩვენ, ისე ახარებს დედამისს თავისი კარგი ამბებით, როგორც შენ დედაშენს, მე დედაჩემს, დედაშენი ბებიაშენს და ასე, უსასრულოდ. ყველას, სულ სულ ყველას სხვა და სხვა შეხედულება გვაქვს იმ ყველაფერზე რაც ჩვენს გარშემო ხდება - ზოგადად, ცხოვრებაზე; ლილესაც თავის შეხედულება აქვს ყველაფერზე; მისი იდეებიც და არსებობაც ისევე უნდა იყოს დაცული, როგორც ყველა დანარჩენი ადამიანის.
ყველას, ვისაც გგონიათ, რომ ადამიანი დაუნის სინდრომით ან რაიმე სხვა სინდრომით ვინმეზე რამით ნაკლებია, მოგახსენებთ რომ ცდებით და დროა სირაქლემის პოზიციიდან ცხოვრებისთვის თვალ-ყურის დევნებას თავი დაანებოთ. დაუნის სინდრომიანი ადამიანები ისევე მუშაობენ როგორც თქვენ, უფრო მეტიც: ზოგიერთი მათგანი ამ მომენტში ზოგიერთ ჩვენგანზე უფრო დაკავებულია, უფრო მეტი შემოსავალი აქვს, უფრო კარგად გამოიყურება, უფრო მართალია ან უფრო საყვარელი. დაუნის სინდრომიანი ადამიანები მუშაობენ ყველგან, მათ შორის ზოგიერთი მოდელია, ზოგი მსახიობი, ზოგი ბლოგერი, ზოგიც საერთოდ ჟურნალისტი! ლილე ლამაზია, კომუნიკაბელური და ნიჭიერი, ამიტომ დარწმუნებული ვარ, როდესაც გაიზრდება, რომელიმე საინტერესო პროფესიას აირჩევს და თავის საქმეში პროფესიონალი იქნება. კარგი კი არა, ძაან კარგი იქნებოდა გოგი თოფაძეც რომ პროფესიონალი იყოს რამეში, ნებისმიერ რაღაცაში, თუნდაც შეშის ჩეხვაში და მხოლოდ მაგ განხრით მუშაობდეს. ასე ალბათ ნაკლებსაც ილაყბებდა და საქმეც ნამდვილად ექნებოდა. მე კი ვიცი, თუნდაც ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, რომ უვიცი და ხიხო ყველგან არის, მაგრამ რაღა მაგ პოზიციაზე?! რატო უნდა იჯდეს პარლამენტში პიროვნება, რომელიც მის ქვეყნაში მცხოვრები ადამიანის პიროვნებას აკნინებს და მის მდგომარეობას შეურაცხმყოფელ სიტყვად იყენებს. გოგის რომ ერთი, სუულ სუუულ ერთი უკეთესი თვისება, შეხედულება, ინფორმაცია, არ ვიცი, ნებისმიერი ერთი რაღაც რომ ჰქონდეს რაც ლილეზე მაღლა დააყენებს მის პიროვნებას, კარგი იქნებოდა, მაგრამ ვაი, რომ ეგ ერთიც არ აქვს! და ვაი რომ ასეთი პატარა გოგო გოგიზე ბევრად ჭკვიანი და ზოგადად კარგი ტიპია. სიტყვა დაუნი შეიძლება წამოგცდეს, კიბატონო, ვის არ უთქვამს, მაგრამ როდესაც თანამდედობის პირი ხარ პირი უნდა აკონტროლო, პირამდე კი გონება უნდა აკონტროლო და თუ გონების კონტროლი არ შეგიძლია უნდა დანებდე მაგ თანამდებობას. და თან მისი "საბოდიშო" სიტყვები " დებილს ვიტყვი თუ დაუნს რა მნიშვნელობა აქვს"?! თქვენი სიტყვები ჩემი ოჯახის შეურაცხყოფა ხომ არის, ყველა ზემოთ აღნიშნული სიტუაციის მქონე ადამიანის, მისი ოჯახის, დედის, მამის, ნაცნობის შეურაცხყოფა ხომ არის, მაგრამ პირველ რიგში საკუთარი თავის ერთი დიდი გაბანძებაა. წაიფხატეთ თავზე ქუდი და დატოვეთ თქვენი პოზიცია, იმიტომ რომ თქვენნაირი სამარცხვინო ადამიანი ამ ქვეყანას ვერაფერს შემატებს. სახლში რომ მიხვალთ, ეცადეთ კარგი ადამიანი გახდეთ, ზრდილობა ისწავლოთ (თუმცა გვიანია, მაგრამ მაინც), ეცადეთ და ადამიანები დააფასეთ ისეთები, როგორებიც არიან - პლუსებით და მინუსებით და მერე იქნებ თავიდან აგირჩიოთ რამე პოზიციაზე. სანამ ამ ყველაფერს არ გააკეთებთ, იქამდე თქვენ ჩემი დისთვის, ჩემი ოჯახისთვის, ჩემთვის და კიდევ ბევრი სხვა ოჯახისთვის გუშინ რომ ფეხზე შემოგვახტა, დღეს კისერზე გვაზის, დაუნები ვართ, დებილები თუ სხვანი მნიშვნელობა რომ არ აქვს და თან მაგაში რომ ხელფასი გაქვთ ეგ ხართ."image

370
2-ს მოსწონს
1-ს არა
გასაჩივრება
მომწონს
 
 
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
Mediator image
   ქართული კლავიატურა
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0
20  ალბომი,რომლის ჩანაწერის ხარისხიც აგღაფრთოვანებთ20 ალბომი,რომლის ჩანაწერის ხარისხიც აგღაფრთოვანებთ
შეიქმნა მუსიკა, ტექსტი.შემდეგი პროცესი უკვე არანჟირება და ხ...
ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი ალბომებიყველა დროის ყველაზე გაყიდვადი ალბომები
1. Their Greatest Hits ( 29 მილიონი ასლი) ჯგუფ Eagles-ის სიმღერები...
ვანესა მეის კონცერტი და მის გარშემო ატეხილი დისკუსიებივანესა მეის კონცერტი და მის გარშემო ატეხილი დისკუსიები
ცნობილი ბრიტანელი მევიოლინეს, ვანესა მეის კონცერტს Blac...
სახელგანთქმული მუსიკოსების არანაკლებ ცნობილი გიტარებისახელგანთქმული მუსიკოსების არანაკლებ ცნობილი გიტარები
დღესდღეობით გიტარა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ინსტრუმ...
"ქალი, რომელსაც განგებამ ყველაფერი აჩუქა სიყვარულის გარდა""ქალი, რომელსაც განგებამ ყველაფერი აჩუქა სიყვარულის გარდა"
იგი უყვარდათ და იგი სძულდათ მას აკერპებდნენ და მას ა...
გოგონა, რომელიც ვიოლინოს შვილს ეძახისგოგონა, რომელიც ვიოლინოს შვილს ეძახის
21 წლის სალომე ხომასურიძე, წარმატებული მევიოლინეა. უამრავი კონკურსის გამ...
ჯასტინ ბიბერი სელენა გომესს არცხვენსჯასტინ ბიბერი სელენა გომესს არცხვენს
ბოლო დროს საკმაოდ პოპულარულ და ახალგაზრდა წყვილზე ბევრს საუბრობენ.ჯასტინ ბ...